შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე
თარიღი: 20/05/2018
20 მაისს, 11.00 საათზე შიდსის ცენტრში შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და აივ/შიდსის საგანგაშო სტატისტიკასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასულ წელთან შედარებით აივ/შიდსის შემთხვევათა მაჩვენებელი გაზრდილია და 7000-ს გადააჭარბა.დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 7032 აივ/შიდსის მქონე ადამიანია რეგისტრირებული. თუმცა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად 11 000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია.
2018 წლის 20 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა, რაც 30 შემთხვევით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, მედიკოსები და ჟურნალისტები შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღის აღნიშვნის ფარგლებში ცაში წითელ ბუშტებს გაუშვებენ, რომლებზეც სიმბოლურად აღნიშნული იქნება გარდაცვლილი აივ ინფიცირებული პაციენტების სახელები.
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 1983 წლიდან, მაისის მესამე კვირას, უკვე 35 წელია აღინიშნება და წელს მისი დევიზია „გავიაზროთ ჩვენი წარსული და მოვემზადოთ მომავლისთვის“.
მისამართი: ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი. (ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია). ალ. ყაზბეგის #16, მე-8 კორპუსი, I სართული, საკონფერენციო დარბაზი.
საკონტაქტო პირი: გიორგი ბერიძე 577-100-830.