Plasmon
დერმატიქს ულტრა / Dermatix Ultra

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია
  • მწარმოებელი კომპანია: hanson medical
  • გამოშვების ფორმა: 15 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
ციკლური და პოლიმერული სილიკონის ნაერთი (პოლოსილოქსანი) და ვიტამინ C ეთერი.

 

 

ჩვენებები:
ჭრილობის მკურნალობის შემდეგ კანის ნაწიბურების ზომის შესამცირებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული კელოიდური და ჰიპერტროფიული ნაწიბურების ჩამოყალიბება და მკურნალობა ქირურგიული ჩარევის, დამწვრობის ან სხვა ტრავმის შემდეგ. დერმატიქს ულტრას გამოყენება შესაძლებელია ჭრილობის შეხორცებისთანავე, კანის საფარველის აღდგენისას.

 

დოზირება და გამოყენების წესი:
დერმატიქს ულტრა-გელი დაიტანება კანის დაზიანებულ უბაზე თხელი ფენის სახით დღეში 2-ჯერ. გელი გამოყენებიდან 4-5 წუთში შრება და წარმოქმნის გამჭვირვალე აპკს, ამის შემდგომ შესაძლებელია კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება. თერაპიის რეკომენდებული მინიმალური ხანგრძლივობაა 2 თვე. უფრო გრძელვადიანი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება დადებითი ეფექტის ზრდა.  

 

გვერდითი მოვლენები:
არ აქვს ზოგადი ეფექტი სხეულზე, იშვიათ შემთხვევებში - სიწითლე.

 

განსაკუთრებული მითითებები:

დერმატიქს ულტრა არ უნდა იქნას გამოყენებული ღია, ახალ ჭრილობებზე.

არ გამოიყებება ლორწოვან გარსზე.

არ გამოიყენოთ კანის ანტიბიოტიკების შემცველი დერმატოლოგიური პრეპარატები ან სხვა აგენტები კანის დაავადებების ან კოსმეტიკური პროდუქტების მკურნალობისთვის.

დერმატიქსი გამოიყენება მხოლოდ მშრალ, სუფთა კანზე.

გვერდითი მოვლენების გამოვლენისთანავე უნდა მიემართოს ექიმს.

 

გარეგნული სახე და შეფუთვა:
გამჭვირვალე გელი ადგილოდრივი გამოყენებისთვის.

 

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?