ბრიუსარტანი / Brusartan


ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი სრულად ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე.
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. 
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ, არ გადასცეთ იგი სხვებს. ამან შეიძლება მათ ზიანი მიაყენოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას გავს. 
- თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

ამ ბროშურაში:
1. რა არის ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი და რა რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა ვიცოდეთ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდის მიღების დაწყებამდე
3. როგორ მიიღება ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი და რა რისთვის გამოიყენება
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორის აგონისტის (ლოსარტანი) და დიურეტიკის (ჰიდროქლორთიაზიდი) კომბინაცია. 
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნაჩვენებია ესენციური ჰიპეტენზიის სამკურნალოდ (სისხლის მაღალი წნევა).

2. რა უნდა ვიცოდეთ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ლოსარტანის, ჰიდროქლორთიაზიდის ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. 
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) სხვა სულფონამიდის წარმოებულების მიმართ (მაგ., სხვა თიაზიდები, ზოგიერთი ანტიბაქტერიული აგენტი (როგორიცაა კოტრიმოქსაზოლი; ზუსტი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს).
- ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ. (აგრეთვე უმჯობესია არ მიიღოთ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ორსულობის გვიან სტადიაზე - იხ. ორსულობა). 
- თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მწვავე დაზიანება
- თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მწვავე დაზიანება ან თქვნი თირკმელი არ წარმოქმნის შარდს
- თუ გაქვთ კალიუმის, ნატრიუმის დაბალი დონე ან კალციუმის მაღალი დონე, რისი კორექციაც არ ხერხდება მკურნალობით. 
- თუ გაქვთ ჩიყვი. 

მიიღეთ სპეციალური უსაფრთოხების ზომები ლოსარტანი+ჰიდროქლორთIაზიდის გამოყენებისას
აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად (ან გაქვთ ორსულობაზე ეჭვი). ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე და არ უნდა გამოიყენონ ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ რადგან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ნაყოფი (იხ. ორსულობა). 

აცნობეთ ექიმს შემდეგი მოვლენების შესახებ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდის მიღებამდე:
- თუ ადრე აღგენიშნებოდათ სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შესუპება. 
- თუ იღებთ დიურეტიკებს (ტაბლეტებს)
- თუ იცავთ მარილის დაბალი შემცველობის დიეტას
- თუ გაქვთ ან გქონდათ მწვავე ღებინება ან/და დიარეა
- თუ გაქვთ გულის უკმარისობა
- თუ დაზიანებული გაქვთ ღვიძლის ფუნქცია (იხ. პარაგრაფი 2 “არ მიიღოთ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი”)
- თუ გაქვთ თირკმლის არტერიების შევიწროება (თირკმლის არტერიის სტენოზი), მხოლოდ ერთი მოფუნქციუნირე თირკმელი ან ბოლო პერიოდში ჩაგიტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია. 
- თუ გაქვთ არტერიების შევიწროება (ათეროსკლეროზი) ან გულის ანგინა (გულმკერდის ტკივილი გულის სუსტი ფუნქციონირების გამო)
- თუ გაქვთ “აორტული ან მიტრალური სარქვლის სტენოზი” (გულის სარქველების შევიწროება) ან “ჰიპერტროფული კარდიომიოპათია” (დაავადება, რომელიც იწვევს გულის კუნთის გამსხვილებას)
- თუ გაქვთ დიაბეტი
- თუ გაქვთ ჩიყვი
- თუ გაქვთ ან გქონდათ ალერგიული რეაქციები, ასთმა ან მდგომარეობა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, კანის გამონაყარს და ცხელებას (სისტემური მგლურას ერითემატოზი)
- თუ გაქვთ კალციუმის მაღალი ან კალიუმის დაბალი დონე, ან იცავთ კალიუმის შეზღუდული რაოდენობის დიეტას.
- თუ საჭიროებთ ანესთეზიას (სტომატოლოგთანაც კი) ოპერაციამდე, ან თუ უნდა შეამოწმოთ თქვენი პარათიროიდული ფუნქცია, უნდა უთხრათ ექიმს, რომ იღებთ კალიუმის ლოსარტანს და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტებს. 
- თუ გაქვთ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (სინდრომი დაკავშირებული ალდოსტერონის გაძლიერებულ სეკრეციასთან თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ამ ჯირკვლის ანომალიის შედეგად).

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან
გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რაიმე მედიკამენტი, რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით. 
დიურეზული საშუალებები, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტებში, შეიძლება ურთიერთქმედებდეს სხვა მედიკამენტებთან. ლითიუმის შემცველი პრეაპრატები არ უნდა გამოიყენონ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად ექიმის მეთვალყურეობის გარეშე. შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური უსაფრთხოების ზომები (მაგ. სისხლის ტესტები) თუ იღებთ კალიუმის დანამატებს, მარილის ჩამნაცვლებლებს, რომლებიც შეიცავს კალიუმს, კალიუმის შემცველ მედიკამენტებს, სხვა დიურეტიკებს, საფაღარათე საშუალებებს, პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება ჩიყვის სამკურნალოდ, მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის კონტროლისთვის ან ანტიდიაბეტურ საშუალებებს (ორალური აგენტები ან ინსულინი). აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ექიმმა იცოდეს თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს, რომელიც აქვეითებს წნევას, სტეროიდებს, კიბოს საწინააღმდეგო საშუალებებს, ანალგეზურ საშუალებებს, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, არტრიტის სამკურნალო საშუალებებს, მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება ქოლესტეროლის მაღალი დონის სამკურნალოდ, როგორიცაა ქოლესტირამინი, მიორელაქსანტები, საძილე საშუალებები, ოპიოიდები, როგორიცაა მორფინი, “ვაზოპრესორული ამინები” როგორიცაა ადრენალინი ან იგივე ჯგუფის სხვა მედიკამენტები (ორალური ანტიდიაბეტური აგენტები ან ინსულინი).
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდს როდესაც იგეგმება იოდის შემცველი საკონტრასტო საშუალების გამოყენება. 

ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად
არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი ამ მედიკამენტის გამოყენების დროს: ალკოჰოლი და ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი შეიძლება აძლიერებდეს ერთმანეთის ეფექტებს. 
დიეტაში მარილების დიდმა შემცველობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდის ეფექტებზე.
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი შეიძლება გამოიყენონ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. 

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
აცნობეთ ექიმს თუ ორსულად ხართ (ან გაქვთ ორსულობაზე ეჭვი). თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შეწყვეტა ორსოლობამდე ან როცა აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ და გადაგიყვანოთ შესაბამის ალტერნატიულ მკურნალობაზე. ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე გამოყენებისას და არ უნდა გამოიყენონ ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს ნაყოფი. 
ლაქტაცია
აცნობეთ ექიმს თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას. ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების დროს, განსაკუთრებით ახალშობილების და დღენაკლი ბავშვების შემთხვევაში; თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ალტერნატიული მკურნალობა. 
კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა ნებისმიერი მედიკამენტის მიღების დაწყებამდე. 

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
ბავშვებში ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. აქედან გამომდინარე ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზინი არ უნდა გამოიყენონ ბავშვებში.  

გამოყენება ხანდაზმულებში
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზინი თანაბრად ეფექტურია და კარგად აიტანება ხანდაზმული და ახალგაზრდა მოზრდილი პაციენტების უმრავლესობაში. ხანდაზმული პაციენტების უმრავლესობა საჭიროებს იგივე დოზას, რასაც ახალგაზრდა პაციენტები. 

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
როდესაც იწყებთ ამ მედიკამენტით მკურნალობას, თავი უნდა შეიკავოთ ქმედებებისგან, რომლებიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას  (მაგ., ავტომობილის მართვა ან სახიფათო მექანიზმების გამოყენება) სანამ არ გაიგებთ, რომ კარგად იტანთ ამ პრეპარატს. 

მნიშვნელოვნაი ინფორმაცია ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი შეიცავს PPonceau 4R (E124) წითელ ალუმინის ლაქს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. 

3. როგორ მიიღება ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი
ყოველთვის მიიღეთ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ზუსტად ექიმის დანიშნულებით. თქვენი ექიმი შეარჩევს ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდის ადექვატურ დოზას თქვენი მდგომარეობის მიხედვით, როდესაც იღებთ სხვა მედიკამენტებს. მნიშნველოვანია ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი მიიროთ იმდენ ხანს, რამდენსაც ექიმი გადაწყვეტს, რათა მოხდეს თქვენი წნევის კონტროლი. 

მაღალი წნევა
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდის ჩვეული დოზა მაღალი წნევის მქონე პაციენტების უმრავლესობაში არის 150მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში, წნევის კონტროლისთვის 24 საათიან პერიოდში. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 50მგ/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარულ 2 ტაბლეტამდე დღეში, ან 100მგ/25მგ ერთ ტაბლეტამდე (ძლიერი მოქმედება) დღეში. მაქსიმალური დღიური დოზაა 50/12.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი ან  100მგ/25მგ აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი. 

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ვიდრე საჭირო იყო
ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რათა მიიღოთ სამედიცინო დახმარება. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს წნევის შემცირება, თრთოლვა, სუსტი პულსი, სისხლის შემადგენლობის ცვლილება და დეჰიდრატაცია. 

თუ დაგავიწყდათ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდის მიღება
ეცადეთ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი მიიღოთ ზუსტად ექიმის დანიშნულებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციისთვის. მიღება განაახლეთ ჩვეული სქემით. 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტმა ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. 
თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი შეწყვიტეთ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
მწვავე ალერგიული რექციები (გამონაყარი, ქავილი ან სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება). ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი ეფექტი, რომელიც აღინიშნება 10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტში, თუმცა 1 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. 
აღწერილია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირი (აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში):
- ხველა, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა
- კუნთების ტკივილი ან კრამპები, ფეხის ტკივილი, ზურგის ტკივილი
- უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
- სისუსტე, დაღლილობა, გულმკერდის ტკივილი
- კალიუმის დონის გაზრდა (რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ანომალური რითმი), ჰემოგლობინის დონის დაქვეითება. 
არახშირი (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
- ანემია, კანზე წითელი ან ყავისფერი ლაქები (ზოგჯერ განსაკუთრებით ფეხებზე, მხრებზე და დუნდულოებზე, სახსრების ტკივილით, ხელების და ფეხების შეშუპებით და მუცლის ტკივილით), სისხლჩაქცევები, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება და კოაგულაციის პრობლემები. 
- მადის დაქვეითება, შარდმჟავას დონის ზრდა ან ჩიყვის გამოვლინება, სისხლში შაქრის დონის გაზრდა, სისხლში ელექტროლიტების არანორმალური დონე. 
- შფოთვა, ნევროზულობა, პანიკური დარღვევები (პანიკის მორეციდივე შეტევები), კონფუზია, დეპრესია, ანომალური სიზმრები, ძილის დარღვევები, ძილინობა, მეხსირების დაზიანება. 
- ჩხვლეტის შეგრძნება, კიდურების ტკივილი, ტრემორი, შაკიკი, გულის წასვლა
- მხედველობის დაბინდვა, თვალების წვა ან ჩხვლეტა, კონიუნქტივიტი, მხედველობის დაქვეითება, საგნების ყვითლად დანახვა
- ყურებში შუილი
- დაბალი წნევა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პოზიციის ცვლილებასთან (თავბრუსხვევა ან სისუსტე ფეხზე ადგომის დროს), ანგინა (ტკივილი გულმკერდის არეში), ანომალური გულისცემა, ცერებროვასკულური შემთხვევა, გულის შეტევა, თრთოლვა
- სისხლძარღვების ანთება, ხშირად დაკავშირებული კანის გამონაყართან ან სისხლჩაქცევებთან 
- ყელის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, ბრონქიტი, პნევმონია, სითხე ფილტვებში (რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას), ცხვირიდან სიხლდენა, ცხვირიდან გამონადენი, შეგუბება
- ყაბზობა, დარღვევები კუჭის მხრივ, კუჭის სპაზმი, ღებინება, პირის სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, კბილის ტკივილი
- სიყვითლე (თვალების და კანის გაყვითლება), პანკრეასის ანთება
- ურტიკარია, ქავილი, კანის ანთება, გამონაყარი, სიწითლე, სინათლისადმი მგრძნობელობა, კანის სიმშრალე, ოფლიანობა, თმის ცვენა
- ხელების, თეძოების, მუხლების და სხვა სახსრების ტკივილი, შებოჭილობა, კუნთების სისუსტე
- ხშირი შარდვა, ღამის ჩათვლით, თირკმელების ანომალური ფუნქცია, თირკმელების ანთების ჩათვლით, საშარდე გზების ინფექციები, შარდში გლუკოზა, 
- სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, იმპოტენცია
- სახის შეშუპება, ცხელება.

იშვიათი (10 000 პაციენტიდან 1-ზე მეტში, მაგრამ 1 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)
- ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ანომალური ფუნქციური ტესტები. 
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს. 

5. როგორ ინახება ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი?
ინახება 15-25°C ტემპერატურაზე. 

ვარგისობის ვადა
2 წელი

გაცემის პირობები
რეცეპტით

შეინახეთ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას. არ გახსნათ ბლისტერი მედიკამენტის მიღებამდე. 
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 
არ გამოიყენოთ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზინი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. 
არ გამოიყენოთ ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი თუ აღნიშნავთ დაზიანების ნიშნებს. 
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ გამოუყენებელი მედიკამენტები, ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

6.დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი?
აქტიური ნივთიერებებია კალიუმის ლოსარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი. 
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი 50მგ/12.5მგ შეიცავს 50მგ კალიუმის ლოსარტანს და 12.5მგ ჰიდროქლორთიაზიდს. 
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი 50მგ/12.5მგ შეიცავს შემდეგ არააქტიურ ინგრედიენტებს:
- ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი. 
- ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა მაკროგოლი, ტალკი, დიმეთიკონი, ოპასპრეი ყვითელი M-1-22801 [გამოხდილი წყალი, ტიტანის დიოქსიდი (E171), დენატურირებული ალკოჰოლი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (E464), ყვითელი ქინოლონი (E104) ალუმინის ლაქი, პონცო 4ღ (E124 ) ალუმინის წითელი ლაქი].
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი 50მგ/12.5მგ შეიცავს 4.24მგ (0.108მ ექვ.) კალიუმს.  

როგორ გამოიყენება ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი და შეფუთვის შემცველობა
ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ტაბლეტები არის ყვითელი, წაგრძელებული, გარსიანი ტაბლეტები, დაბეჭდილი ორივე მხარეს. ტიხრფის ხაზები განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის და გადაყლაპვის გაადვილებისთვის და არა ზუსტ დოზებად გაყოფისთვის. 
ტაბლეტები შეფუთული ალუ/ალუ ბლისტერში, შეფუთვაში აპკიანი გარსით დაფარული 14, 28 ან 56 ტაბლეტი.