Plasmon
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელის ვერა ლუიზა დე კოსტა ე სილვას ვიზიტი ცენტრში
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელის ვერა ლუიზა დე კოსტა ე სილვას ვიზიტი ცენტრში

27-28 თებერვალს საქართველოში ვიზიტით იმყოფება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა ლუიზა დე კოსტა ე სილვა
თარიღი: 28/02/2018

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელის ვერა ლუიზა დე კოსტა ე სილვას ვიზიტი ცენტრში

27-28 თებერვალს საქართველოში ვიზიტით იმყოფება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა ლუიზა დე კოსტა ე სილვა. დელეგაციაში ასევე შედიან სამდივნოსა და გაერო-ს განვითარების ფონდის წარმომადგენლები. ვიზიტის ძირითადი მიზანია მხარი დაუჭირონ საქართველოში თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიზნით მიმდინარე პროცესებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო სექტორთან.

27 თებერვალს შეხვედრა გაიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. შეხვედრაზე განხილულ იქნა WHO FCTC სამდივნოს მიერ ინიცირებული ახალი პროექტი „FCTC 2030-საქართველო“, რომელსაც კონვენციის სამდივნო დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ მიღებული ფინანსური დახმარებითა და გაეროს განვითარების პროგრამასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს კონვენციის წევრ დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში კონვენციის განხორციელების გაძლიერების გზით. პროექტის ხანგრძლივობაა 2017 – 2021 წლები.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა „FCTC 2030-საქართველო“ პროექტის ფარგლებში გაეროს განვითარების ფონდისა და ჯანმო-ს ერთობლივი შეფასების ე.წ. „საინვესტიციო შემთხვევის“ საკითხები. „საინვესტიციო შემთხვევა“ გულისხმობს გაეროს განვითარების პროგრამის, ჯანმო-ს საერთაშორისო ექსპერტებისა და გაეროს ქვეყნის გუნდის მონაწილეობით ქვეყნის დონეზე მონაცემების შეგროვებას და თამბაქოს ეკონომიკური ტვირთის განსაზღვრას, მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის ფარგლებში პრიორიტეტული ინტერვენციების განხორციელების უპირატესობების გამოვლენას, ისევე როგორც უმოქმედობის ხარჯის შეფასებას. „საინვესტიციო შემთხვა“ გაეროს განვითარების პროგრამის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მთავრობის სხვა უწყებების მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა.