Plasmon
მზისგან დამცავი ზეთი მდფ 30+ - ავენი / HIGH PROTECTION SUN CARE OIL SPF30 – Avene
  • აღწერა: ულტრა ფართო სპექტრის მზისგან დამცავი ზეთი
  • მოცულობა: 200 მლ
  • დანიშნულება: მგრძნობიარე კანის მოვლის საშუალებები; მზისგან დამცავი და გასარუჯი საშუალებები

აღწერა: ულტრა ფართო სპექტრის მზისგან დამცავი ზეთი სხეულის მგრძნობიარე კანისთვის.

 

დანიშნულება: მზისგან დამცავი და გასარუჯი საშუალებები სხეულის მგრძნობიარე კანისთვის.

 

სასიამოვნო ტექსტურის მქონე მზისგან დამცავი ზეთი სპეციალურად შექმნილია ყველა ტიპის მგრძნობიარე კანისთვის, რომელსაც უწევს მზეზე ყოფნა. ხელს უწყობს რუჯის მიღებას და მის ხანგრძლივად შენარჩუნებას.

ზეთი იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან პიერ ფაბრის ლაბორატორიაში შექმნილი ექსკლუზიური ფორმულების წყალობით.

• მისი ფოტოდამცავი კომპლექსი  ოპტიმიზირებული, მდგრადი და ეფექტურია ხანგრძლივი დროის მანძილზე. ის იცავს კანს UVB და აგრეთვე UVA გრძელი და მოკლე გამოსხივებისგან.

• პრეტოკოფერილი, რომელიც არის E ვიტამინის წინამორბედი და ძლიერი ანტი ოქსიდანტი, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

• ავენის თერმული წყალი განაპირობებს მის დამამშვიდებელ და გაღიზიანების საწინააღმდეგო თვისებებს.

მისი მსუბუქი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება და შეუმჩნევლია კანზე. 

ის ძლიერ წყალმდეგია. არის ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური.

 

გამოყენება: 

წაისვით კანზე მზეზე გასვლის წინ საკმარისი რაოდენობა 20-30 წუთით ადრე და პერიოდულად განაახლეთ მისი წასმა.

მოერიდეთ პროდუქტის თვალში მოხვედრას.

შექმნილია ალერგიული რეაქციების რისკის შესამცირებლად - არაკომედოგენური.

დაწვრილებით: 
https://iciparis.ge/ge/products/search/2427-high-protection-sun-care-oil