Nuk
კრუზაფენი / Cruzafen


შემადგენლობა:
პრეპარატი კრუზაფენი/Cruzafen აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი(E171), რკინის ოქსიდი ყვითელი.

 

ჩვენებები:
კრუზაფენი გამოიყენება გულისრევისა და ღებინების საპროფილაქტიკოდ, სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიო- და სხივური თერაპიის ჩატარების დროს; აგრეთვე ოპერაციის შემდგომ პერიოდში გულისრევისა და ღებინების საროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.

 

მიღების წესები და დოზები:
პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალური  ჩვენებისა და მკურნალობის სქემის მიხედვით.
მოზრდილებში ღებინების მაღალი სიხშირით მიმდინარე ქიმიოთერაპიის შემდგომ მეორე დღიდან ინიშნება 8მგ კრუზაფენი ყოველ 8 საათში. მიღების ხანგრძლივობა 5 დღემდე 
ღებინების დაბალი სიხშირით მიმდინარე ქიმიო- და სხივური თერაპიისა დაწყებამდე 1-2 საათით ადრე ინიშნება 8მგ კრუზაფენი, ხოლო ქიმიოთერაპიის შემდგომ 8მგ 2-ჯერ დღეში. მიღების ხანგრძლივობა  5 დღემდე.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში გულისრევისა და ღებინების საპროფილაქტიკოდ ინიშნება 16მგ კრუზაფენი ანესთეზიამდე 1 სთ-ით ადრე ბავშვებში (4-დან 12 წლამდე) ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდში ინიშნება 4მგ ყოველ 8 საათში. მიღების ხანგრძლივობა 5 დღემდე.

 

გვერდითი მოვლენები:
• თავის ტკივილი; იშვიათად ტრანზიტორული ხასიათის მხედველობის დარღვევები და თავბრუსხვევა, უნებლიე მოძრაობები;
• იშვიათად – ტკივილი მკერდის არეში, არითმიები, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია;
• ყაბზობა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, სისხლის პლაზმის ტრანსამინაზების დონის ტრანზიტორული გაზრდა.
• ალერგიული რეაქციები – ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება; ცალკეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური რეაქციები 
• თავსა და ეპიგასტრალურ არეში სითბოსა და სისხლის მოდინების შეგრძნება

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ონდანსეტრონის ან სამკურნალო საშუალების რომელიმე კომპონენტის მიმართ

ორსულობა და ლაქტაცია:

ონდანსეტრონის გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში დადგენილი არ არის. ექსპერიმენტული ცხოველების კვლევების შეფასება არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე ემბრიონის, ანუ ნაყოფის განვითარების, გესტაციის მიმდინარეობის და პერი- და პოსტ-ნატალური განვითარების მხრივ. თუმცა, რადგან ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ყოველთვის არ განსაზღვრავს ადამიანებში მოსალოდნელ პასუხს, ორსულობის დროს ონდანსეტრონის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ტესტებმა აჩვენეს, რომ ონდანსეტრონი გადადის მეძუძური ცხოველების რძეში. ამიტომ რეკომენდებულია, რომ დედებმა, რომლებიც იღებენ კრუზაფენს®, არ გამოკვებონ ჩვილები ძუძუთი.


განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტებში ღვიძლისა ფუნქციის ზომიერი და გამოხატული დარღვევებით არ არის რეკომენდებული ონდანსეტრონის 8მგ/დღეში დოზის გადაჭარბება.
კრუზაფენი სიფრთხილით ინიშნება მუცლის ღრუზე ოპერაციული ჩარევის დროს, რადგან მისმა გამოყენებამ შესაძლოა მოახდინოს პროგრესირებადი ნაწლავური გაუვალობის შენიღბვა.

 

თუ იღებთ იმაზე მეტ კრუზაფენს, ვიდრე საჭიროა:

ამჟამად მცირე რამ არის ცნობილი ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბების შესახებ. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები შედარებული იყო იმ პაციენტებში არსებულ სიმპტომბთან, რომლებიც იღებდნენ მითითებულ დოზებს. სიმპტომები, რომლებიც დაფიქსირდა, მოიცავს მხედველობის პრობლემებს, მძიმე ყაბზობას, დაბალ არტერიულ წნევას და ანგიოპნევმოგასტრიულ ეპიზოდს მეორე ხარისხის გარდამავალი ატრიოვენტრიკულური ბლოკადით. ონდანსეტრონის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ ჭარბი დოზირების ყველა შემთხვევაში, სიმპტომატური და დამხმარე თერაპია უნდა ჩატარდეს სათანადოდ. იპეკაკუანას გამოყენება ონდანსეტრონის დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ არ არის რეკომენდებული, რადგან პაციენტები სავარაუდოდ არ რეაგირებენ თვით კრუზაფენის ღებინების საწინააღმდეგო ეფექტის გამო.

 

თუ დაგავიწყდათ კრუზაფენის მიღება:

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და გაქვთ გულისრევა ან ღებინება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ შემდეგი დოზით დოზირების სქემის მიხედვით. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და არ გაქვთ გულისრევა ან ღებინება, მიიღეთ შემდეგი დოზა თქვენი დოზირების სქემის მიხედვით.

 

ავტომობილის და მექანიზმების მართვა:

ფსიქომოტორული ტესტირებისას ონდანსეტრონი არ არღვევს მოქმედების უნარს და არ იწვევს სედაციას. ონდანსეტრონის ფარმაკოლოგიის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან გავლენა მოახდინოს ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.

 

შენახვის პირობები და ვადები:

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.



აფთიაქიდან გაცემის პირობები: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

სად შევიძინოთ?