არაპარფიუმირებული
ნებისმიერი ასაკის მშრალი, მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანისთვის
ნუშის დღისა და ღამის კრემი კვებავს და ამშვიდებს მშრალ და მგძნობიარე კანს. ნუშისა და ქლიავის ზეთები კანის ბუნებრივი დამცავი გარსის სტაბილიზაციას უწყობს ხელს. სიწითლისკენ მიდრეკილ, გაღიზიანებულ, ალერგიულ კანს ამშვიდებს და დაძაბულობის შეგრძნებას უმსუბუქებს. ველედას ნუშის სერიის კრემები არ არის პარფიუმირებული და მხოლოდ მცირე რაოდენობის, სპეციალურად მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის შერჩეულ ინგრედიენტებს შეიცავს. ნუშის კრემის გამოყენება რეკომენდებულია ნებისმიერ ასაკში მგძნობიარე და ალერგიული კანის მოსავლელად. ასევე ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. თუ ნუშის მკვებავი კრემი თქვენთვის ზედმეტად ცხიმიანია, სცადეთ ნუშის დამატენიანებელი კრემი.
შემადგენლობა: წყალი, ნუშის ზეთი, სპირტი, ცხიმმჟავა გლიცერიდი, ფუტკრის ცვილის ჰიდროლიზატი, ქლიავის თესლის ზეთი, გლიცერინი, ქსანთანი, რძემჟავა.
ნუშის ზეთი მდიდარია B და E ვიტამინებით, უჯერი ცხიმმჟავებით(ოლეინმჟავა _ 70-80%, ლინოლმჟავა _ დაახლ. 15%), კალციუმითა და მაგნიუმით.