Plasmon
შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას შეუერთდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას შეუერთდნენ


თარიღი: 01/12/2022

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას შეუერთდნენ.

 

კამპანიის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ძალადობა გამოვლილ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს. შეხვედრაზე იმ გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ძალადობა გამოვლილ ქალებს აქვთ. ასევე, გაუზიარეს სახელმწიფო მხარდამჭერი სერვისების შესახებ ინფორმაცია.

 

შეხვედრის მონაწილე პირებს, ინფორმაცია მიეწოდათ მათი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ყურადღება გამახვილდა პრევენციულ ღონისძიებებზე. ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

 

ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო მომსახურებების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ, ხოლო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თაობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საინფორმაციო შეხვედრა ძალადობა გამოვლილ ქალებთან გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.