ართრა / Artra


შემადგენლობა
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი, დაფარული აპკისებრი გარსით შეიცავს: 
აქტიურ მოქმედ ნივთიერებებს:
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდს 500 მგ 
ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატს 500 მგ 
დამხმარე ნივთიერებებს: კალციუმის ფოსფატს ორჩანაცვლებულს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ნატრიუმის კროსკარმელოზას, სტეარინის მჟავას, მაგნიუმის სტეარატს. 
გარსი: 
ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტიტანის ორჟანგი (E171), ტრიაცეტინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ახდენს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას. გლუკოზამინი და ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატი მონაწილეობას იღებენ შემაერთებელი ქსოვილის ბიოსინთეზში, ხელს უწყობენ რა ხრტილის რღვევის პროცესების თავიდან აცილებას და ქსოვილის რეგენერაციის სტიმულირებას. ეკზოგენური გლუკოზამინის შეყვანა აძლიერებს ხრტილოვანი მატრიქსის გამომუშავებას და უზრუნველყოფს არასპეციფიურ დაცვას, მათ შორის აასს-სა და გლუკოკორტიკოსტეროიდებისაგან (გკს). პრეპარატს ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.
ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატი, იმისდა მიუხედავად, შეიწოვება ის ინტაქტური ფორმით თუ ცალკეული კომპონენტების სახით, წარმოადგენს დამატებით სუბსტრატს ჯანმრთელი ხრტილოვანი მატრიქსის წარმოქმნისათვის. ახდენს პროტეოგლიკანების და II ტიპის კოლაგენის წარმოქმნის სტიმულირებას, აგრეთვე, იცავს ხრტილოვან მატრიქსს ფერმენტატული გახლეჩისაგან (hიალურონიდაზის აქტიvობის დათრგუნვის გზით) და თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან; ინარჩუნებს სინოვიალური სითხის სიბლანტეს, ახდენს ხრტილის რეპარაციის მექანიზმების სტიმულირებას და თრგუნავს იმ ფერმენტების (ელასტაზა, ჰიალურონიდაზა) აქტიურობას, რომელნიც ხლეჩენ ხრტილს. ოსტეოართრიტის მკურნალობისას ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს და ამცირებს მოთხოვნილებას აასს-ზე.

ფარმაკოკინეტიკა
გლუკოზამინის ბიოSeRwevadoba პერორალურად მიღებისას - 25% (ღვიძლში ”პირველად გავლის” ეფექტი). ნაწილდება ქსოვილებში: ყველაზე მაღალი კონცენტრაციების აღმოჩენა ხდება ღვიძლში, თირკმელებში და სახსროვან ხრტილში. მიღებული დოზის დაახლოებით 30% ხანგრძლივად პერსისტირებს ძვლოვან და კუნთოვან ქსოვილებში. ექსკრეტირებს უმეტესწილად შარდთან ერთად უცვლელი სახით; ნაწილობრივ - განავალთან ერთად.
T1/2 – 68 სთ. ქონდროიტინ სულფატის ბიოSeRwevadobaa დაახლოებით 13%.

ჩვენებები
პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი.

მიღების წესები და დოზები
შიგნით. მოზრდილებს და 15 წელზე უფროს ბავშვებს 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ პირველი სამი კვირის განმავლობაში; 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ შემდგომი კვირების და თვეების განმავლობაში.
მდგრადი სამკურნალო ეფექტი მიიღწევა პრეპარატის არანაკლებ 6 თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები
გლუკოზამინი: შესაძლებელია კნტ-ის mxriv მსუბუქი დარღვევები (ტკივილები ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა), თავბრუსხვევა, კანის ალერგიული რეაქციები.
ქონდროიტინი: ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა. 
სიფრთხილით: სისხლდენები ან სისხლდენებისადმი მიდრეკილება, ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი

ორსულობა და ლაქტაცია
მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არაა რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჭარბი დოზირების შემთხვევები უცნობია. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომატური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შესაძლებელია ანტიკოაგულანტებისა და ანტიაგრეგანტების მოქმედების გაძლიერება. არტრა® ზრდის ტეტრაციკლინების აბსორბციას, აქვეითებს ნახევრადსინთეzური პენიცილინების მოქმედებას. პრეპარატი თავსებადია გლუკოკორტიკოიდურ პრეპარატებთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 10 - 30°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 5 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე)