Plasmon
სტიქიის ზონაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და რეანომობილია მობილიზებული
სტიქიის ზონაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და რეანომობილია მობილიზებული

ბორჯომში, სტიქიის ზონაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩავიდა. ის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
თარიღი: 22/08/2017

სტიქიის ზონაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და რეანომობილია მობილიზებული

ბორჯომში, სტიქიის ზონაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩავიდა. ის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, თუმცა არებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა. სოფელ დაბაში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და რეანომობილის ეკიპაჟები. ამ დრომდე მედპერსონალის დახმარების საჭიროება არ დამდგარა.