კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია “ბადაგონმა” 5000 ც სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადასცა.
თარიღი: 07/04/2020
კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია “ბადაგონმა” 5000 ც სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადასცა. სპეციალური ხსნარები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კომპანიის დირექტორს მედპერსონალის მხარდაჭერისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.
აღნიშნული სადეზინფექციო ხსნარები საქართველოშია წარმოებული და სრულად შეესაბამება ამერიკის “საკვებისა და ადმინისტრაციის” მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.