ნორმალური და მშრალი კანისთვის
რეკომენდებულია 18+ გოგონებისთვის
ზამბახის ღამის მსუყე კრემი კანს დაკარგულ ტენს უბრუნებს და ღამის განმავლობაში უჯრედების განახლებასა და დამცავი გარსის აღდგენას უწყობს ხელს. ზამბახის ფესურის ექსტრაქტი ხანგრძლივად ატენიანებს კანს. ჟოჟობას ზეთი, კარაქის ხის თესლის ცხიმი, კაკაოს ცხიმი მკვებავი ნივთიერებებით ამარაგებს და გამოშრობისგან იცავს კანს. გვირილის, კალენდულას და ჰამამელისის ექსტრაქტები ამშვიდებს და წმენდს კანს. დილით სახე დასვენებული, მკვრივი და გადატკეცილა. რეკომენდებულია თვალის გარშემო კანის მოსავლელადაც.
შემადგენლობა: წყალი, ნუშის ზეთი, სპირტი, კარაქის ხის თესლის ცხიმი, კაკაოს ცხიმი, ცხიმმჟავა გლიცერიდი, გლიცერინი, ფუტკრის ცვილის ჰიდროლიზატი, ზამბახის ფესურის ექსტრაქტი, გვირილისა და კალენდულას ყვავილის ექსტრაქტები, თიხამიწა, ქსანთანი, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი.
ზამბახის სახის მოვლის პროდუქტების სერია ისე ინახავს ტენს კანში, როგორც ზამბახი ინახავს ტენს თავის ფესურაში.
ახალგაზრდა კანის მოვლის მთავარი პრინციპია ჯანმრთელი კანის დაცვა, დატენიანება და გადაჭარბებული მგრძნობელობის დამშვიდება. ამ ასაკში კანის ფუნქციებს ჯერ არ განუცდია ასაკობრივი ცვლილებები, მაგრამ ის ვეღარ ივიწყებს მისთვის მიყენებულ ზიანს (მზე, სოლარიუმი, თამბაქო, ალკოჰოლი, ძილის ნაკლებობა) და არასწორი მოვლის შემთხვევაში ნაადრევად იწყებს დაბერებას. ასეთ დროს ფრთხილად უნდა შეარჩიოთ გამწმენდი საშვალებები და ისეთი კრემი გამოიყენოთ, რომელიც დაიცავს და ტენიანობას შეუნარჩუნებს კანს.
ზამბახი მთელი წლის მანძილზე მიღებულ ზედმეტ ტენს თავის ფესურაში ინახავს. მას გამორჩეული უნარი აქვს, შეიწოვოს და შეინახოს წყალი, არეგულიროს ტენი ისე, როგორც ამას ჯანსაღი კანი აკეთებს. მცენარეული ზეთები და ბუნებრივი ცვილები კანის დაცვას უზრუნველყოფს. შედეგად კანში ცხიმებისა და ტენის შემცველობა ბუნებრივ წონასწორობაში მოდის. ეს კი ჯანმრთელი კანის