მშრალი და დაზიანებული თმის სამკურნალოდ
ვეგანური
შვრიის დამცავი, აღმდგენი და სტრუქტურის მომაწესრიგებელი თვისებები თმის სტრუქტურის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. თმა თავის ბუნებრივ სიგლუვეს და მოქნილობას იბრუნებს. ბიოლოგიური ჟოჟობას, ქოქოსის,ქაცვის ზეთი და კარაქის ხის ცხიმი თმას კვებავს და აძლიერებს ისე, რომ არ ამძიმებს მას. მდიდარი შემადგენლობის კომპოზიცია თმაში ტენის შემცველობას აბალანსებს, მშრალ და დაზიანებულ თმას მოქნილობას უბრუნებს და მის გარშემო დამცავ გარსს ქმნის.
გამოყენება კვირაში 1-2-ჯერ დაბანის წინ შეიზილეთ ნოტიო თმაში, 5-10 წუთის განმავლობაში დააყოვნეთ და ჩამოიბანეთ.
შემადგენლობა (სრული დეკლარაცია): წყალი, ცხიმოვანი სპირტები (ცეტეარილის სპირტი, ბეჰენილის სპირტი), სპირტი, ცხიმმჟავა გლიცერიდები (გლიცერილ სტეარატ ციტრატი, გლიცერილ სტეარატი), მწვანე შვრიის ექსტრაქტი, ცხიმმჟავას ეთერი (იზოამილ ლაურატი), პიროგლუტამინმჟავას ეთერი (პიროგლუტამინმჟავას გლიცერილ ოლეატი), ჟოჟობას ზეთი, კარაქის ხის ცხიმი, ქოქოსის ზეთი, ქაცვის ზეთი, კარაგენანი, სამფერა იის ექსტრაქტი.