Plasmon
ზამბახის დღის კრემი - ველედა / Iris Erfrischende Tagespflege
  • აღწერა: ნორმალური და მშრალი კანისთვის
  • მოცულობა: 30 გრ
  • დანიშნულება: ნორმალური ტიპის კანის მოვლის საშუალებები

ნორმალური და მშრალი კანისთვის

ზამბახის დღის მსუყე კრემი დღის განმავლობაში გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს და  ატენიანებს კანს. ჟოჟობას ზეთი, კარაქის ხის თესლის ცხიმი, კაკაოს ცხიმი მკვებავი ნივთიერებებით ამარაგებს კანს. ჰამამელისის და ზამბახის ფესურის ექსტრაქტი ამშვიდებს და ტენიანობას უნარჩუნებს,  ფუტკრის ცვილი კანის დამცავი ბარიერის გაძლიერებას უწყობს ხელს.

შემადგენლობა: წყალი, ჟოჟობას ზეთი, ჰამამელისის დისტილატი, სპირ­ტი, გლიცერინი, კარაქის ხის თესლის ცხიმი, კაკაოს ცხიმი, თიხამიწა, ლიზო­ლეციტინი, ფუტკრის ცვილი, ფუტკრის ცვილის ჰიდროლიზატი, ზამბახის ფე­სურის ექსტრაქტი, ქსანთანი, ბუნებრი­ვი ეთერზეთების ნარევი.

ზამბახის სახის მოვლის პროდუქტების სერია ისე ინახავს ტენს კანში, როგორც ზამბახი ინახავს ტენს თავის ფესურაში.

ახალგაზრდა კანის მოვლის მთავარი პრინციპია ჯანმრთელი კანის დაცვა, დატენიანება და გადაჭარბებული მგრძნობელობის დამშვიდება. ამ ასაკში კანის ფუნქციებს ჯერ არ განუცდია ასაკობრივი ცვლილებები, მაგრამ ის ვეღარ ივიწყებს მისთვის მიყენებულ ზიანს (მზე, სოლარიუმი, თამბაქო, ალკოჰოლი, ძილის ნაკლებობა) და არასწორი მოვლის შემთხვევაში ნაადრევად იწყებს დაბერებას. ასეთ დროს ფრთხილად უნდა შეარჩიოთ გამწმენდი საშვალებები და ისეთი კრემი გამოიყენოთ, რომელიც დაიცავს და ტენიანობას შეუნარჩუნებს კანს.

ზამბახი მთელი წლის მანძილზე მიღებულ ზედმეტ ტენს თავის ფესურაში ინახავს. მას გამორჩეული უნარი აქვს, შეიწოვოს და შეინახოს წყალი, არეგულიროს ტენი ისე, როგორც ამას ჯანსაღი კანი აკეთებს. მცენარეული ზეთები და ბუნებრივი ცვილები კანის დაცვას უზრუნველყოფს. შედეგად კანში ცხიმებისა და ტენის შემცველობა ბუნებრივ წონასწორობაში მოდის. ეს კი ჯანმრთელი კანის

სად შევიძინოთ?