Plasmon
რუხის საავადმყოფოს სამედიცინო აპარატი გადასცეს
რუხის საავადმყოფოს სამედიცინო აპარატი გადასცეს


თარიღი: 23/09/2020

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ  რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000$ ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა.

„Philips Affinity 50“  ამერიკის შეერთებული შტატების  სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერაა რეკომენდირებული .  სამედიცინო აპარატი,უმაღლესი  ხარისხის  გამოსახულებით, მგრძნობელობის პროგრამებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. მაღალი სიზუსტით ხდება მკურნალობის შედეგების  მონიტორირება, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.

 

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, აშშ_ ელჩის მოადგილის  მოვალეობის შემსრულებელი კეტრინ შვაიზერი, სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და აშშ- თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ესწრებოდნენ.