Nuk
შიდსის სტატისტიკა
შიდსის სტატისტიკა


თარიღი: 17/05/2021

რელიზი-სტატისტიკა
2021 წლის 16 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8823 აივ ინფიცირებული პირი, 6587 – მამაკაცი, 2236 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4441 პაციენტს განუვითარდა, 1834 გარდაიცვალა.

16 მაისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  5517 (4897 + 620 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 44 (35 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:  35.7 %   (3153) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  49.6 %  (4378) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.4 %  (1091) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.3 %   (112) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %   (41) - სისხლის რეციპიენტია;  0.5 %   (48) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3305 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1197; შემდეგ იმერეთში 1058; აჭარაში 1006; აფხაზეთში (532); კახეთში (443) ქვემო ქართლში (499); შიდა ქართლში (327); გურიაში (187); სამცხე-ჯავახეთში (121) და ა.შ. 

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:  2014 წელს - 564; 2015 წელს - 717;   2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672, 2019 – 668;  2020 წელს – 530;

2021 წლის 16 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია – 191 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 187 ახალი შემთხვევა.

2021 წელს გარდაიცვალა 41  აივ ინფიცირებული.  2020 წ - 157, 2019წ - 116, 2018 წ. - 135, 2017  წ. - 127, 2016 წ. - 168,  2015 წ. - 94, 2014  წ. - 84 პირი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 119 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 72 - ვაჟი, 47 - გოგონა.  30  გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;