Plasmon
რამ გამოიწვია საბავშვო ფორმულას დეფიციტი აშშ-ში?
რამ გამოიწვია საბავშვო ფორმულას დეფიციტი აშშ-ში?


თარიღი: 25/05/2022

Abbot-ის ლაბორატორიამ, რომელიც საბავშვო ფორმულის, მათ შორის Similac-ის უმსხვილესი მწარმოებელია, მიჩიგანში დროებით წარმოება შეაჩერა.

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 4 მომხმარებლის საჩივარი განიხილა. ჩვილები სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიით დაავადდნენ, რასაც 2 მათგანის გარდაცვალება მოჰყვა. 4-ივე ბავშვი Abbot-ის მიერ მიჩიგანში წარმოებული ფორმულით იკვებებოდა. BBC-ის ცნობით, საბავშვო რძის დაბინძურება ქარხანაში არსებულმა არასათანადო ჰიგიენურმა პირობებმა გამოიწვია.

Abbot-ი აცხადებს, რომ ახალშობილების დაავადებას მათ საკვებთან კავშირი არ აქვს, თუმცა აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ საწარმოო ნიმუშების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ინფექცია, რომლითაც ახალშობილები დაავადდნენ, შეესაბამება მიჩიგანის საწარმოში აღმოჩენილი ბაქტერიის ტიპს.

კომპანია Abbot-მა Similac-ის, EleCare-ისა და Alimentum-ის პროდუქიის დიდი ნაწილი უკან გაიწვია, რამაც კოვიდის დროს არსებული დეფიციტი კიდევ უფრო გაამძაფრა.

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია მოუწოდებს მშობლებს, რომ აღნიშნული ფომულის გამოყენების დროს ყურადღებით დააკვირდნენ ბავშვებს და ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.