Plasmon
სქინფუდი - ველედა / Skin Food
  • აღწერა: ინტენსიური მოვლა და კვება ძალიან მშრალი კანისთვის
  • მოცულობა: 75 მლ
  • დანიშნულება: მშრალი და ძალიან მშრალი კანის მოვლის საშუალებები; დამატენიანებელი საშუალებები; ტანის მოვლა

ინტენსიური მოვლა და კვება ძალიან მშრალი კანისთვის

1926 წელს შექმნილი ველედას ლეგენდარული სახისა და ტანის მოსავლელინ ფუდი განსაკუთრებული სიმშრალის დროს გამოიყენება. მცენარეული ზეთებისა და ცვილების მდიდარი შემადგენლობა /ფუტკრის ცვილი, მატყლის ცვილი, შის კარაქი,  მზესუმზირას თესლის ზეთი /  უხეშ, აქერცლილ და მშრალ კანს კვებავს, არბილებს და შვებას აძლევს მოჭიმულ კანს. როზმარინის ექსტრაქტი აცოცხლებს და ტონუსს აძლევს სიმშრალისგან გაუფერულებულ კანს. ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო გვირილას და კალენდულას ექსტრაქტები ადვილად გაღიზიანებად მშრალ კანს ამშვიდებს, წმენდს და რეგენერაციას უწყობს ხელს. ბიოლოგიური იაჟუჟნას /სამფერა ია/ტრადიციული სამკურნალო საშუალებაა დაზიანებული, დამსკდარი კანის მოსავლელად. ამცირებს ქავილის შეგრძნებას, აგრილებს და ატენიანებს კანს.

სქინფუდი უნივერსალური კრემია მთელი ოჯახისთვის. ტენდენციური სიმშრალის გარდა მისი გამოყენება შეგიძლიათ მზისგან დამწვარი და გაუხეშებული კანის აღსადგენად, პროფესიული მაკიაჟის ხშირი გამოყენების შედეგად დაზიანებული კანის მოსავლელად ან მაკიაჟის საფუძვლად, აკნეს მკურნალობის შემდეგ გამომშრალი, ლაქებიანი და დაზიანებული კანის სამკურნალოდ, ბატონების შემდეგ დარჩენილი ფუფხების დასარბილებლად, სხვადასხა სამკურნალო პროცედურებისა თუ მედიკამენტებისგან გამოფიტული კანის აღსადგენად.

შემადგენლობა: მზესუმზირის ზეთი, მატყლის ცვილი, ნუშის ზეთი, თაფლის სანთელი, სპირ­ტი, ცხიმმჟავგლიცერიდი, თაფ­ლის სანთლის ჰიდროლიზატი, წყალი, როზმარინის, სამფერა იას, გვირილასა და კალენდულას გამონაწვლილი, ნატურალური ეთერზეთების ნარევი, ხოლეს­ტერინი.

 

სად შევიძინოთ?