მშრალი კანისთვის
სკინ ფუდი - ტანის თხელი კრემი ადვილად ნაწილდება კანზე, სწრაფად შეიწოვება და კანზე ცხიმიან აპკს არ ტოვებს. წასმისთანავე შვებას აძლევს მოჭიმულ, მშრალ კანს. მზესუმზირას ზეთისა და შის ცხიმის დაბალანსებული ნაზავი დამცავი ბარიერის გაძლიერებას უწყობს ხელს, ინტენსიურად კვებავს და ატენიანებს მშრალ კანს. ბიოლოგიური იაჟუჟუნა/სამფერა ია/ტრადიციული სამკურნალო საშუალებაა დაზიანებული, დამსკდარი კანის მოსავლელად. ამცირებს ქავილის შეგრძნებას, აგრილებს და ატენიანებს კანს. როზმარინის ექსტრაქტი აცოცხლებს და ტონუსს აძლევს სიმშრალისგან გაუფერულებულ კანს. ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო გვირილას და კალენდულას ექსტრაქტები ადვილად გაღიზიანებად მშრალ კანს ამშვიდებს, წმენდს და რეგენერაციას უწყობს ხელს.
შემადგენლობა: წყალი, მზესუმზირას თესლის ზეთი, კაპრილის/კაპრინის ტრიგლიცერიდი, გლიცერინი, ალისარჩულის თესლის ზეთი, სპირტი, გლიცერილ სტეარატ ციტრატი, ბეტაინი, შის ცხიმი, ტაპიოკას სახამებელი, სტეარინმჟავა, პალმიტინმჟავა, სორბიტან ოლივატი, როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი, გვირილის ყვავილის ექსტრაქტი, იაჟუჟუნას ექსტრაქტი, კალენდულას ყვავილის ექსტრაქტი, ქსანთანის გუმფისი, ტოკოფეროლი, რძემჟავა, გლიცერილ კაპრილატი, სურნელი, ლიმონენი*, ლინალოოლი*, ბენზილ ბენზოატი*, ბენზილ ცინამატი*, გერანიოლი*