შაქრიანი დიაბეტი
დიაბეტის სკოლა – ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ უფასო ლექციას
თარიღი: 05/04/2017
იმ გლობალურ სამედიცინო პრობლემათაგან, რომლებიც დღეს მსოფლიოს აწუხებს, ერთ–ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა შაქრიანი დიაბეტი.
შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ქრონიკული ჰიპერგლიკემიით ანუ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატებით.
დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა – მსოფლიოში 380 მილიონი ადამიანია დაავადებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სერვისები ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. რეგულარულად ვაწარმოებთ უფასო კონსულტაციის აქციებს. ამჯერად კი ჩვენი კლინიკა გთავაზობთ დიაბეტის თემაზე ლექციას, რომელსაც გაუძღვება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი, სოფიო ფუტურიძე.
ლექციაზე დასწრება უფასოა.
თუ სურვილი გაქვთ, რომ დაესწროთ ლექციას, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ დაავადების სიმპტომების, მართვისა თუ მკურნალობის შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქოლ–ცენტრის ნომერზე 577119119 ან 202 25 25 და ჩაეწერეთ სტუმართა სიაში.
ლექციას უმასპინძლებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზი. ლექცია ჩატარდება შაბათს, 29 აპრილს 13:00 საათზე.
ლექცია წარიმართება კითხვა–პასუხის რეჟიმში, შესაბამისად, თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე მიიღებთ ექიმის კომპეტენტურ პასუხსა და რეკომენდაციას. მოგეხსენებათ, რომ დიაბეტიანთა მესამედს მდგომარეობის დასასტაბილურებლად დიეტაც ჰყოფნის. დიაბეტიანებს ეკრძალებათ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები. მენიუ მრავალფეროვანი უნდა იყოს, მაგრამ დაბალკალორიული. სწორედ დიეტოთერაპიაზე გავამახვილებთ ყურადღებას და სლაიდშოუს წყალობით, გაეცნობით რომელი პროდუქტი რა საფრთხეს გვიქმნის ან პირიქით, რომელია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. წარმოგიდგენთ პრაქტიკულ მაგალითებს – კონკრეტული პროდუქტი რა სასარგებლო ვიტამინებსა თუ მინერალებს შეიცავს და როგორ ხდება ამ პროდუქტების ნახშირწყლების დათვლა.
ამასთან, თქვენთვის მოვამზადებთ სპეციალურ კითხვარს. პასუხების შესაბამისად განვიხილავთ შკალას. კითხვარის მიხედვით (მოიცავს ასაკს, სხეულის მასის ინდექსს, ფიზიკური აქტივობის დონეს, გენეტიკას და სხვა), ლექციაზე ყველა სტუმრის მონაცემი ინდივიდუალურად შეფასდება.
ეს შკალა არის ერთგვარი დიაბეტის ტესტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ დაავადების პრევენცია.
ლექციაზე ქალბატონი სოფიო ფუტურიძე ისაუბრებს დიაბეტის სიმპტომების მართვის ხერხებზე.
ლექციის მიზანია, მოსახლეობაში ავამაღლოთ ცოდნა დიაბეტის შესახებ. ექიმი აგიხსნით თუ რა გართულება შეიძლება მოიტანოს დაავადებამ, როგორ იზრუნოთ დიაბეტით დაავადებულ ოჯახის წევრსა თუ მეგობარზე, როგორი ტიპის საკვები მოუმზადოთ და სხვა.
ლექციაზე თვალსაჩინოებისთვის წარმოდგენილი იქნება ფოტო და ვიდეო მასალა.
თუ გსურთ ლექციაზე დასწრება, გთხოვთ, დარეკოთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრის ნომერზე 577119119 ან 202 25 25. ლექციაზე დასასწრებად მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა. ლექციაზე დასწრება უფასოა!
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდამ თქვენს სამსახურში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!