5-ფლუოროურაცილი - ებევე / 5-Fluorouracil - Ebewe


აღწერილობ
გამჭვირვალე ხსნარი, უფერო ან მოყვითალო ფერის, უცხო ნაწილაკების გარეშე.

შემადგენლობა
1 მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი შეიცავს: 
აქტიური ნივთიერება: ფტორურაცილი 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიმეტაბოლიტი, პირიმიდინების ანალოგები.
ათქ კოდი: L01BC02.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფტორურაცილი – ანტიმეტაბოლიტია და, წარმოადგენს რა პირიმიდინის ანტაგონისტს, აინჰიბირებს უჯრედების დაყოფას, თრგუნავს დნმ-ს სითეზს. საწყისი სახით  ფტორურაცილს არ გააჩნია ანთების საწინააღმდეგო აქტივობა; თავის აქტივობას ის იძენს ორგანიზმში ფოსფოლირებულ ფორმებად: 5-ფტორურიდინად და 5-ფტორდეზოქსიურიდინად ფერმენტული გარდაქმნის შემდეგ. 

ფარმაკოკინეტიკა
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ფტორურაცილი ნაწილდება მთელ ორგანიზმში და ვლინდება უმეტესად ძვლის ტვინში, ნაწლავების ლორწოვან გარსში და სიმსივნურ ქსოვილში. ფტორურაცილი  გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 0-80%. განაწილების მოცულობა - 0,12 ლ/კგ სხეულის მასაზე. ფტორურაცილი განიცდის მეტაბოლურ გარდაქმნებს ღვიძლში, რომლებიც ურაცილის მეტაბოლიზმის მსგავსია. ფერმენტების მოქმედების ქვეშ ფტორურაცილი სწრაფად გარდაიქმნება აქტურ მეტაბოლიტად - დიჰიდრო-5-ფტორურაცილად, რომლის ნახევარდაშლის პერიოდი მნიშვნელოვნად აჭარბებს ასეთს ფტორურაცილის შემთხვევეში. გარდა ამისა, წარმოიქმნება დაშლის არატოქსიკური პროდუქტები - წყალბადის დიოქსიდი და შარდოვანა. ფტორურაცილის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხორციელდება ძირითადად ფილტვებში წყალბადის დიოქსიდის სახით. ნაკლები მოცულობით ფტორურაცილი გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით. თირკმლის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 170-180 მლ/წთ. თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პირებში ნივთიერება უფრო ნელა გამოიყოფა.

გამოყენების ჩვენებები
5-ფტორურაცილი-ებევე გამოიყენება მონოთერაპიასა ან კომბინირებულ თერაპიაში გავრცელებული კოლორექტალური კიბოს, კუჭის გავრცელებული კიბოს, კუჭქვეშა ჯირკვლის გავრცელებული კიბოს, სარძევე ჯირკვლის გავრცელებული და (ან) მეტასტაზური  კიბოს, თავის და კისრის გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების, საშვილოსნოს ყელის გავრცელებული კიბოს სამკურნალოდ.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ფტორურაცილის და / ან ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- მიელოსუპრესია;
- სერიოზული გადახრები სისხლის მაჩვენებლების ნორმიდან;
- სისხლდენა;
- მძიმე თირკმლის და (ან) ღვიძლის დისფუნქცია;
- მწვავე, მძიმე ინფექციები (როგორიცაა სარტყლისებრი ლიქენი, ჭუტყვავილა);
- სტომატიტი;
- პირის ღრუს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაწყლულებები;
- ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი;
- საერთო მძიმე მდგომარეობა;
- ორსულობა, ლაქტაცია.
ფტორურაცილის გამოყენება დაუშვებელია ბრივუდინთან, სორივუდინთან და მათ ანალოგებთან კომბინაციაში, რადგანაც ისინი წარმოადგენენ ფტორურაცილის დამშლელ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას (დპდ) მძლავრ ინჰიბიტორებს.
პაციენტებში დპდ-ს უკმარისობით ფტორურაცილის ჩვეულებრივი დოზები ახდენენ გვერდითი ეფექტების გაძლიერების პროვოცირებას. სერიოზული არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში შეიძლება იყოს ნაჩვენები დპდ-ს აქტივობის მონიტორინგი. პაციენტებში დპდ-ს უკმარისობით ფტორურაცილის გამოყენება დაუშვებელია. 

გამოყენების წესი და დოზები
მკურნალობა უნდა ჩატარდეს სტაციონარის პირობებში ექიმის კონტროლის ქვეშ, რომელსაც აქვს ქიმიოთერაპიის ჩატარების გამოცდილება. 5-ფტორურაცილი - ებევე გამოიყენება მონო- ან კომბინირებულ თერაპიაში. რადგანაც დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, შემდეგი რეკომენდაციები მხოლოდ გაცნობითი ხასიათისაა. ზუსტი დოზის შერჩევისას აუცილებელია იხელმძღვანელოთ თერაპიული ოქმებით, რომლებმაც დაამტკიცა თავიანთი ეფექტურობა კონკრეტული დაავადების მკურნალობაში.

საწყისი თერაპია ყოველდღიური გამოყენებისას
ინტრავენური ინფუზია: სადღეღამისო დოზა 15 მგ/კგ სხეულის მასაზე (600 მგ/მ2) შეყავთ 4 სთ განმავლობაში - გვერდითი ეფექტების წარმოქმნამდე.
ინტრავენური ინექცია: დოზა 12 მგ/კგ სხეულის მასაზე (480 მგ/მ2) შეყავთ ნელი ინტრავენური ინექციის გზით (2-3 წთ) ყოველდღიურად 3 დღის განმავლობაში; ტოქსიკურობის ნიშნების არარსებობისას შესაძლებელია 6 მგ/კგ შეყვანა სხეულის მასაზე (240 მგ/მ2) მე-5, მე-7 და მე-9 დღეს.
საწყისი თერაპია ყოველდღიური გამოყენებისას: 15 მგ/კგ (600 მგ/მ2) შეყავთ ნელა ინტრავენურად კვირაში ერთხელ.
შემანარჩუნებელი თერაპია: შეყავთ 5-10 მგ/კგ (200-400 მგ/მ2) ინტრავენურად კვირაში ერთხელ რემისიის მიღწევის ან გვერდითი ეფექტების აღმოფხვრის და ლეიკოციტების განმეორებითი მომატების შემდეგ 3 000-დან 4 000/მკლ-მდე, თრობმოხიტების - 80 000-დან 100 000/მკლ-მდე. 
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1,0 გ.
მოყვანილი დოზები გამოანგარიშებულია პაციენტის სხეულის ნორმალური მასისთვის. სიმსუქნის, შეშუპების ან ასციტის არსებობისას აუცილებელია დოზის გადაანგარიშება.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კარცინომის სახეობასა და დაავადების მიმდინარეობაზე.
სხვა ციტოსტატიკებთან ფტორურაცილის კომბინირებული გამოყენებისას, რომლებსაც გააჩნია გვერდითი ეფექტების მსგავსი პროფილი, ან სხივური თერაპიით დოზა უნდა შემცირდეს შესაბამისად. ფტორურაცილი ასევე შეიძლება შეყვანილი იქნეს 24-საათიანი უწყვეტი ინფუზიის გზით.
რეკომენდებულია დოზის შემცირება 1/3-ით ან 1/2-ით ჩამოთვლი მდგომარეობებიდან ნებისმიერის არსებობისას: კახექსია, გადატანილი სერიოზული ოპერაცია, მიელოსუპრესია (ლეიკოციტები < 4 000/მკლ, თრომბოციტები < 100 000/მკლ), ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
პაციენტები თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. ფტორურაცილი უნდა გამოყენებული იქნეს სიფრთხილით და აუცილებლობისას დოზა შემცირდეს.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე ზემოთ). დოზის კორექცია საჭირო არ არის, მაგრამ რეკომენდებულია ასეთი პაციენტების საგულდაგულო კონტროლი.
ბავშვები და მოზარდები. მონაცემები გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ პაციენტების ასეთ კატეგორიაში არასაკმარისია.

გამოყენების წესი
პრეპარატი გამოიყენება ინტრავენური შეყვანისთვის ინექციის ან ინფუზიის გზით, გაზავების შემდეგ. შეყვანის წინ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი უნდა გაზავებული იქნას ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარით ან 5% გლუკოზის ხსნარით.

გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტების სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100 - < 1/10), არც ისე ხშირად (≥ 1/1 000 - < 1/100), იშვიათად (≥ 1/10 000 - < 1/1 000). ძალიან იშვიათად (< 1/10 000), სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე). 
დარღვევები სისხლის მიმოქცევის და ლიმფური სისტემების მხრიდან
ძალიან ხშირად: მიელოსუპრესია (დოზის შემზღუდავი გვერდითი ეფექტებისგან ერთ-ერთი), ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია (მსუბუქიდან მძიმე ფორმამდე), ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, სისხლდენა ცხვირიდან და პანციტოპენია.
ლეიკოპენია უმეტესად გამოხატულია 9-14 დღეში პრეპარატის გამოყენების შემდეგ. როგორც წესი, 30 დღის შემდეგ ლეიკოციტების რაოდენობა ნორმალიზდება. მიელოსუპრესიის ხარისხი დამოკიდებულია შეყვანის წესზე (ი/ვ ნაკადური ინექცია ან ი/ვ უწყვეტი ინფუზია) და დოზაზე. ნეიტროპენიას აქვს ადგილი ინტრავენური ნაკადური ინექციიის ყოველი თერაპიული ციკლის შემდეგ ჩვეულებრივი დოზით (ნაიტროფილების შემცველობის მაქსიმალური შემცირება: მკურნალობის მე-9-დან მე-14-მე-20 დღემდე; ნორმალიზაცია, როგორც წესი, იწყება 30-ე დღიდან).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
ძალიან ხშირად: იმუნოსუპრესია ინფექციის განვითარების სიხშირის მომატებით.
იშვიათად: შესაძლებელია გენერალიზებული ალერგიული რეაქციები ანაფილაქტიურ შოკამდე.
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრიდან
სიხშირე უცნობია: შრატში საერთო თიროქსინის (T4) და საერთო ტრიიოდთირონინის (T3) შემცველობის მომატება თავისუფალი T4-ს და თთჰ-ს მომატების გარეშე და ჰიპერთირეოზის კლინიკური ნიშნების გარეშე.
დარღვევები ნივთიერება ცვლის და კვების მხრიდან
ძალიან ხშირად: ჰიპერურიკემია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
არც ისე ხშირად: ნისტაგმი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარკინსონიზმის სიმპტომები, კორტიკოსპინალური ნიშნები, ეიფორია, ძილიანობა.
ძალიან  იშვიათად: (ლეიკო) ენცეფალოპათია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ატაქსია, მეტყველების დარღვევა, გონების არევ-დარევა, ორიენტაციის დარღვევა, მიასთენია, აფაზია, კრუნჩხვები ან კომა ფტორურაცილის მაღალი დოზების ინფუზიის შემდეგ ან დპდ-ს უკმარისობის მქონე პაციენტებში.
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრიდან
არც ისე ხშირად: გადაჭარბებული ცრემლდენა, მხედველობის არამკაფიოობა, თვალის მოძრაობის დარღვევები, მხედველობითი ნერვის ანთება, დიპლოპია, მხედველობის სიმახვილის შემცირება, სინათლის შიში, კონიუქტივიტი, ბლეფარიტი, ნაწიბურებით გამოწვეული ექტროპია, საცრემლე ჯირკვლების ფიბროზი.
დარღვევები გულის მხრიდან
ძალიან ხშირად: იშემიისთვის დამახასიათებელი ეკგ-ს ცვლილებები.
ხშირად: ანგინოზური პექტორალგია.
არც ისე ხშირად: არითმია, მიოკარდიუმის ინფარქტი, მიოკარდიუმის იშემია, მიოკარდიტი, გულის უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია და კარდიოგენური შოკი.
ძალიან იშვიათად: გულის გაჩერება და მოულოდნელი სიკვდილი გულის უკმარისობის შედეგად.
კარდიოტოქსიკური გვერდითი ეფექტები ვითარდება ძირითადად შეყვანის პირველი ციკლის დროს ან რამოდენი საათში მას შემდეგ.
პაციენტებში წინმსწრები გულის იშემიური დაავადებით ან კარდიომიოპათიით კარდიოტოქსიკური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი მომატებულია.
დარღვევები სისხლძარღვების მხრიდან
არც ისე ხშირად: ჰიპოტენზია.
იშვიათად: ცერებრალური, ნაწლავური და პერიფერიული იშემია, რეინოს სინდრომი, თრომბოემბოლია, თრომბოფლებიტი.
დარღვევები სასუნთქი ორგანოების, გულმკერდის ღრუს და შუასაყრის მხრიდან
ძალიან ხშირად: ბრონქოსპაზმი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ძალიან ხშირად: კუჭ-ნაწლავური ეფექტები (პოტენციურად სახიფათო სიცოცხლისთვის), როგორიცაა ლორწოვანი გარსის ანთებები (სტომატიტი, ფარინგიტი, ეზოფაგიტი, პროქტიტი), ანორექსია, სეროზული დიარეა, გულისრევა და ღებინება.
არც ისე ხშირად: გაუწყლოება, სეპსისი, ასევე დაწყლულებები და სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, წყლულის პროგრესირება.
გვერდითი ეფექტების ხარისხი (I-IV კიბოს გამოკვლევის აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტის ტოქსიკურობის საერთო კრიტერიუმების შეფასების შკალის მიხედვით,) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან დამოკიდებულია დოზასა და შეყვანის წესზე. უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის გზით შეყვანისას სტომატიტი, მიელოსუპრესიასთან შედარებით, უფრო სავარაუდო  დოზა-შემზღუდველ ეფექტს წარმოადგენს.
დარღვევები ღვიძლის და შარდგამოყოფი გზების მხრიდან
არც ისე ხშირად: ღვიძლის უჯრედების დაზიანება.
ძალიან იშვიათად: ღვიძლის ნეკროზები (ზოგჯერ სასიკვდილო გამოსავლით), ნაღვლის სკლეროზი, ქოლეცისტიტი.
ცვლილებები კანის და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის მხრიდან
ძალიან ხშირად: თმის ცვენა, ჭრილობების შენელებული შეხორცება, სინდრომი „მტევანი-ტერფი“, რომელიც ასოციირდება ხელის გულებზე და ფეხის ქუსლებზე შეწითლებასთან, შეშუპებასთან, ტკივილთან და კანის აქერცვლასთან.
არც ისე ხშირად: ეგზანთემები, კანის ცვლილებები (კანის სიმშრალე, ეროზიები/ნახეთქები, ერითემა, ქავილი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი), დერმატიტი, ჭინჭრის ციება და სინათლის შიში, კანის ჰიპერპიგმენტაცია და განიზოლიანი ჰიპერპიგმენტაცია ან დეპიგმენტაცია ვენების მდებარეობოს ზონებში, ფრჩხილების ცვლილებები (მაგალითად, დიფუზური ზედაპირული ლურჯი პიგმებნტაცია, ჰიპერპიგმენტაცია, ონიქოდისტროფია, ფრჩხილის ფირფიტის  ტკივილი და გასქელება, პარონიქია) და ონიქოლიზისი.
ე.წ. სინდრომი „მტევანი-ტერფი“, რომელიც ასოციირებულია ხელის გულებზე და ფეხის ქუსლებზე შეწითლებასთან, შეშუპებასთან, ტკივილთან და კანის აქერცვლასთან უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ ვითარდება ძალიან ხშირად, ხოლო ინტრავენური ნაკადური ინექციის შემდეგ - ხშირად.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრიდან
არც ისე ხშირად: სპერმატოგენეზის და ოვულაციის დარღვევები.
საერთო აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ძალიან ხშირად: გამოფიტვა, საერთო ასთენია, მომატებული დაღლილობა და მოტივაციის შემცირება, ციებ-ცხელება.

ჭარბი დოზირება
ინტოქსიკაციის სიმპტომები
ჭარბი დოზირების ნიშნები და სიმპტომები შეიცავს ღებინებას, გულისრევას, დიარეას, მძიმე მუკოზიტს, დაწყლულებებს და სისხლჩაქცევებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მიელოსუპრესიას (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).
მწვავე ინტოქსიკაცია მოიცავს ფსიქოტურ რეაქციებს, ძილიანობას, სედატიური სამკურნალწამლო საშუალების მომატებულ ეფექტს, ტოქსიკურობის მომატებას, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლით. სედატიური პრეპარატის მიღების აუცილებლობისას შესაძლებელია მცირე დოზებით დიაზეპამის მიღება (მაგალითად, 5 მგ-დან დაწყებული) ექიმის კონტროლის ქვეშ.
ქრონიკული ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელია მიელოსუპრესია კრიტიკულ აგრანულოციტოზამდე და თრომბოციტოპენიამდე, დაწყლულებები და სისხლჩაქცევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, დიარეა, თმის ცვენა.

ინტოქსიკაციის მკურნალობა
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ინტოქსიკაციის სიმპტომების განვითარებისას ფტორურაცილის შეყვანა უნდა დაუყოვნებლივ შეწყდეს. აუცილებელია სიმპტომატური თერაპიის დაწყება.
გამოხატული მიელოსუპრესია ექვემდებარება მკურნალობას სტაციონარში, რომელიც მოიცავს (აუცილებლობისას) სისხლის არარსებული კომპონენტების აღდგენას და ანტიბაქტერიალურ თერაპიას. შეიძლება საჭირო გახდეს პაციენტის ასეპტიურ პალატაში გადაყვანა.
ჭარბი დოზირებისას საჭიროა სისხლწარმოქმნის ფუნქციის გაკონტროლება არანაკლებ 4 კვირის განმავლობაში. 

გავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ფტორურაცილს შეუძლია გულისრევის და ღებინების გამოწვევა და ამგვარად შეიძლება ირიბად გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარის დარღვევა. ამ მიზეზით ფტორურაცილით მკურნალობის დროს პაციენტებისთვის რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან
ქვემოთ მოყვანილი მონაცემები ასევე მიეკუთვნება ახლახან გამოყენებულ სამკურნალწამლო საშუალებებს.
ყველა სამკურნალო ღონისძიებამ, რომლებიც ამძიმებს პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობას ან უარყოფითად მოქმედებს მიელოიდურ ფუნქციებს (მაგალითად, სხვა ციტოსტატიკების გამოყენება), შეიძლება გააძლიეროს ფტორურაცილის ტოქსიკურობა.
ფტორურაცილს შეუძლია სხივური თერაპიის კანის ტოქსიკურობის გაძლიერება.
დპდ-ს ფერმენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფტორურაცილის დაშლაში. ნუკლეოზიდების ანალოგები, როგორიცაა ბრივიდინი და სორივუდინი, იწვევენ ფტორურაცილის ან სხვა ფტორპირიმიდინების კონცენტრაციის მკვეთრ მომატებას პლაზმაში, და ამის შედეგად ტოქსიკურობა იზრდება. ამიტომ შუალედი ფტორურაცილს და ბრივუდინს, სორივუდინს და მათ ანალოგებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 კვირისა. აუცილებლობისას ნაჩვენებია დპდ-ს ფერმენტის აქტივობის განსაზღვრა 5-ფტორპირიმიდინების გამოყენებით თერაპიის დაწყებამდე.
კალციუმის ფოლინატი აძლიერებს ფტორურაცილის ეფექტს. აღნიშნული ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს სერიოზული, ხოლო რიგ შემთხვევაში სასიკვდილო დიარეა, განსაკუთრებით  ფტორურაცილის ინტრავენური ნაკადური შეყვანისას 600 მგ/მ2 დოზით სხეულის ფართობაზე კვირაში ერთხელ კალციუმის ფოლინატთან კომბინაციაში.
ციმეტიდინს, მეტრონიდაზოლს, ალოპურინოლს და ინტერფერონებს შეუძლიათ პლაზმაში ფტორურაცილის დონის მომატება. ამასთან ფტორურაცილის ტოქსიკურობა შეიძლება გაიზარდოს.
ქალებში, რომლებიც იღებენ თიაზიდურ დიურეტიკებს ციკლოფოსფამიდთან, მეტოტრექსატთან ან ფტორურაცილთან კომბინაციაში, შესაძლებელია გრანულოციტების რაოდენობის გამოხატული შემცირება.
ფტორურაცილის და ვარფარინის ერთდროული გამოყენება პროთრომბინული დროის გახანგრძლივებას იწვევს. ერთეულ შემთხვევებში პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს ფტორურაცილთან კომბინაციაში (ცალ-ცალკე ან ლევამიზოლთან კომბინაციაში), აღინიშნებოდა პროთრომბინული ინდექსის შემცირება.
ფტორურაცილით და ლევამიზოლით მკურნალობის დროს ხშირად აღინიშნება ჰეპატოტოქსიკური ეფექტები (ტუტე ფოსფატაზის, ტრანსამინაზების ან ბილირუბინის დონეების მომატება).
პაციენტებში სარძევე ჯირკვლის კარცინომით, რომლებიც იღებენ კომბინირებულ თერაპიას ციკლოფოსფამიდით, მეტოტრექსატით, ფტორურაცილით ან ტამოქსიფენით, იზრდება თრომბოემბოლური გართულებების წარმოქმნის რისკი.
ვინორელბინის და ფტორურაცილის/ფოლიუმის მჟავის გამოყენების კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მძიმე მუკოზიტი ლეტალური შედეგით.
ფტორურაცილი არ უნდა იქნას გამოყენებული ამინოფენაზონით, ფენოლბუტაზონით და სულფონამიდით თერაპიის შემდეგ და მასთან შეთავსებულად.
ქლორდიაზოპოქსიდს, დისულფირამს, გრიზეოფულვინს და იზონიაზიდს შეუძლიათ ფტორურაცილის აქტივობის გაძლიერება.
ფტორურაცილის და მიტომიცინის ხანგრძლივი ერთობლივი გამოყენებისას აღინიშნებოდა ჰემოლიზური ურემიული სინდრომის წარმოქმნა. ფტორურაცილის და ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად საჭირო სხვა პრეპარატების ერთობლივი გამოყენებისას (C მიტომიცინი ან ცისპლატინი) ძალიან იშვიათად იყო შეტყობინებები იშემიური ინსულტის შემთხვევების შესახებ.
შარდში ბოლირუბინის და 5-ჰიდროქსიინდოლ-ძმარმჟავას შემცველობის განსაზღვრისას შესაძლებელია მომატებული ან ცრუ დადებითი შედეგები.
ფენიტოინთან ერთად ფტორურაცილის გამოყენების შემთხვევაში  შესაძლებელია ფენიტოინის დონის მომატება პლაზმაში, რომელიც იწვევს ფენიტოინით ინტოქსიკაციის სიმპტომების წარმოქმნას.

ზოგადი შენიშვნები
ციტოსტატიკებს შეუძლიათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულების ფორმირების შემცირება. ციტოსტატიკების გამოყენება უკავშირდება ინფექციის განვითარების მომატებულ რისკს ცოცხქალი ვაქცინის შეყვანის შემდეგ.

შეუთავსებლობა
საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი შეიძლება გაზავებული იქნას მხოლოდ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში. დაუშვებელია ფტორურაცილის სხვა ნივთიერებებთან შერევა საინფუზიო ხსნარში.
იყო შეტყობინებები შემდეგ პრეპარატებთან ფტორურაცილის შეუთავსებლობის შესახებ: ცისპლატინი, ციტარაბინი, დიაზეპამი, დოქსორუბიცინი, დროპერიდოლი, ფილგრასტიმი, გალიუმის ნიტრატი, ლეიკოვორინი, მეტოტრექსატი, მეთოკლოპრამიდი, მორფინი, ონდანსეტრონი, ხსნარები საკვები ნივთიერებების პატენტერალური შეყვანისთვის, ვინორელბინი.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა. ფტორურაცილი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდები. თუ მკურნალობის დროს დგება ორსულობა, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია გენეტიკურ საკონსულტაციო ცენტრში.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ფტორურაცილის ტერატოგენული ტოქსიკურობა.
ლაქტაცია. ფტორურაცილი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში. თუ პრეპარატის შეყვანა აუცილებელია ამ პერიოდში, ძუძუთი კვება უნდა იქნას შეჩერებული.
ფერტილობა. ფტორურაცილს შეუძლია გენოტოქსიკურობის გამოვლენა. მამაკაცებმა ფტორურაცილით მკურნალობის დროს და, სულ მცირე, 6 მომდევნო თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდები. ფტორურაცილით თერაპიის შედეგად სავარაუდო შეუქცევად უნაყოფობასთან დაკავშირებით რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებამდე მიმართოთ კონსულტაციისთვის სპერმის კონსერვაციის საკითხთან დაკავშირებით.

უსაფრთხოების ზომები
ფტორურაცილით თერაპიის წინ და მის დროს რეკომენდებულია შემდეგი გამოკვლევები და ანალიზები:
- პირის ღრუს და ხახის ყოველდღიური გასინჯვა ლორწოვანი გარსების ცვლილებების საგანზე;
- სისხლის გაშლილი ანალიზი ლეიკოციტარული ფორმულით და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრით ფტორურაცილის ყოველი შეყვანის წინ და ყოველ 2-3 დღეში ერთხელ მკურნალობის დასაწყისში;
- წყალ-ელექტროლიტური ბალანსი რეგულარულ საფუძველზე;
- ღვიძლის სინჯების მაჩენებლები რეგულარულ საფუძველზე;
- შარდმჟავას განსაზღვრა;
- განავლის ანალიზი სისხლის მინარევის არსებობაზე.
ფტორურაცილის გამოყენებისას პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად აუცილებელია პროთრომბინული ინდექსის საგულდაგულო მინიტორინგი.
ფტორურაცილს შეუძლია კარდიოტოქსიკურობის გამოწვევა. პაციენტებში ტკივილით გულმკერდის არეში მკურნალობის დროს და პაციენტებში გულის დაავადებით ანამნეზში ფტორურაცილი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა პაციენტებისთვის დანიშვნისას, რომლებიც ადრე ექვემდებარებოდა მცირე მენჯის არეზე რადიაციის მაღალი დოზების ზემოქმედებას, რომლებიც იღებდნენ მაალკირებელ პრეპარატებს, ფართო მეტასტაზებით ძვალსა და ღვიძლში, კახექსიური პაციენტებისთვის.
მეტოტრექსატთან კომბინაციაში ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად მეტოტრექსატი შეყავთ ფტორურაცილამდე 24 საათით ადრე (და არა პირიქით!).
დპდ-ს ფერმენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფტორურაცილის დაშლაში. ნუკლეოზიდების ანალოგები, როგორიცაა ბრივუდინი და სორივუდინი, იწვევენ პლაზმაში ფტორურაცილის ან სხვა ფტორპირიმიდინების კონცენტრაციის მკვეთრ მომატებას და ამის შედეგად ზრდიან ტოქსიკურობას. ამიტომ შუალედი ფტორურაცილის და ბრივუდინის, სორივუდინის და მათი ანალოგების გამოყენებას შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 კვირისა. აუცილებლობის შემთხვევაში ნაჩვენებია დპდ-ს ფერმენტის აქტივობის განსაზღვრა 5-ფტორპირიმიდინების გამოყენებით თერაპიის დაწყებამდე. აუცილებლობისას ნაჩვენებია დპდ-ს ფერმენტის აქტივობის განსაზღვრა 5-ფტორპირიმიდინების გამოყენებით თერაპიის დაწყებამდე. ბრივუდინის უნებლიე შეყვანის შემთხვევაში პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ ფტორურაცილს, უნდა მიღებული იქნას ეფექტური ზომები, რომლებიც მიმართულია ფტორურაცილის ტოქსიკურობის შემცირებაზე. რეკომენდებულია დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია. აუცილებელია ყველა ზომის მიღება სისტემური ინფექციების და გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად. პაციენტები დპდ-ს დეფიციტით ან დპდ-ს დაბალი აქტივობით განსაკუთრებით ექვემდებარება სერიოზული ან მდგრადი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს ფტორურაცილით თერაპიის დროს. ამიტომ თავდაპირველად სასურველია განისაზღვროს დპდ-ს აქტივობის დონე. დპდ-ს დეფიციტის მქონე პაციენტებისთვის ფტორურაცილი არ უნდა იქნას შეყვანილი.
შესაძლო ანაფილაქტიური რეაქციის გამო უნდა დაიცვათ სიფრთხილე და გამოიყენოთ პროფილაქტიკური ზომები ფტორურაცილის შეყვანის წინ.
ფტორურაცილს შეუძლია მუტაგენობის გამოვლენა. მამაკაცებმა მკურნალობის დროს და, სულ მცირე, 6 მომდევნო თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდები; თერაპიის შედეგად შესაძლო შეუქცევად უნაყოფობასთან დაკავშირებით, მათთვის რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართონ სპერმის კონსერვაციის შესაძებლობასთან დაკავშირებით. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდები. მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია გენეტიკური კონსულტირების გავლა.
პაციენტები, რომლებიც იღებენ ფენიტოინს ფტორურაცილთან ერთად, უნდა რეგულარულად გამოიკვლიონ პლაზმაში ფენიტოინის მომატებული დონის გამოვლენის საგანზე.
ნაწლავების კედლების დაზიანებისას საჭიროა სიმპტომატური მკურნალობა, სიმძიმის ხარისხზე დამოკიდებულებით, მაგალითად, ორგანიზმში სითხის მარაგების შევსება. მსუბუქი დიარეის კუპირება შესაძლებელია დიარეის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების მეშვეობით, მაგრამ ზომიერი ან მძიმე დიარეისას მათი გამოყენება არ არის საკმარისი.
ფტორურაცილით მკურნალობის დროს არ უნდა იქნას ჩატარებული აცრები ცოცხალი ვაქცინებით. პოლიომიელიტის ვაქცინასთან კონტაქტი უნდა მთლიანად გამოირიცხოს.
აუცილებელია დაუყოვნებლივ მკურნალობის შეწყვეტა შემდეგი სიმპტომების არსებობისას: რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (სტომატიტი, ლორწოვანი გარსის ანთება, მძიმე დიარეა, მძიმე ღებინება, წყლულები, სისხლდენები), ლეიკოციტები            < 3 000/მკლ, თრომბოციტები < 80 000/მკლ, გვერდითი რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან (მათ შორის, ატაქსია და ტრემორი) და გულის მხრიდან. მკურნალობა შეიძლება განახლდეს გვერდითი რეაქციეის გაქრობის შემდეგ და პაციენტის საერთო დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან მძიმე ტოქსიკურობის, კარდიოტოქსიკურობის ან ნევროლოგიური ტოქსიკურობის არსებობისას, მკურნალობის განახლება რეკომენდებული არ არის.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ინახება  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შენიშვნა: დაბალი ტემპერატურების ზემოქმედების გამო ნალექის წარმოქმნის შემთხვევაში გამოყენებამდე ხსნარი 600C - მდე უნდა გათბეს, ენერგიულდ შეინჯღრეს და შემდეგ ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდეს. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, ნალექის გარეშე.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები მოპყრობისას და უტილიზაციისას
ფტორურაცილთან მუშაობისას უნდა დაიცვათ საერთო სახელმძღვანელო პრინციპები ციტოსტატიკებისთვის. უნდა იმუშაოთ დამცვავი ხელთათმანებით, სახის ნიღბით და დამცავი ტანსაცმლით და შეძლებისდაგვარად ოთახში, რომელიც სპეციალურად განკუთვნილია ამ მიზნისთვის. აუცილებელია მოერიდოთ კონტაქტს კანთან და ლორწოვან გარსებთან. თუ ასეთი კონტაქტი მაინც მოხდა, კანი (ლორწოვანი გარსები) უნდა საგულდაგულოდ მოიბანოს წყლითა და საპნით. თვალებში მოხვედრის შემთხვევაში აუცილებელია მათი გამორეცხვა წყლის დიდი რაოდენობით და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. ორსული თანამშრომლებისთვის აკრძალულია მუშაობა ფტორურაცილთან.
გამოუყენებელი პრეპარატი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

 აფთიაქებიდან გაცემის პირობები 
გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.