ველედას სალბის რბილი ბალზამი პირის ღრუს რეგულარული კომპლექსური მოსავლელი საშუალებაა. ის ღრძილებს ამაგრებს და სისხლდენასა და ანთებითი კერების წარმოქმნას უშლის ხელს. სალბისა და გვირილის ექსტრაქტები მგრძნობიარე ღრძილების რეგენერაციას და გაჯანსაღებას უწყობს ხელს. რათანიას ფესვის ექსტრაქტი ამაგრებს ღრძილებს და ამცირებს სისხლდენას. ბუნებრივი ეთერზეთები პირის ღრუში სასიამოვნო სიგრილისა და სისუფთავის შეგრძნებას ტოვებს.
გამოყენება: სალბის ბალზამი კბილების ყოველი გაწმენდის შემდეგ 1-2 წუთის განმავლობაში ფრთხილად შეიზილეთ ღრძილებში რბილი ჯაგრისით ან თითით. 15 წუთის განმავლობაში არ გამოივლოთ წყალი და არ მიიღოთ საკვები. პროტეზით გაღიზიანებული ღრძილებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მოსავლელად, გაწმენდილ პროტეზს მოხმარების წინ თხლად წაუსვით ბალზამი.
შემადგენლობა: წყალი, სპირტი, გლიცერინი, ქსანთანი, სალბის ფოთლის, გვირილის ყვავილის, რათანიას ფესვის და მურის ექსტრაქტები, ცხენისწაბლის ქერქის ექსტრაქტი ***, ფლუორიტის*, ვერცხლი** და კიზერიტი** ძლიერ განზავებული ფორმით. ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი(ლიმონენი, ლინალოლი)