ნორმალური და მშრალი კანი 28+
პიველი მიმიკური ნაოჭების შერბილება და სიმშრალისკენ მიდრეკილი კანის მოვლა
ველური ვარდის ღამის კრემი ღამით მიმდინარე აღდგენით პროცესებს უწყობს ხელს და პირველ სუსტ ნაოჭებს არბილებს. ასკილის, ატმის, ნუშის და ენოთერას ზეთები კანის ცხიმოვანი შრის აღდგენას ეხმარება, ამკვრივებს და ელასტიურობას მატებს მას. შვიტას, წითელი მსუქანას და მურის ექტრაქტები ატენიანებს და უჯრედების რეგენერაციას ააქტიურებს. დილით კანი დასვენებული, მკვრივი და გადატკეცილია.
შემადგენლობა: წყალი, ატმის თესლის ზეთი, ნუშის ზეთი, სპირტი, მატყლის ცვილი, ცხიმმჟავა გლიცერიდი, ფუტკრის ცვილი, ზეითუნის ზეთი, ველური ვარდის თესლის ზეთი, ენოთერას ზეთი, წითელი მსუქანას, შვიტისა და მურის ექტრაქტები; ქსანთანი, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი
ამ ასაკში პირველი მიმიკური ნაოჭები ჩნდება. კანი ძველებურად ვეღარ ინარჩუნებს ტენს და უჯრედების განახლების პროცესიც ნელდება. დატვირთვის შემთხვევაში /დაღლილობა, სოლარიუმი, მზე, სტრესი../ დაღლილობის ნიშნები უფრო შესამჩნევი ხდება და კანი ნაკლებად მკვრივი და ელასტიურია. ველური ვარდის /ასკილის/ სერიის კრემები კანში მიმდინარე აღდგენით პროცესებს აძლიერებს, პირველ სუსტ ნაოჭებს არბილებს და კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს უნარჩუნებს. უჯერი ცხიმმჟავებით და ვიტამინებით მდიდარი ველური ვარდის/ასკილის/ზეთი მოწიფული ადამიანის სიმშრალისა და ნაოჭების წარმოქმნისაკენ მიდრეკილი კანის მოვლის ეფექტური საშუალებაა.