ზურაბ აზარაშვილი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა
თარიღი: 25/03/2022
ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა.
ზურაბ აზარაშვილმა კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა. შემდეგ კი, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან და ცენტრის ხელმძღვანელ ზაზა ავალიანთან ერთად, მიმდინარე გამოწვევები განიხილა. ასევე გაეცნო განვითარების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებს. ტუბერკულოზთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად, მინისტრმა გამწვანების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურებს, სახელმწიფო, სრულად აფინანსებს.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოში, ტუბერკულოზით ავადობის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმამდეა დასული - დღეს, ეს დიაგნოზი 1643 პაციენტს აქვს.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრი საერთაშორისო სტანდარტების, უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილ შენობებშია განთავსებული. კლინიკა გათვლილია 250 საწოლზე და ჰყავს 400-მდე სამედიცინო პერსონალი. ცენტრს, ასევე აქვს ჟანგბადის ქარხანა, თანამედროვე რეფერალური და მოძრავი ლაბორატორიები. მინიჭებული აქვს ISO ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი.
24 მარტს, მსოფლიო, ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს, 1982 წლიდან აღნიშნავს. მთავარი მიზანი ამ დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სტიგმის დაძლევაა.