Nuk
ალორტია / Alortia


რას შეიცავს ალორტია და რისთვის გამოიყენება?
ალორტია შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერაბას ლოზარტანს და ამლოდიპინს. ორივე ნივთიერება ხელს უწყობს სისხლის მაღალი არტერიული წნევის კონტროლს. 
• ლოზარტანი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან ანგიოთენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებად, რომლებიც იწვევენ სისხლის წნევის შემცირებას სისხლძარღვების რელაქსაციის ხარჯზე.
• ამლოდიპინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან კალციუმის არხების ბლოკატორებად. კალციუმის იონების მიგრაციის ბლოკატორების ხარჯზე სისხლის უჯრედების კედლებზე აბრკოლებს სისხლძარღვების შევიწროვებას და ამგვარად ამცირებს სისხლის წნევას.
ორივე ნივთიერების მოქმედება იწვევს სისხლძარღვების შევიწროვების დაბრკოლებას, რის შედეგადაც ხდება მათი მოდუნება და სისხლის წნევის შემცირება.
პრეპარატი ალორტია გამოიყენება სისხლი მაღალი წნევის (ჰიპერტონიის) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებდნენ ლოზარტანის და ამლოდიპინის შესაბამის დოზირებას ცალ-ცალკე, რომელსაც შეიცავს პრეპარატი ალორტია და გამოიყენება ამ ორი პრეპარატის ნაცვლად.  

ინფორმაცია პრეპარატი ალორტიას გამოყენებამდე
არ შეიძლება ალორტიას გამოყენება
• თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ლოზარტანზე, ამლოდიპინზე ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმერი ინგრედიენტის მიმართ (აღნიშნულია პუნქტში 6) ან კალციუმის ნებისმიერი ანტაგონისტის მიმართ. ჰიპერმგრძნობელობა შესაძლოა აღინიშნოს ქავილით, კანის სიწითლით ან სუნთქვის გართულებით. 
• თუ პაციენტს ახასიათებს სისხლის ძალიან დაბალი წნევა (ჰიპოტონია).
• თუ აღინიშნება გულის აორტას სარქველის სტენოზი (აორტალური სტენოზი) ან კარდიოგენული შოკი (მდგომარეობა, რომლის დროსაც გული ვერ ამარაგებს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლით).
• თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა მიოკარდული ინფარქტის შემდეგ.
• თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული (ასევე არ არის რეკომენდებული ალორტიას გამოყენება ორსულობის ადრეულ პერიოდში, იხ. პუნქტი ,,ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).
• თუ აღინიშნება თირკმელების ფუნქციის რთული დარღვევა.
• თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმლის პრობლემები და იღებს წნევის დამწევ მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავენ ალისკირენს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატი ალორტიას გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. არ არის რეკომენდებული ალორტიას გამოყენება ორსულობის ადრეულ ასაკში და მისი მიღება არ შეიძლება ორსულობის 3 თვის ასაკიდან, რადგან პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჩვილს. (იხ. პუნქტი ,,ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი”).

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს თუ აღინიშნება შემდეგი:
• თუ პაციენტს აღენიშნება კვინკეს შეშუპება ანამნეზში (სახის, ტუჩების, ყელის და (ან) ენის, იხ. პუნქტი 4).
• თუ აღინიშნება ძლიერი ღებინება ან დიარეა, რაც იწვევს ორგანიზმიდან სითხისა და მარილების მნიშვნელოვან გამოდევნას.
• თუ იღებთ შარდმდენ საშუალებებს (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან სითხის რაოდენობას, რომელიც გამოიდევნება თირკმელებით) ან იცავს უმარილო დიეტას, რაც იწვევს სითხისა და მარილების დაკარგვას.
• თუ აღინიშნება თირკმლის სისხლძარღვების შევიწროვება ან შეგუბება ან თუ პაციენტს ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა თირკმლის გადანერგვა.
• თუ გახასიათებთ თირკმლის უკმარისობა (იხ. პუნქტი 2 ,,არ შეიძლება ალორტიას გამოყენება”).
• თუ აღინიშნება გულის უკმარისობა თირკმლის უკმარისობის თანხლებით ან მის გარეშე ან სიცოცხლისათვის საშიში რთული არითმია.
• აუცილებელია სიფრთხილე ბეტა-ბლოკატორებით ერთდროული მკურნალობისას.
• თუ პაციენტს ახასიათებს გულის კუნთის დაავადება ან მიოკარდის ინფარქტი.
• თუ გახასიათებთ გულის იშემიური დაავადება (რაც კავშირშია გულის სისხლძარღვებში სისხლის მიწოდების შემცირებასთან) ან სისხლძარღვების დაავადებები.
• ცერებრალური დაავადება (გამოწვეული ტვინში სისხლის მიწოდების შემცირებით).
• თუ გახასიათებთ პირველადი ჰიპერალდესტორინიზმი (დაავადება, რომელიც გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის სეკრეციის მომატებით, რაც გამოწვეულია ამ ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით).
• თუ ცოტა ხნის წინ აღინიშნა გულის შეტევა.
• თუ აღინიშნება ან წარსულში აღინიშნა სისხლის წნევის მომატება (ჰიპერტონული კრიზი).
• თუ საჭიროა ხანდაზმულ პაციენტში დოზირების გაზრდა.
• თუ იღებთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელინეს, რომლებიც გამოიყენება მაღალი სისხლის წნევის სამკურნალოდ:
- ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერნემტების ინჰიბიტორები (აგფ) (Angiotensin Converting Enzyme Inhibitors, ACEI)) (მაგ., ენალაპრილი, ლიზონოპრილი, რამიპრილი), კერძოდ თუ  პაციენტს ახასიათებს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რაც განპირობებულია დიაბედით.
- ალისკირენი.
ექიმმა გარკვეული დროის შუალედებში უნდა გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია, სისხლის წნევა და შრატში ელექტროლიტების რაოდენობა (მაგ., კალიუმი). იხ. ასევე ინფორმაცია ,,არ შეიძლება ალორტიას გამოყენება”.

ბავშვები და მოზარდები
არ არის რეკომენდებული ალორტიას გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ალორტიას გამოყენება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულიც ან თუ გეგმავთ რომელიმე მედიკამენტის მიღებას. 

საჭიროა სიფრთხილე ალოტრიათი მკურნალობის პერიოდში შემდეგი მედიკამენტების გამოყენებისას, როგორიცაა:
- წნევის დამწევი სხვა პრეპარატები, რადგან შესაძლოა აღინიშნოს წნევის ძლიერი დაცემა. არტერიული წნევა შესაძლოა შემცირდეს შემდეგი მედიკამენტების/ჯგუფის ზემოქმედებით: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ფსიქოტროპული მედიკამენტები, ბაკლოფენი და ამიფოსტინი,
- კალიუმის შემნახველი პრეპარატები, შესაძლოა აღინიშნოს კალიუმის დონის მომატება (მაგ., კალიუმის დანამატები, მარილის შემცველები, კალიუმის შემცველები ან კალიუმის პრეპარატები, როგორიცაა ზოგიერთი დიურეზულები (ამილორიდი, ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი ან ჰეპარინი);
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ინდომეტაცინი, მათ შორის ჩOX-2 ინჰიბიტორები (ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები), რადგან ამ პრეპარატებმა შესაძლოა შეამცირო ლოზარტანის წნევის შემამცირებელი ეფექტი.

თირკმლის ფუნქციის დაღვევის დროს ამ პრეპარტების გამოყენებამ შესაძლოა გაართულოს თირკმლის ფუნქციის მდგომარეობა.
პრეპარატი ალორტიას გამოყენებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტზე და ასევე სხვა მედიკამენტება შესაძლოა იმოქმედოს ალორტიას ეფექტურობაზე, მათ მიეკუთვნებიან შემდეგი მედიკამენტები:
- კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები);
- რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. ორითეაზას ინჰიბიტრები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ)
- რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი (ანტიბიოტიკები).
- კრაზანას პრეპარატები (Hყპერიცუმ პერფორატუმ).
- ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის სამკურნალო საშუალებები)
- დანტროლენი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ძლიერი ცხელების დროს) 
- სიმვასტატინი (ქოლესტერინის შემამცირებელი პრეპარატი)
პრეპარატი ალორტიას გამოყენება შესაძლებელია ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად, მაგრამ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. შესაძლოა საჭირო გახდეს აუცილებელი სპეცალური უსაფრთხოების ზომების მიღება (მაგ., სისხლის ანალიზის ჩატარება).
ექიმმა შესაძლოა შეამციროს დოზა და(ან) მიიღოს უსაფრთხოების სხვა ზომები:
- თუ იყენებთ აგფ-ინჰიბიტორებს ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია ,,არ შეიძლება ალორტიას მიღება” და ,,უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილებები”). 

ალორტიას მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტთან ერთად
მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება გრეიფრუტის წვენის ან გრეიფრუტის მიღება, რადგან გრეიფრუტის წვენმა შესაძლოა გამოიწვიოს აქტიური ნივთიერების კონცენტრაციის გაზრდა და შედეგად გაიზარდოს პრეპარატის წნევის დამწევი ეფექტი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან გეგემავთ ორსულობას უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.

ორსულობა
აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, გეგამავთ ორსულობას ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად. ექიმი მოგცემთ სწორ დანიშნულებას და მიიღებს გადაწყვეტილებას ალორტიას გამოყენების  შეწყვეტის შესახებ დაორსულებამდე ან ორსულობის დადგომისთანავე და დაგინიშნავთ ალტერნატიულ მკურნალობას. არ არის რეკომენდებული ალორტიას გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში და მისი მიღება არ შეიძლება ორსულობის 3 თვის ასაკიდან, რადგან ამ პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ჩვილს. 

ლაქტაციის პერიოდი
აცნობეთ ექიმს თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი. არ არის რეკომენდებული ალორტიის გამოყენება ლაქტაციის დროს. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს სხვა სამკურნალო საშუალება, თუ გსურთ ლაქტაციის გაგრძელება, განსაკუთრებით თუ ჩვილი არის ახალშობილი ან დღენაკლული.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარი
პრეპარატმა ალორტიამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ ვლინდება ღებინება, თავბრუსხვევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი არ უნდა მართოთ ავტომობილი და შეასრულოთ რთული სამუშაოები. დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. 

ალორტია შეიცავს ლაქტოზას
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ უნდა მიმართოთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

ალორტიას მიღების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
ალორტიას რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღეში ერთჯერ.
ტაბლეტები უნდა მიიღოთ წყლის მიყოლებით, შესაძლებელია მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. მედიკამენტი უნდა მიიღოთ დღის ერთიდაიმავე დროს. არ მიიღოთ ალორტიას გამოყენების დროს გრეიფრუტის წვენი. მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტი ალორტია მიიღოთ იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა.  

ბავშვები და მოზარდები
ალორტიას გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში.

თუ მიიღეთ ალორტიას ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ პრეპარატ ზედმეტი დოზა დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ზედოზირების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის შემცირება სიცოცხლისათვის საშიშ დონემდე. შესაძლოა აღინიშნოს თავბრუსხვევა, ,,სიცარიელის” შეგრძნება თავში, გულყრა ან სისუსტე. სისხლის წნევის ძლიერმა დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს შოკური მდგომარეობა. შესაძლოა აღინიშნოს კანზე სიცივის და წებოვნების შეგრძნება და აღინიშნოს გულყრა. 

თუ გამოტოვეთ რეკომენდებული დოზა
თუ დაგავიწყდათ ალორტიას რეკომენდებული დოზა უნდა მიიღოთ ის შემდგომი მიღების დროს რეჟიმის შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით. 

თუ გსურთ ალორტიას მიღების შეწყვეტა
ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას. თუ შეწყვეტთ მკურნალობას ნაადრევად ექიმთან კონსულტაციის გარეშე, შესაძლოა ამან გამოიწვიოს დაავადების ხელახალი გართულება. 
ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტი გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
თუ პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს:
- სტვენა სუნთქვისას, მკერდის არეში ტკივილი, ქოშინი ან სუნთქვის გართულება;
- სახის, ტუჩების ან ქუთუთოების შეშეუპება. 
- ენის და ყელის შეშუპება, რაციწვევს სუნთქვის გართულებას.
- კანის რთული რეაქციები, რომელიც მოიცავს გამონაყარს, ჭინჭრი ცხელება, კანის სიწითლე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკები, კანის შეშუპება, ლორწოვანი გარსის ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები;
- მიოკარდის ინფარქტი და გულის არითმია;
- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის ძლიერი ტკივილი და ზურგის არეში ტკივილი, რასაც თან ახლავს ზოგადად შეუძლოდ ყოფნა.

ამლოდიპინი
აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები. თუ აღნიშნული მოვლენებიდან გამოვლინდება ნებისმიერი ეფექტი ან შენარჩუნდება ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში უნდა მიმართოთ ექიმს.

ხშირი (ვლინდება 10-დან 1 -მდე პაციენტში):
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში)
- გულისცემა (გულის რითმის დარღვევა), კანის ჰიპერემია, განსაკუთრებით სახის
- მუცლის ტკივილი, ღებინება
- ხელიგულების შეშუპება, სისუსტე.

შემდეგში ჩამოთვლილია სხვა გვერდითი ეფექტები. თუ შენიშნავთ რომელიმე აღწერილ გვერდით მოვლენას და ან გამოვლინდება ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი ინსტუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

არახშირი (ვლინდება 100 პაციეტნიდან 1-მდე):
- ხასიათის ცვლილება, შფოთი, დეპრესია, უძილობა
- კანკალი, გემოს დარღვევები, გულყრა, სისუსტე
- კიდურების დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება, მგრძნობელობის დაკარგვა, ტკივილი.
- მხედველობის დარღვევები, გაორებული მხედველობა, შუილი ყურებში,
- სისხლის დაბალი წნევა
- ცემინება/სურდო, გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი),
- ნაწლავის მოქმედების ცვილებები, დიარეა, ყაბზობა, დისპეფსია, პირის სიმშრალე, ღებინება,
- ალოპეცია, ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, წითელი ლაქები კანზე, კანის ფერის ცვლილება
- შარდვის დარღვევები, ხშირი შარდვა, მათ შორის ღამის განმავლობაში.
- ერექციის დარღვევა, დისკომფორი ან გინეკომასტია,
- სისუსტე, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა.
- კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი, ზურგის ტკივილი,
- სხეულის წონის შემცირება ან გაზრდა.

იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 1000 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში):
- დაბნეულობა

ძალიან იშვიათი (შესაძლოა აღინიშნოს 10 000 პაციენტიდან 1 მდე):
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების შემცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლჩაქცევები და სისხლდენების მიმართ მიდრეკილება. 
- სისხლში შაქრის დონის გაზრდა (ჰიპერგლიკემია),
- ნერვული დარღვევები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება, 
- ხველა
- ღრძილების შეშუპება
- მუცლის შებერილობა (გასტრიტი)
- ღვიძლის დისფუნქცია, ჰეპატიტის, კანის სიყვითლე (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე,
- კუნთების ტონუსის მომატება,
- სისხლძარღვების ანთება, ხშირად კანზე გამონაყარის თანხლებით
- სინათლის მიმართ მგრძნობელობა,
- დარღვევები, რომლებიც მოიცავს კუნთების სიმყიფეს, კანკალს და (ან)  მოძრაბის დარღვევას.

ლოზარტანი
ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე):
- თავბრუსხვევა,
- წნევის დაცემა (განსაკუთრებით ორგანიზმში სითხის რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მაგ., პაციენტებში გულის უკმარისობით ან დიურეზულების მაღალი დოზირების გამოყენებისას).
- დოზაზე დამოკიდებული ორთოსტაზული სიმპტომები, როგორიცაა არტერიული წნევის დაცემა ფეხზე წამოდგომისას,
- სისუსტე,
- დაღლილობა,
- სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია),
- სისხლში კალიუმის რაოდენობის გაზრდა (ჰიპერკალიემია),
- ღვიძლის უკმარისობა, მათ შორის თირკმელების ფუნქციის გაჩერება,
- სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია),
- სისხლში შარდოვანას დონის გაზრდა, შრატისმიერი კრეატინინის დონის გაზრდა და კალიუმის დონის გაზრდა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1 -მდე):
- ძილიანობა,
- თავის ტკივილი, 
- ძილის დარღვევები,
- ტაჰიკარდია (აჩქარებული გულისცემა)
- მკერდის არეში ტკივილი (სტენოკარდია)
- ქოშინი (გახშირებული სუნთქვა)
- მუცლის ტკივილი
- ყაბზობა
- დიარეა
- ღებინება
- გულისრევა
- ჭინჭრის ცხელება
- ქავილი 
- გამონაყარი 
- შეშუპება
- ხველა.

იშვიათი (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
- ჰიპერმგრძნობელობა,
- კვინკეს შეშუპება
- ვასკულიტი (მათ შორის შონლაინ-ჰენოხის პურპურა)
- დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია)
- გულყრა
- აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა (მოციმციმე არითმია)
- ინსულტი
- ღვიძლის ანთება
- ალანინ-ამინოტრანსფერაზას მომატება, როგორც წესი ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

უცნობია სიხშირე (გამოვლენის სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
- თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
- შაკიკი
- ღვიძლის დისფუნქცია
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი
- გრიპის მსგავსი სიმპტომები
- ზურგის და შარდის გამომყოფი ორგანოების ტკივილი
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ფოტოსენსიბილიზაცია)
- გაურკვეველი გენეზის ტკივილები, რასაც ახლავს შარდის მუქად შეფერვა (ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი)
- იმპოტენცია
- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება
- სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრიემია)
- დეპრესია
- ზოგადად შეუძლოდ ყოფნა
- ყურებში ხმაური, შუილის შეგრძნება (ზარის ხმა ყურებში)
- გემოს დარღვევები.

 

ალორტიას შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ალორტია
- აქტიური ნივთიერება არის კალიუმის ლოზარტანი და ამლოდიპინი (ბესილატის სახით). 
ალორტია 50 მგ+5მგ შემოგარსული ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ კალიუმის ლოზარტანს და 6,94 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს. 
ალორტია 50 მგ+10მგ შემოგარსული ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ კალიუმის ლოზარტანს და 13,88 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს. 
ალორტია 100მგ+5მგ შემოგარსული ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ კალიუმის ლოზარტანს და 6,94 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს. 
ალორტია 100 მგ+10მგ შემოგარსული ტაბლეტები
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ კალიუმის ლოზარტანს და 13,88 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს. 
- დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზას ფხვნილი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის უწყლო დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ტაბლეტის გარსი: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 3000, ტალკი, წითელი რკინის ოქსიდი (E172) - მხოლოდ 50მგ+5მგ, 50მგ+10მგ და 100მგ+5მგ შემოგარსულ ტაბლეტებში, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172) - მხოლოდ 50მგ+5მგ და 100მგ+10მგ შემოგარსულ ტაბლეტებში.  

ალორტიას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ალორტია 50მგ+5მგ: მოყავისფრო ნარინჯისფერი, ოვალური ფორმის (15მმX7მმ), ოდნავ ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები.
ალორტია 50მგ+10მგ: მოწითალო-მოყავისფერო ფერის, ოვალური (15მმX7მმ), ოდნავ ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები.
ალორტია 100მგ+5მგ: ვარდისფერი, ოვალური (18მმX9მმ), ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები.
ალორტია 100მგ+10მგ: ღია მოყავისფერო-მოყვითალო ფერის, ოვალური (18მმ+9მმ), ორმხრივ ამობურცული შემოგარსული ტაბლეტები.

შეფუთვის შემადგენლობა: 10, 28, 30, 56, 60, 84 და 90 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში, მუყაოს კოლოფში.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.

სად შევიძინოთ?