Nuk
ვერა-დენკი 240 რეტარდი / Vera-Denk 240 Retard


Vera-Denk 240 Retard
ვერა-დენკი 240 რეტარდი 
შენელებული მოქმედების ტაბლეტები შინაგანად მისაღები  
კალციუმის არხის ბლოკატორი

გამოყენების ინსტრუქცია:
აუცილებელია ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.  

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: თითოეული გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 240 მგ ვერაპამილის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ალგინატი, პოვიდონი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილის სპირტი, ტალკი, ლეციტინი, ქსანტანის ფისი, ტიტანის დიოქსიდი E 171.  

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვერაპამილი მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების ჯგუფს. მოცემული ნივთიერება აინჰიბირებს კალციუმის შესვლას კუნთის უჯრედის მემბრანის გასწვრივ. გლუვ კუნთებში, განსაკუთრებით კი - სისხლძარღვთა და კუჭნაწლავის კუნთებში, ვერაპამილი ასევე მოქმედებს როგორც კალციუმის ანტაგონისტი. სისხლძარღვთა გლუვ კუნთებზე ზემოქმედების შედეგად  იგი ახდენს ვაზოდილატაციურ ეფექტს. როგორც კალციუმის ანტაგონისტი, ვერაპამილი ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებს მიოკარდიუმზე. AV კვანძზე ზემოქმედების შედეგად, პრეპარატი ანელებს AV კვანძის გამტარობას. ვერაპამილს შესაძლებელია ჰქონდეს ნეგატიური ინოტროპული ეფექტი. 
ვაზოდილატაციის შედეგად, ვერაპამილი ადამიანებში იწვევს ტოტალური პერიფერიული რეზისტენტობის შემცირებას. რეფლექტორულად იზრდება გულის წუთმოცულობა, ხოლო არტერიული წნევა შესაბამისად ეცემა.  

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ ვერაპამილის 80-90% სწრაფად შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან. სისტემური ბიოათვისებულობა შეადგენს მხოლოდ 20%-ს, რადგან პრეპარატი გამოხატულად განიცდის ღვიძლის `პირველი გასვლის~ მეტაბოლიზმს. შრატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება პერორალური მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. ვერაპამილის 90%-ით უერთდება პლაზმის ცილებს. 
აღნიშნული ნივთიერების მეტაბოლიზმის შედეგად მიიღება ძალიან ბევრი მეტაბოლიტი, რომელთაგან მხოლოდ ნორვერაპამილს გააჩნია 20% ეფექტურობა შედარებით საწყის პრეპარატთან. ვერაპამილის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3 - 7 საათს. გასათვალისწინებელია, რომ ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში შესაძლებელია შეფერხდეს მისი ელიმინაცია. ვერაპამილის 70% მეტაბოლიტის სახით ძირითადად ელიმინირდება თირკმელების საშუალებით. პრეპარატის 3-4% რჩება უცვლელი. ვერაპამილის ფარმაკოკინეტიკაზე არ მოქმედებს თირკმლის დარღვეული ფუნქცია. მიღებული დოზის დაახლოებით 16% ელიმინირდება ფეკალური მასებით. 

ჩვენებები:
1. გულის კორონარული დაავადების მკურნალობა (ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც ირღვევა ჟანგბადის მიწოდება გულის კუნთში):
-  ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია (დაძაბულობის სტენოკარდია),
-  არასტაბილური სტენოკარდია (კრეშენდო სტენოკარდია, მოსვენების სტენოკარდია),
- ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია, ვარიაბელური სტენოკარდია),
2. გულის რითმის გარკვეული ტიპის დარღვევების მკურნალობა, მაგალითად:
-  პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (წინაგულიდან წამოსული იმპულსებით გამოწვეული აჩქარებული გულისცემის ეპიზოდები), წინაგულების ფიბრილაცია/ წინაგულების ციმციმი აჩქარებულ AV გამტარობასთან ერთად (გარდა WPW სინდრომისა. იხილეთ "უკუჩვენება").
3.  მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მკურნალობა.

უკუჩვენება:
ვერა-დენკ 240 არ გამოიყენება
- კარდიოვასკულარული შოკი,
- გართულებებით მიმდინარე გულის შეტევა (ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, მარცხენა პარკუჭის  უკმარისობა),
- გამტარობის გამოხატული დაღვევა (მაგ. მეორე ან მესამე ხარისხის SA ან AV ბლოკადა),
- სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი
- გულის მანიფესტირებული უკმარისობა
- წინაგულის ფიბრილაცია/ციმციმი WPW სინდრომის თანაარსებობისას (იზრდება პარკუჭოვანი ტაქიკარდიის რისკი).
- ვერაპამილის და სხვა ინგრედიენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა

ვერა-დენკ 240 რეტარდის გამოყენება სიფრთხილით: 
ქვემოთ აღწერილია, თუ როდის გამოიყენება ვერა-დენკ 240 რეტარდი განსაკუთრებულ პირობებში და განსაკუთრებული სიფრთხილით. ამის შესახებ სასურველია  მიემართოს ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ინფორმაციაში მოცემული საკითხები ადრეც იყო აქტუალური. 
ვერა-დენკი 240 რეტარდის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე  არის საჭირო შემდეგ შემთხვევებში:
- პირველი ხარისხის AV ბლოკადა (წინაგულებიდან პარკუჭებისკენ გამტარებლობის გახანგრძლივება), 
- ჰიპოტენზია (სისტოლური წნევა ნაკლებია 90  mm Hგ-ზე)
- ბრადიკარდია (წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები)
- ძლიერ დარღვეული ღვიძლის ფუნქცია (იხილეთ დოზირება)
- კუნთებში ნერვული იმპულსის გადაცემის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებები (მაგალითად მიასთენია გრავისი, ლამბერტ იტონის სინდრომი, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შორსწასული სტადია)

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ვერა-დენკ 240 რეტარდი არ გამოიყენება ორსულობის პირველი 6 თვის განამვლობაში, რადგან ინფორმაცია ადამიანებში მისი გამოყენების შესახებ არ არსებობს. მისი მიღება შეიძლება ორსულობის ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მიღების პოტენციური უპირატესობა ამართლებს მასთან ასოცირებულ პოტენციურ რისკს. 
ვერა-დენკ 240 რეტარდი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში, რადგან მისი აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში. 

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვაზე:
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ვერა-დენკ 240 რეტარდით, საჭიროებენ რეგულარულ სამედიცინო მონიტორინგს. სხვადასხვა რეაქციებმა შესაძლებელია გარკვეული გავლენა მოახდინოს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე და ასევე მუშაობის უსაფრთხოებაზე. ეს განსაკუთრებით ეხება მკურნალობის საწყის პერიოდს, დოზის მომატებას, პრეპარატის შეცვლას და ალკოჰოლთან ერთად კომბინირებულ მიღებას. 
  
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
აღნიშნული ინფორაცია აგრეთვე ეხება უახლოესი პერიოდის განმავლობაში გამოყენებულ პრეპარატებს. 
ქვემოთ ჩამოთვლილია ვერა-დენკ 240 რეტარდის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან: 

ანტიარითმიული პრეპარატები:

ბეტა-ბლოკატორების გამოყენება ინჰალაციური ანესთეზიის სახით კარდიოვასკულარული ეფექტის გაძლიერება (ძლიერი AV ბლოკადა, გულისცემის გამოხატული შემცირება, გულის უკმარისობის შემთხვევები და ჰიპოტენზიის რისკის გაზრდა)

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები:

შარდმდენები, ვაზოდილატატორები

ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება

დიგოქსინი (გულის მუშაობის გასაუმჯობესებელი პრეპარატი)

თირკმლის მიერ შემცირებული ელიმინაციის შედეგად იზრდება შრატის დიგოქსინის დონე (სიფრთხილის მიზნით იხილეთ დიგოქსინის დოზის გადაჭარბების სიმპტომები. საჭიროების შემთხვევაში გლიკოზიდის დოზა უნდა შემცირდეს. სასურველია შრატის დიგოქსინის დონე განისაზღვროს წინასწარ).

ქინიდინი (არითმიის სამკურნალო პრეპარატი)

მოსალოდნელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება; ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ფილტვების შეშუპება; შრატში ქინიდინის დონის მომატება.

კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი)

კარბამაზეპინის ეფექტი ძლიერდება. იზრდება ნეიროტოქსიკური გვერდითი ეფექტები.

ციმეტიდინი (კუჭის სეკრეციის დამთრგუნველი პრეპარატი)

კომბინირებული თერაპიისას შრატში შესაძლებელია გაიზარდოს ვერაპამილის დონე

ლითიუმი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი)

მცირდება ლითიუმის ეფექტი, იზრდება ნეიროტოქსიკურობა (გვერდითი მოვლენის სახით ვლინდება ნერვის დაზიანება)

რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატი), ფენიტოინი, ფენობარბიტალი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები)

მცირდება როგორც შრატის ვერაპამილის დონე, ასევე ვერა-დენკ 240 რეტარდის ეფექტი.

თეოფილინი (ასთმის სამკურნალო პრეპარატი),

პრაზოსინი (ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატი)

შრატში იზრდება თეოფილინის დონე

 

შრატში იზრდება პრაზოსინის დონე

ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესიული პრეპარატი)

შრატში იზრდება ციკლოსპორინის დონე

მიდაზოლამი (ფობიების სამკურნალო პრეპარატი)

შრატში იზრდება მიდაზოლამის დონე

მიორელაქსანტები (კუნთების სარელაქსაციო პრეპარატები)

ვერა-დენკ 240 რეტარდმა შესაძლებელია გააძლიეროს მათი ეფექტი

აცეტილსალიცილის მჟავა (ტკივილის სამკურნალო პრეპარატი, ასევე აფერხებს სისხლის შედედებას)

იზრდება სისხლდენის რისკი

ეთანოლი (სპირტი)

აფერხებს ეთანოლის დაშლას, ხოლო შრატში ზრდის ეთანოლის დონეს. შესაბამისად ვერა-დენკ 240 რეტარდი აძლიერებს ალკოჰოლის ეფექტს.


ვერა-დენკ 240 რეტარდის მკურნალობის კურსის დროს არ შეიძლება ბეტა-ბლოკატორების ინტრავენურად შეყვანა (გამონაკლისს წარმოადგენს ინტენსიური თერაპია).  

რომელი საკვების და სამელის მიღება არის აკრძალული
ვერა-დენკ 240 რეტარდით მკურნალობის პერიოდში, აკრძალულია საკვები და სამელი, რომელიც შეიცავს გრეიფუტის წვენს. გრეიფუტს აქვს შესაძლებლობა გაზარდოს ვარაპამილის ჰიდროქლორიდის ზღვრული დონე. 

მიღების წესი 
თუ ექიმმა არ დანიშნა განსხვავებული დოზირება, ვერა-დენკ 240 რეტარდი მიიღება ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის მიხედვით. ზუსტად უნდა შესრულდეს შეფუთვაში არსებული ინსტრუქციის პირობები, რადგან სხვა შემთხვევაში ვერა-დენკ 240 რეტარდის მოქმედება შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. 
რა რაოდენობით და რა ხანგრძლივობით უნდა იქნეს ვერა დენკ 240 რეტარი მიღებული:
ვერაპამილის, ვერა-დენკ 240 რეტარდის ფარმაცევტული ფორმის აქტიური ნივთიერება, დოზა უნდა დარეგულირდეს ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის შესაბამისად. წლების განმავლობაში დაგროვილმა კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ზოგადი სადღეღამისო დოზა ყველა ჩვენებისთვის შეადგენს დაახლობით 240-360 მგ-ს. 
ხანგრძლივი მკურნალობის დროს არ შეიძლება, სადღეღამისო დოზა აჭარბებდეს 480 მგ-ს. ხანმოკლე მკურნალობის დროს დოზის ასეთი გაზრდა დასაშვებია. 
ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში ვერაპამილის ეფექტი იზრდება და ხანგრძლივდება, რადგან ამ დროს პრეპარატის დაშლა შენელებულია. შესაბამისად, ასეთ პაციენტებში ვერაპამილი ინიშნება სიფრთხილით, ხოლო მკურნალობა იწყება შედარებით დაბალი დოზებით (მაგ. ღვიძლის ფუნქციის დაღვევის დროს 40 მგ ვერაპამილის ჰიდროქლორიდის შემცველი ფარმაცევტული ფორმა ინიშნება 2-3-ჯერ დღე-ღამის განმავლობაში).

მოზრდილებში და 50 კგ-ზე მეტი წონის მქონე მოზარდები:
გულის კორონარული დაავადების მკურნალობა (ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც ირღვევა ჟანგბადის მიწოდება გულის კუნთში):
ვერაპამილის ჰიდროქლორიდის რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 240-480 მგ-ს, გაყოფილს 1-2 მიღებაზე.    
შენელებული მოქმედების მქონე ვერა-დენკი 240 რატარდის ½ - 1 ტაბლეტი მიიღება 2-ჯერ დღეში (რაც ექვივალენტურია დღეში 240 – 480 მგ ვერეპამილის ჰიდროქლორიდისა). 

ჰიპერტენზიის მკურნალობა: 
ვერაპამილის ჰიდროქლორიდის რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 240-480 მგ-ს, გაყოფილს 1-2 მიღებაზე. 
შენელებული მოქმედების მქონე ვერა-დენკი 240 რატარდის 1 ტაბლეტი მიიღება დილით, დღეში ერთხელ (რაც ექვივალენტურია დღეში 240 – 480 მგ ვერეპამილის ჰიდროქლორიდისა). 
თუ პაციენტის კლინიკური სურათი კლინიკურად არადამაკმაყოფილებელია, ამ შემთხვევაში შესაძლებელია საღამოს დაინიშნოს დამატებით ½ - 1 შენელებული მოქმედების მქონე ტაბლეტი (რაც ექვივალენტურია დღეში 360-480 მგ ვერაპამილის ჰიდროქლორიდისა). 

პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მკურნალობა (წინა გულიდან წამოსული იმპულსებით გამოწვეული აჩქარებული გულისცემის ეპიზოდები), წინაგულების ფიბრილაცია/ წინაგულების ციმციმი
ვერაპამილის ჰიდროქლორიდის რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 240-480 მგ-ს, გაყოფილს 2 მიღებაზე.
შენელებული მოქმედების მქონე ვერა-დენკი 240 რატარდის ½ - 1 ტაბლეტი მიიღება 2-ჯერ დღეში (რაც ექვივალენტურია დღეში 240 – 480 მგ ვერეპამილის ჰიდროქლორიდისა). 

ვერა-დენკ 240 რეტარდის მიღების წესი
არ შეიძლება ტაბლეტის წუწვნა ან დაღეჭვა. იგი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგ. ჭიქა წყალთან და არა გრეიფრუტის წვენთან ერთად) ჭამის დროს ან ჭამიდან ცოტა ხნის შემდეგ.
ვერა-დენკ 240 რეტარდი არ გამოიყენება ინფარქტიდან 7 დღის განმავლობაში განვითარებული სტენოკარდიის დროს. 
მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. 

დოზის გადაჭარბება და სხვა შეცდომები:
როგორ უნდა იმოქმედით დოზის გადაჭარბების დროს (უნებლიე ან წინასწარგანზრახული)
ვერა-დენკი 240 რეტარდის ინტოქსიკაციის სიმძიმე დამოკიდებულია მიღებული ვერაპამილის რაოდენობაზე, დეტოქსიფიკაციის ღონისძიებების ჩატარების სისწრაფეზე და გულის მუშაობაზე.
ვერა-დენკ 240 რეტარდის მძიმე ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
გონების დაბინდვა და კომა, არტერიული წნევის დაქვეითება, პულსის შენელება, ტაქიკარდიასთან დაკავშირებული არითმია, სისხლში შაქრის დონის მომატება და სისხლის სხვა პარამეტრების ცვლილებები (ჰიპოკალემია, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოქსია), ფილტვის შეშუპებასთან დაკავშირებული კარდიოგენული შოკი (მწვავე გულის უკმარისობასთან დაკავშირებული შოკი და ფილტვებში სითხის დაგროვება). 
თუ პაციენტი ეჭვობს ვერა-დენკ 240 რეტარდის დოზის გადაჭარბების შესახებ, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. ეს უკანასკნელი სიმპტომების შესაბამისად გადაწყვეტს, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს.
ინტოქსიკაციის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. შესაძლებელა პაციენტი გადაყვანილ იქნას ჰოსპიტალში, სადაც გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. 
ვერა-დენკ 240 რეტარდით გამოწვეული ინტოქსიკაციის წარმატებული მართვისათვის აუცილებელია პრეპარატის ადრეული ელიმინაცია კუჭის ამორეცხვის საშუალებით, ხოლო კარდიოვასკულარული სტატუსის აღსადგენად საჭიროა შესაბამისი ინტენსიური თერაპიის ჩატარება. 
ექიმის მიერ გაწეული სამედიცინო დახმარება დამოკიდებულია დროზე, მიღების ფორმაზე და ინტოქსიკაციის სიმპტომების ხასიათსა და სიმწვავეზე. 
შენელებული მოქმედების მქონე პრეპარატების დიდი დოზით მიღებისას აქტიური ნივთიერება შეიძლება არ გამოიყოს და არ შეიწოვოს ნაწლავის მიერ, თუ მედიკამენტის მიღებიდან გასულია 48 საათზე მეტი.
პრეპარატის მიღებიდან 12 სთ-ზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ კუჭის ამორეცხვა სასურველია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაღვეულია კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკა (პერისტალტიკის ხმიანობა). თუ საეჭვოა შენელებული მოქმედების მქონე პრეპარატით ინტოქსიკაცია, ასეთ შემთხვევაში საჭიროა შემდეგი ზომების მიღება: გულისრევის გამოწვევა, ენდოსკოპიური მეთვალყურეობის ქვეშ კუჭსა და წვრილ ნაწლავში არსებული შიგთავსის ამოღება, წვრილი ნაწლავის ირიგაცია, ნაწლავის დაცლა და მაღალი ოყნის გაკეთება. 
ჰემოდიალიზი არ ტარდება, რადგან ვერაპამილი არ გამოიყოფა დიალიზის გზით. თუმცა ზოგ შემთხვევაში რეკომენდირებულია ჰემოფილტრაციის და პლაზმაფერეზის (კალციუმის ანტაგონისტის დიდი ნაწილი უერთდება პლაზმის ცილებს) ჩატარება.
ექიმი ატარებს ჩვეულებრივ სარეანიმაციო ღონისძიებებს, როგორიც არის: ექსტრათორაკალური გულის მასაჟი, ვენტილაცია, დეფიბრილაცია და/ან პეისმეკერის თერაპია. 
 
თუ მიღებულია ვერა-დენკ 240 რეტარდის ძალიან მცირე დოზა ან თუ გამოტოვებულია ერთი დოზა
არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმით. 

მკურნალობის დამთავრება ან ნაადრევი შეწყვეტა
ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, ვერა-დენკ 240 რეტარდის მიღება წყდება თანდათან და არა უეცრად. 

გვერდითი მოვლენები:
ვერა-დენკი 240 რეტარდის გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს გულის გამტარებლობის (AV ბლოკადის) და გულისცემის დარღვევის სახით (სინუსური ბრადიკარდია, ასისტოლიასთან დაკავშირებული სინუსის კვანძის გაჩერება).
იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ან გაღრმავდეს მკურნალობამდე არსებული გულის უკმარისობა.
ასევე იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოტენზიური და/ან ორთოსტატული მოვლენები. 
იშვიათ შემთხვევებში ვერაპამილის ჰიდროქლორიდის თერაპიისას გამოვლინდა გულის ფრიალის და ტაქიკარდიის შემთხვევები. 
შენიშვნა: ფეისმეკერის მქონე პაციენტებში ვერაპამილის ჰიდროქლორიდის თერაპიის დროს არ არის გამორიცხული გამტარებლობის, ან მგრძნობელობის ზღურბლის მომატება.
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, პარესთეზია, ნეიროპათია, ტრემორი, წამოწითლება (ერითემა და წამოხურების შეგრძნება) არ წარმოადგენს იშვიათ მოვლენას. ყურებში შუილი იშვიათად ვლინდება. 
ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა ექსტრაპირამიდული სიმპტომები (პარკინსონიზმის სინდრომი, ქორეოათეტოზი, მოგვიანებითი დისკინეზია). ყველა სიმპტომი ქრება თერაპიის შეწყვეტასთან ერთად. 
არტერიოლების ლოკალური დილატაციის შედეგად შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული შეშუპება. 
ხშირია ნაწლავის პერისტალტიკის შეფერხების შედეგად განვითარებული გულისრევა, სისავსის შეგრძნება, ყაბზობა, ხოლო ინდივიდუალურ შემთხვევებში - ნაწლავის ობსტრუქცია. 
გლუკოზის ტოლერანტობის შემცირება იშვიათად ხდება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კუნთების სისუსტე და/ან კუნთების და სახსრების ტკივილი.
ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა მიასთენია გრავისისი, ლამბერტ იტონის სიმპტომის და შორსწასული დუშენის კუნთოვანი ატროფიის შემთხვევები. 
ისეთი ალერგიული რეაქციები როგორიც არის ერითემა, ქავილი, ურტიკარია, კანის მაკულოპაპულარული გამონაყარი, ერითრომელალგია იშვიათად ვლინდება. ასევე იშვიათია ბრონქოსპაზმი.
ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა ანგიონევროზული შეშუპება და სტივენ-ჯონსონის სინდრომი. 
იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ღვიძლის ფერმენტების უკუშექცევადი მომატება, რაც სავარაუდოდ წარმოადგენს ალერგიული ჰეპატიტის სიმპტომს. 
ინდივიდუალურ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ღრძილების ჰიპერპლაზია (გინგივიტი, სისხლდენა). აღნიშნული მოვლენა ქრება თერაპიის შეწყვეტასთან ერთად. 
იშვიათად ასევე გამოვლინდა იმპოტენციის შემთხვევები. 
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე ხანდაზმულ პაციენტებს განუვითარდათ გინეკომასტია. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავსი მოვლენა ქრება მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად. 
ასევე აღწერილია შრატში პროლაქტინის დონის მომატება და გალაქტორეას ინდივიდუალური შემთხვევები. 
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდება, როგორც წერტილოვანი და პეტეხიური ტიპის კანის გამონაყარი, ასევე ლორწოვანი გარსის სისხლჩაქცევები. არსებობს ასევე ფოტოდერმატიტის ინდივიდუალური შემთხვევები. 
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან თერაპევტს.  


შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25oC  ტემპერატურაზე; 
სინათლისგან დაცულ ადგილას;
გამოყენების ვადა მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერზე
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

სად შევიძინოთ?