პრეზენტაცია თორაკოსკოპიული ქირურგიის როლზე ფილტვებისა და შუასაყრის პათლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში
პრეზენტაცია თორაკოსკოპიული ქირურგიის როლზე ფილტვებისა და შუასაყრის პათლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში
კონსილიუმ მედულას კლინიკის ექიმების გუნდმა საერთაშორისო კონგრესზე კოლეგებს თორაკასკოპიულ ქირურგიაში მიღწეული წარმატებების შესახებ მოახსენა
თარიღი: 09/07/2018
კონსილიუმ მედულას კლინიკის ექიმების გუნდმა საერთაშორისო კონგრესზე კოლეგებს თორაკასკოპიულ ქირურგიაში მიღწეული წარმატებების შესახებ მოახსენა.
გასულ კვირაში, ბათუმში გამართულ საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესზე “კონსილიუმ მედულას’” წამყვანმა ქირურგმა ზურაბ ზედგინიძემ წარადგინა პრეზენტაცია თორაკოსკოპიული ქირურგიის როლზე ფილტვებისა და შუასაყრის პათლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
თორაკოსკოპია, ანუ გულმკერდის არეში დამზოგველი, ე.წ. უსისხლო ოპერაცია, კლინიკაში 4 წლის წინ, თორაკალურმა ქირურგმა, პროფესორმა დავით გიორგაძემ დანერგა.