Plasmon
ზეთი ორსულებისთვის - ველედა / Schwangerschafts-Pflegeöl
  • აღწერა: ორსულთა სხეულის მოსავლელი ზეთი
  • მოცულობა:
  • დანიშნულება: ნაწიბურების საწინააღმდეგო საშუალება

სტრიების საწინააღმდეგ ორსულთა ზეთი

ვეგანური

ხელს უშლის სტრიების გაჩენას, აუფერულებს ახლად გაჩენილ სტრიებს, კვებავს და ელასტიურობას მატებს კანს.

ორსულთა კანის მოსავლელი ზეთი მსუბუქად შეიზილეთ მუცლის, თეძოების და მკერდის არეში. ნუშის რბილი ზეთის, ჟოჟობას და E ვიტამინით მდიდარი ხორბლის ჩანასახის ზეთი არნიკას ყვავილის ზეთოვან ექსტრაქტთან ერთად კვებავს და ელასტიურობას მატებს კანს. ამშვიდებს მოჭიმულ და დაძაბულ კანს და ამცირებს ქავილის შეგრძნებას. მშრალი და პრობლემური კანის შემთხვევაში ზეთის გამოყენება უმჯობესია ორსულობის პირველი თვიდან დაიწყოთ და მშობიარობის შემდეგ გააგრძელოთ. ზეთი შეგიძლიათ მკერდის არეში ძუძუთი კვების დროსაც გამოიყენოთ. ახლად წარმოქმნილი წითელი სტრიების შემთხვევაში ზეთის რეგულარული გამოყენება მსუბუქი მასაჟით, საგრძნობლად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

ზეთი რეკომენდებულია გარდამავალი ასაკის გოგონება და ბიჭებისათვის კანის ასაკობრივი ცვლილებების დროს გაჩენილი სტრიების მოსავლელად, ასევე სხვადასხვა ასაკში წონის ხშირი ცვალებადობის დროს მოდუნებული და ნახეთქებიანი კანის მოსავლელად.

 

შემადგენლობა: ტკბილი ნუშის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ხორბლის ღივის ზეთი, არნიკას ყვავილის ფურცლების ექსტარქტი, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი*: ლიმონენი*, ლინალოოლი*, ციტრონელოლი*, გერანიოლი*, ციტრალი*, ევგენოლი*, ფარნეზოლი* ცხიმების შემცველობა: 99,0%

გრძელვადიანმა დერმატოლოგიურმა ანალიზმა დაადასტურა პროდუქტის მაღალი ეფექტურობა სტრიების პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე ახლად გაჩენილი წითელი სტრიების შემთხვევაში.დაიწყეთ სტრიების საწინააღმდეგო ზეთის და ტანის კარაქის გამოყენება ორსულობის პირველივე თვიდან და განაგრძეთ ლაქტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ კიდევ სამი თვის განმავლობაში.

სტრიების საწინააღმდეგო ეს ორი პროდუქტი შეარჩიეთ თქვენი სურვილის მიხედვით. ორსულთა ზეთი უმჯობესია ნოტიო კანზე წაისვათ და მსუბუქი ხანგრძლივი მასაჟით შეიზილოთ.  ტანის კარაქი ასევე წრიული მოძრაობით უნდა შეიზილოთ და უფრო სწრაფად შეიწოვება ვიდრე ზეთი. კანის მოვლისთვის იდეალური იქნება საღამოს ან იმ დღეებში როცა სახლში ხართ ზეთი გამოიყენოთ. დილას კი, როცა სწრაფად გჭირდებათ   ჩაცმა და სახლიდან გასვლა, ტანის კარაქი.

სად შევიძინოთ?