შინაგანი და გარეგანი აგრესიული ფაქტორების მუდმივი ან პერიოდული მოქმედება კანზე იწვევს მისი მგრძნობელობის მომატებას, რის შედეგადაც კანი კარგავს ჯანსაღ იერს და მიმზიდველობას.
ეს ფაქტორები შეიძლება იყოს:
• სტრესი, გადაღლილობა
• ჭუჭყი, მშრალი კლიმატი, ხისტი წყალი
• უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები, უხეში გამწმენდები
შედეგად კანი ხდება დაჭიმული, წითლდება და იწყება ქავილი. ამ შემთხვევაში კანს სჭირდება არააგრესიული ძალიან ნაზი გამწმენდი რომელიც აღადგენს მის ბალანსს.
სწორედ ასეთი გამწმენდი – ლოსიონ მიცელარი იქნა შექმნილი პიერ ფაბრის ლაბორატორიაში.
• შეიცავს დიდი რაოდენობით თერმულ წყალს, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
• შეიცავს ძალიან ნაზ გამწმენდ ინგრედიენტებს რომელიც ფაქიზად აშორებს ჭუჭყს და მაკიაჟს სახიდან, თვალიდან და ტუჩიდან.
• მისი ფორმულა შეიცავს გასუფთავებულ და მსუბუქ ინგრედიენტებს, რაც ანიჭებს კანს კომფორტს სინაზეს და ელასტიკურობას
შემადგენლობა: ავენის თერმული წყალი 96%, ალფა-ბისაბოლოლი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ნაზი გამწმენდი ბაზა (სურფაქტანტი).
გამოყენება: გაიწმინდეთ ბამბის ტამპონით სახე, თვალები ტუჩები და ყელი. შემდეგ შეისხურეთ თერმული წყალი.