ნორმალური და მშრალი კანი 28+
არაპარფიუმირებული
პიველი მიმიკური ნაოჭების შერბილება და თვალის მუქი, შეშუპებული უპეების დამშვიდება
ველური ვარდის თვალის კრემი ნაადრევი დაბერებისაგან იცავს კანს . აძლიერებს და იცავს მგრძნობიარე კანს თვალის გარშემო. ასკილის, ატმის, ნუშის და ჟოჟობას თესლის ზეთები ასუსტებს თვალის არეში გაჩენილ პირველ ნაოჭებს. ხელს უწყობს ნაზი კანისა და კანქვეშა ქსოვილის ბუნებრივ რეგენერაციას, ააქტიურებს ცხიმოვანი შრის შენებას და აწესრიგებს ტენის შემცველობას. ეუფრაზიას /კორდისკბილას/ თვალის დასაამებელი სამკურნალო ექსტრაქტი ამშვიდებს და აცხრობს ჩამუქებულ და შეშუპებულ თვალის უპეებს. კრემის კანთან შეთავსებადობა შემოწმებული და დადასტურებულია დერმატოლოგიურად და ოფთალმოლოგიურად. მისი გამოყენება შეუძლიათ კონტაქტური ლინზების მომხმარებლებსაც.
შემადგენლობა: წყალი, ატმის თესლის ზეთი, ნუშის ზეთი, სპირტი, ჟოჟობას თესლის ზეთი, ფუტკრის ცვილის ჰიდროლიზატი, ასკილის თესლის ზეთი, ზეითუნის ზეთის არაასაპვნადი ნაწილი, წითელი მსუქანას ექსტრატი, ცხიმმჟავა გლიცერიდი, კორდისკბილას ექსტრაქტი, ქსანთანი, ფუტკრის ცვილის საპონი.
ამ ასაკში პირველი მიმიკური ნაოჭები ჩნდება. კანი ძველებურად ვეღარ ინარჩუნებს ტენს და უჯრედების განახლების პროცესიც ნელდება. დატვირთვის შემთხვევაში /დაღლილობა, სოლარიუმი, მზე, სტრესი../ დაღლილობის ნიშნები უფრო შესამჩნევი ხდება და კანი ნაკლებად მკვრივი და ელასტიურია. ველური ვარდის /ასკილის/ სერიის კრემები კანში მიმდინარე აღდგენით პროცესებს აძლიერებს, პირველ სუსტ ნაოჭებს არბილებს და კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს უნარჩუნებს. უჯერი ცხიმმჟავებით და ვიტამინებით მდიდარი ველური ვარდის/ასკილის/ზეთი მოწიფული ადამიანის სიმშრალისა და ნაოჭების წარმოქმნისაკენ მიდრეკილი კანის მოვლის ეფექტური საშუალებაა.