Plasmon
საშვილოსნოს ყელის ეროზია
საშვილოსნოს ყელის ეროზია


თარიღი: 31/01/2022

საშვილოსნოს ყელის წყლული (ეროზია) საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა რეპროდუქციული ასაკის ქალებში და გინეკოლოგიური დაავადებების 10-15%-ს შეადგენს.

საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული) წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანებას. მისი პროვოცირება შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა, როგორიცაა:

• ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების (ჰორმონული აბების, სპირალის) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენება;

• სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და მიკროორგანიზმები, როგორიცაა: ტრიქომონა, ქლამიდია, ვირუსული ინფექციები...

• ჰორმონული ფონის დარღვევა;

• ხშირი აბორტები;

• მშობიარობის შემდგომი ტრავმა (დეფორმაცია, ნეხეთქები)...

 

‼ საშვილოსნოს ყელის ეროზია შესაძლოა გამოვლინდეს მცირე სისხლიანი გამონადენით სქესობრივი კონტაქტის დროს.

 

საშვილოსნოს ყელის ეროზიის მკურნალობის დროს დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე ინიშნება როგორც ზოგადი მკურნალობა (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა, ჰორმონული ფონის მოწესრიგება...), ისე ადგილობრივი (საშოსმხრივი) გინეკოლოგიური პროცედურები, რაც გულისხმობს დაზიანებული უბნის დესტრუქციულ თერაპიას (კრიოდესტრუქცია, ელექტროკოაგულაცია, ლაზეროდესტრუქცია). თუმცა, ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია საშოს ლორწოვანის რეგენერაციის, ტროპიზმისა და ელასტიურობის გაუმჯობესება.

 

ჰიალოგინის გელი და სანთელი ჰიალურონის მჟავას ეთერული ნაერთების შემცველობით:

• აუმჯობესებს რეგენერაციულ პროცესებს;

• აღადგენს ელასტიურობას;

• აუმჯობესებს საშოს ლორწოვანის ტროფიზმს (კვებას);

• აჩქარებს შეხორცების პროცესს;

• ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას;

• აღადგენს საშოს PH ბალანსს;

• ამაღლებს ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ ლორწოვანის მდგრადობას;

• აქვს მუკოადჰეზიური მოქმედება (კარგად ეკვრის ლორწოვანს) და გააჩნია ხანგრძლივი ეფექტი;

• არ შეიცავს პარაბენს, კონსერვანტებს და არ აღიზიანებს ლორწოვანს.