აღწერა: ულტრა ფართო სპექტრის მზისგან დამცავი ტონირებული ფლუიდი მგრძნობიარე, ნორმალური, კომბინირებული, ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანისთვის.
დანიშნულება: მზისგან დამცავი შეფერილი საშუალებები ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.
ავენის ეს განახლებული პროდუქტი შეიცავს ულტრა ფართო სპექტრის მზისგან დამცავ ფილტრს - ტრიასორბს (TriAsorB ™), რომელიც იცავს კანს ულტრაიისფერი და დაბერების პროცესის გამომწვევი ლურჯი გამოსხივებისგან (მაღალი სიხშირის ხილული გამოსხივება)
ეს არის უაღრესად უსაფრთხო ფილტრაციის სისტემა, რომელიც ასევე იცავს საზღვაო ბიომრავალფეროვნებას. მრავალრიცხოვანმა ტესტებმა დაამტკიცა მისი არატოქსიკურობა საზღვაო ბიომრავალფეროვნების სამი ძირითადი სახეობისთვის: მარჯანი, ფიტოპლანქტონი და ზოოპლანქტონი.
მზისგან დამცავი ტონირებული ფლუიდი იდეალურია სახის მგრძნობიარე ნორმალური და კომბინირებული კანისთვის, არის შეფერილი და ყველა ფერის კანზეა ადაპტირებული. მისი მსუბუქი ტექსტურა შეიწოვება 3 წამში, არ ტოვებს ლაქებს, არ პრიალებს კანზე წასმისას და საუკეთესო ბაზაა ყოველდღიური მაკიაჟისთვის. მისი ფორმულა არის წყალგამძლე და აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება.
გამოყენება:
გამოუშვით ფლუიდი ტუბიდან 1 თითის სიგრძის ოდენობით და დაიტანეთ კანზე მზეზე გასვლის წინ რამდენიმე წუთით ადრე. პერიოდულად განაახლეთ მისი წასმა განსაკუთრებით ცურვის, ოფლიანობის და პირსახოცით კანის შემშრალების შემთხვევაში. არ გაჩერდეთ დიდხანს მზეზე მზისგან დამცავის გამოყენების შემთხვევაშიც კი.მოერიდეთ მზეს 11:00 დან 16:00 საათამდე.
შექმნილია ალერგიული რეაქციების რისკის შესამცირებლად - არაკომედოგენური.
დაწვრილებით: https://iciparis.ge/ge/products/search/2343-very-high-protection-tinted-fluid