Plasmon
სამუშაო შეხვედრა ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე
სამუშაო შეხვედრა ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე

შეხვედრაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესიული თემი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ.
თარიღი: 08/06/2018

სამუშაო შეხვედრა ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ გახსნა. შეხვედრაზე ამბულატორიულ სერვისებში  ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე ცვლილებები  განიხილეს. სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების - სტაციონარული მომსახურების, საცხოვრისისა და დღის ცენტრის სტანდარტებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა ტერიტორიული განაწილებისა და ორგანიზაციული მოწყობის სამომავლო ხედვებზე.

შეხვედრაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესიული თემი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ.  

ღონისძიება ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში–თბილისის“ ორგანიზებითა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება.