21 – 25 ოქტომბერს MMT ჰოსპიტალში ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, შტეფან მიულერი მიიღებს პაციენტებს
თბილისი, ლუბლიანას 5, მე-9 სართული
თარიღი: 21/10/2018
26-27 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება ონკოუროლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესი და საქართველოს ესტუმრებიან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვანი ონკოლოგები, უროლოგები, რადიოლოგები. კონგრესის ორგანიზატორია საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაცია. მთავარი სპონსორი კი გახლავთ MMT ჰოსპიტალი.
21 ოქტომბერს კი ჩვენს კლინიკას ეწვევა ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის უროლოგიური კლინიკის დირექტორი, გერმანიის უროლოგთა საზოგადოების ექს-პრეზიდენტი, პროფესორი, შტეფან მიულერი, რომელიც ნებისმიერი უროლოგიური პათოლოგიის, მათ შორის ონკოუროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს გაუწევს კონსულტაციას და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარებს ოპერაციებს.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს ჩვენი კლინიკის ქეის-მენეჯერს, წინასწარ გაიაროს კონსულტაცია ბატონ გურამ ქარაზანაშვილთან. მომზადდება პაციენტის ისტორია, საჭიროების შემთხვევაში კვლევის შედეგები გაეგზავნება პროფესორ მიულერს გერმანიაში და პაციენტი მომზადდება საოპერაციოდ მისი ჩამოსვლის პერიოდისთვის.
დარეკეკეთ:
ტელ: 032 2 23 40 23; 571311155
ჩვენი მისამარათია: ლუბლიანას 5, მე-9 სართული