Plasmon
ზურაბ აზარაშვილი „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში ექიმებს შეხვდა
ზურაბ აზარაშვილი „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში ექიმებს შეხვდა


თარიღი: 11/07/2023

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, მორიგი შეხვედრა გამართა. მხარეებმა, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. იმსჯელეს სამედიცინო განათლების ხარისხის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების გადაწყვეტილებით, უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
მხარეებმა სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხიც განიხილეს, ასევე, შეაჯამეს დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის შედეგები. ყურადღება გამახვილდა, კლინიკებში შიდა ჰოსპიტალური ინფექციების კონტროლის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.
„მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ათვისების ვადის ორ თვემდე გახანგრძლივებას.
ექიმებმა სამედიცინო პერსონალის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების საკითხიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულთა მოტივაციასა და პროდუქტიულობის გაზრდას.
„მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, ექიმებთან მორიგი შეხვდა ორ თვეში გაიმართება.