1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე
თარიღი: 01/12/2017
„უფლება ჯანმრთელობაზე“
შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 2017 წლის გაეროს შიდსის პროგრამა (UNAIDS) ახორციელებს კამპანიას „უფლება ჯანმრთელობაზე“, რომლიც ხაზს უსვამს აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანები, ისევე როგორც შიდსის მაღალი რისკის ჯგუფების ფუნდამენტურ უფლებებს ხელი მიუწვდებოიდეთ ხარისხიან პრევენციულ და სამკურნალო მომსახურებებზე.
აღნიშნულ კამპანიას, უერთდება საქართველოც.
1 დეკემბერს - „შიდსის მსოფლიო დღე“-სთან დაკავშირებით
- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
- PTF-აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფი;
- გაეროს მიგრაციის სააგენტო,
- მსოფლიო ექიმები საფრანგეთი,
- გაეროს მოსახლეობის ფონდი
- ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი.
ახორციელებენ ღონისძიებათა სერიას „უფლება ჯანმრთელობაზე“, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცოდნისა და ცნობიერების დონის ამაღლებას აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებით, ისევე როგორც საზოგადოებრივი მიმღებლობის გაზრდას აივ დადებითი და შიდსით დაავადბებული ადამიანებისა და შიდსის მაღალი რისკის ჯგუფების მიმართ.
ღონისძიებები ტარდება პარასკევს 1 დეკემბერს, 17:00 - 21:00 სთ. შუალედში. შემდეგ მისამართზე: სასტუმრო/ჰოსტელი „ფაბრიკა“, ე.ნინოშვილის ქუჩა #8.
გამოფენა-გაყიდვა
ღონისძიების ჩატარების ადგილი: „ფაბრიკა“
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა #8
დრო: პარასკევი, 1 დეკემბერი, 17:00 - 21:00 სთ.
ღონისძიება მიზანდ ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლებას აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირბეულ საკითხებზე, ისევე როგორც საზოგადოებრივი მიმღებლობის გაზრდას აივ დადებითი ადამიანებისა და შიდსის მაღალირ რისკის ჯგუფების მიმართ.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ აივ დადებითი ადამიანებისა და მაღალი რისკის ჯგუფების (ნარკოტრიკების მომხმარებელი ადამიანები) სოციალური საწარმოები და არტ-თერაპიის ჯგუფები.
გამოფენის მიზანს წარმოადგენს დავანახოდ საზოგადოებას თუ რა საზოგადოებრივი სარგებლის მოტანა შეუძლიათ აივ დადებით ადამიანებსა და შიდსის მაღალი რისკის ჯგუფებს.
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ორგანიზაციები და სოციალური საწარმოები:
· შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი
· ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთა სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“
· ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთა სათემო ორგანიზაცია „ახალი გზა“
· ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა სათემო ორგანიზაცია „აკესო“
· C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა სათემო ორგანიზაცია „ჰეპა +“
· შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური საწარმო „ხის სახელოსნო სხივი“
· შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური საწარმო „კოდალა“
· ნარკოტიკების მომხმარებელთა ფსიქოთერაპიის სახლი "კამარა"
· ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთა სოციალური საწარმო „TG Promo”
· მიგრანტი და პოტენციური მიგრანტი ყოფილ ნარკომომხმარებელ პირობით მსჯავრდებულთა სოციალური საწარმო „პერსპექტივა“
· პირობით მსჯავრდებულთა სოციალური საწარმო „მწვანე ოჯახი“
· შემოქმედებითი განათლების სტუდია - Creative Education Studio
· Fashion house M.G.
· ასოციაცია ჰერა XXI
აივ/შიდსის მემორიალური გრაფიტის გახსნა
ღონისძიების ჩატარების ადგილი: „ფაბრიკა“
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა #8
დრო: პარასკევი, 1 დეკემბერი, 19:00 სთ.
დაგეგმილია წინასწარ მომზადებული გრაფიტის ცერემონიული გახსნა. გრაფიტი ეძღვნება აივ/შიდსის თემას და გამოხატავს სოლიდარობას აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ.
არაფორმალური მიღება
ღონისძიების ჩატარების ადგილი: „ფაბრიკა“
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა #8
დრო: პარასკევი, 1 დეკემბერი, 19:00 - 21:00 სთ.
ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ აივ/შიდსისა და გადამკვეთ სფეროებში მომუშავე სამთავრობო, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო სააგენტოების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია, მოწვეული სტუმრების მიმართვები, აივ/შიდსის სფეროში მიმდინარე მოვლენებთან, 2017 წელს შესრულებულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
სავარაუდო გამომსვლელები:
· დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
· შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
· საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
· გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი
· გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა
· ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
· გაეროს მიგრაციის სააგენტო
ღონისძიების ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ე.წ. ღია მიკროფონი, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო სექტორისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ მოწვეულ სტუმრებს.