სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა
თარიღი: 31/05/2019
სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ავტოპარკის სამედიცინო ეკიპირება პირადად გააცნო მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილს. 2 ავტომობილი ასპინძის, 2 - ახალქალაქის, ხოლო 1 - ნინოწმინდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში განაწილდება.
ევროსტანდარტების მიხედვით, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეც-მანქანებით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი. ავტოტრანსპორტი ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული და მისი საშუალებით, სამედიცინო დახმარების მიწოდება ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი, შეუფერხებლად განხორციელდება.
4 სპეც-მანქანა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ, ხოლო 1 - ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა.
მანქანების განაწილება რეგიონში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.