Nuk
კუნელის ნაყოფი / Fructus Crataegi

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 25 მლ. ხსნარი ფლაკონში მუყაოს შეფუთვით, 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

კუნელის ნაყოფი შეიცავს ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდს, კვერცეტინს, ვიტექსინს), ურსოლინის და ოლეანის მჟავებს, კაროტინოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინებს, ქლოროგენის და კოფეინის მჟავას, შაქარს, ვიტამინ C და სხვ

ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარე ხელს უწყობს გულის კუნთის შევიწროვებას და აქვეითებს მის აღგზნებადობას, გულის კუნთსა და თავის ტვინში აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას, ზრდის საგულე გლიკოზიდების მოქმედებას გულის მიმართ.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კარდიოტროპული საშუალება.
გამოიყენება გულის მუშაობის ფუნქციონალური დარღვევის, ჰიპერტონული დაავადების, ანგიონევროზების, მოციმციმე არითმიის, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, საერთო ათეროსკლეროზის და კლიმაქტერული ნევროზის დროს.

რეგისტრაციის # და თარიღი
რეგისტრაციის მოქმედების ვადა: 29.12.2013

სად შევიძინოთ?