Nuk
ტენიკამი / TENIKAM


შემადგენლობა

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ტენოქსიკამი 20 მგ.

დახმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი პრეჟელატინიზირებული, ტალკი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი II ყელლოწ 85F220095 (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი/პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ყვითელი სანსეტი FCF ალუმინის ლაქი, ტარტრაზინ ალუმინის ლაქი), გასუფთავებული წყალი. 

 

პრეპარატის ათქ კოდი  M01AC02

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. ოქსიკამები.

 

მოქმედების მექანიზმი

ფარმაკოდინამიკა

ტენიკამი - ეფექტური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასას), ძლიერი  ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ზომიერი სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის თვისებები განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტალგანდინების სინთეზის ბლოკადას.

ტენიკამის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია კაპილარების განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას), ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზებით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას), ანთების მედიატორების (პროსტაგლანდინები, ჰისტამინი, ბრადიკინინი, ლიმფოკინები, კომპლემენტის ფაქტორები) სინთეზის დათრგუნვით ან ინაქტივაციით. პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, ამცირებს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს; აფერხებს ანთების პროლიფერაციული ფაზის განვითარებას; ამცირებს ქსოვილების პოსტანთებით სკლეროზირებას; ახასიათებს ქონდროპროტექტული მოქმედება.

პრეპარატი კუპირებას ახდენს ან ამცირებს ნებისმიერი ეტიოლოგიის ტკივილის სინდრომს, ამცირებს დილის შებოჭილობას, ზრდის დაზიანებული სახსრების  მოძრაობის დიაპაზონს. ხანგრძლივი გამოყენებისას გააჩნია მადესენსიბილიზებელი მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

ტენოქსიკამი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საკვების და ანტაციდების მიღება ანელებს აბსორბციის პროცესს, შეწოვის ხარისხზე ზეგავლენის გარეშე. Cmax მიიღწევა 2 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. პრეპარატი 99%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ტენოქსიკამის განმასხვავებელ თვისებას წარმოადგენს მოქმედების ხანგრძლივობა და ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი - 72 საათი. ტენოქსიკამი კარგად აღწევს სინოვიურ სითხეში. ადვილად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 60-75 საათს. ექსკრეცია ხდება ძირითადად შარდით და ნაწილობრივ ნაღველით.

 

ჩვენება

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, თანმხლები ტკივილის სინდრომით:

- სახსროვანი სინდრომი პოდაგრის, რევმატიული ართრიტის, ოსტეოართროზის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, ოსტეოქონდროზის, რევმატიზმის სახსროვანი ფორმის (ტენდინიტი, ბურსიტი, მიოზიტი) დროს;

- ტკივილი ხერხემალში, ნევრალგია, მიალგია, იშიალგია;

- ალგოდისმენორეა.

 

დოზირება და მიღების წესი

ტენიკამი მიიღება შიგნით.

პრეპარატი ინიშნება დოზით 20 მგ ერთხელ დღე-ღამეში ერთი და იგივე დროს.

მწვავე პოდაგრული ართრიტისას ინიშნება 40 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 2 დღის განმავლობაში, შემდეგ - 20 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 5 დღის განმავლობაში.

 

უკუჩვენება

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების,  აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ასას-ების მიმართ;

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები;

- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

- მძიმე მიმდინარეობის გასტრიტი;

- ღვიძლის და თირკმლების გამოხატული დარღვევები;

- არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შეშუპება;

- ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

 

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, (გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, დიარეა, მეტეორიზმი), ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, სტომატიტი, ანორექსია; მაღალ დოზებში ხანგრძლივი გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი გართულებები.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეპრესია, მომატებული აგზნებადობა.

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითემა, სტივენს-ჯონსისა და ლაილის სინდრომები.

სხვა: თირკმლების ფუნქციის დარღვევა, პლაზმაში კრეატინინის, აზოტის, შარდოვანას, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება.

 

უსართხოების ზომები

სიფრთხილით ინიშნება ასაკოვან პირებში, დიურეზულების, ნეფროტოქსიკური პრეპარატების მიღებისას, უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდგომ. ქირურგიულ ჩარევამდე რამდენიმე დღით ადრე ტენიკამის მიღება უნდა შეწყდეს.

ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის, სისხლში პროთრომბინული ინდექსის, გლუკოზის შემცველობის კონტროლი. მკურნალობის ფონზე კუწ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების ან სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

უსაფრთხოება ბავშვებში გამოყენებისას არ არის დადგენილი. 

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის დროს პრეპარატი უკუნაჩვენებია. 

ტენოქსიკამი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

გამოყენება პედიატრიაში

უსაფრთხოება ბავშვებში გამოყენებისას არ არის დადგენილი. 

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ტენიკამი ერთდროულად არ ინიშნება სალიცილატების ჯგუფის პრეპარატებთან, აგრეთვე არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან და კორტიკოსტეროიდებთან.

ტენიკამის თანმხლები გამოყენებისას აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების და სულფონილშარდოვანას წარმოებულების მოქმედებას.

პრობენეციდმა შეიძლება გააძლიეროს ტენოქსიკამის გამოყოფა.

ერთდროული გამოყენებისას, ტენოქსიკამი რამდენადმე აქვეითებს საგულე გლიკოზიდების დონეს სისხლის პლაზმაში.

ტენიკამი ერთდროულად არ გამოიყენება დიურეზულ საშუალებებთან, აგრეთვე - პოტენციურ ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან.

ტენიკამი არ ენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც იღებენ სეროტონინული რეცეპტორების და ანტიაგრეგაციული საშუალებების ანტაგონისტებს.

ტენოქსიკამი აძლიერებს მეთოტრექსატის და ლითიუმის პლაზმურ კონცენტრაციებს.

ანტაციდური სამკურნალო პრეპარატები ამცირებენ ტენოქსიკამის აბსორბციას.

ტენოქსიკამის ქინოლონურ ანტიბიოტიკებთან თანმხლები გამოყენებისას აღინიშნება კრუნჩხვების განვითარების რისკი.

 

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ტენოქსიკამით ჭარბ დოზირებაზე ეჭვის არსებობისას რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია.

 

გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.