Plasmon
ტუბერკულოზის ცენტრი ევროპული კვლევების კლასტერული ცენტრების რეესტრში გაწევრიანდა
ტუბერკულოზის ცენტრი ევროპული კვლევების კლასტერული ცენტრების რეესტრში გაწევრიანდა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დავადებათა ეროვნულ ცენტრს კლასტერული ანალიზისთვის ევროპული სამდივნოს (Euroepan Secretariat for Cluster Analysis - ESCA)სერტიფიკატი მიენიჭა.
თარიღი: 05/12/2017

ტუბერკულოზის ცენტრი ევროპული კვლევების კლასტერული ცენტრების რეესტრში გაწევრიანდა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დავადებათა ეროვნულ ცენტრს კლასტერული ანალიზისთვის ევროპული სამდივნოს (Euroepan Secretariat for Cluster Analysis - ESCA)სერტიფიკატი მიენიჭა. 

საქართველოში ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2014 წლის ნოემბერში  შეაფასა. შეფასების ერთ-ერთ პრიორიტეტად განვითარებული ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობით ბიოსამედიცინო კვლევების მიმართულებით მუშაობა და შემდგომი განვითარება  განისაზღვრა. მისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრმა  სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი დააარსა. თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა წამყვან  ევროპულ და ამერიკულ  ინსტიტუტებთან და ფონდებთან. უცხოელ პარტიორებთან თანამშრომლობით განხორციელდა და მიმდინარეობს 42 სამეცნიერო კვლევითი პროექტი, მათ შორის ხუთი საერთაშორისო მულტიცენტრული კლინიკური კვლევა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომელთა ავტორობით ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში 47 ნაშრომი დაიბეჭდა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელშეწყობით, დაიგეგმა და მომზადდა ტუბერკულოზის ცენტრის განაცხადი Euroepan Secretariat for Cluster Analysis (ESCA)-ისთვის ევროპული კლასტერული ორგანიზაციების წევრობაზე.

2017 წლისათვის  მსოფლიოში ჯანდაცვისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებების კუთხით „კლასტერული ორგანიზაციების პლატფორმაზე“ წარმატებით დარეგისტრირდა 72 ორგანიზაცია, მათ შორის 13 გერმანიაში, 8 დანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში. 

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა ამ დრომდე ერთადერთი სამედიცინო სამეცნიერო-კვლევითი კლასტერია, რომელმაც ESCA აღიარება მოიპოვა.  

სერტიფიკატის მოპოვება ცენტრს იგივე სფეროში დარეგისტრირებულ ევროპულ კლასტერულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ერთობლივი პროგრამების, სამეცნიერო პროექტების შემუშავებისა და Horizon 2020-ის მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს.