სამეანო-ნეონატალური საქმიანობის ნებართვის მქონე 13 სტაციონარულ დაწესებულებას, განმეორებით პერინატალური რეგიონალიზაციის დონე განესაზღვრა
თარიღი: 07/10/2020
სამეანო-ნეონატალური საქმიანობის ნებართვის მქონე 13 სტაციონარულ დაწესებულებას, განმეორებით პერინატალური რეგიონალიზაციის დონე განესაზღვრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ, „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასების საკოორდინაციო ჯგუფის“ სხდომაზე მიიღეს.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შეისწავლა ჯანდაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის N01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული, პერინატალური რეგიონალიზაციის დონისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან, ზემოაღნიშნული დაწესებულებების შესაბამისობის საკითხი. შესწავლა განხორციელდა როგორც დოკუმენტურად, ასევე ადგილზე, სამუშაო ვიზიტებით.
ამ ეტაპზე, პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მოქმედების ვადების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა 13 სამედიცინო დაწესებულება. სააგენტოს მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, საბჭომ, განმეორებით პერინატალური რეგიონალიზაციის დონის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ცამეტივე დაწესებულების მოთხოვნა დააკმაყოფილა.