ვიტამინი B 12 ლაიფი / Vit B12-Life


სავაჭრო დასახელება: ვიტამინი B12 ლაიფი

გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი შეფუთვაში

მოქმედი ნივთიერება: მეკობალამინი 5 მკრ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  მეკობალამინი წარმოადგენს ვიტამინ B12 ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას. მეკობალამინი წარმოადგენს  ვიტამინ  B12 კო-ენზიმს, რომელიც ვლინდება სისხლის და ცერებროსპინალურ სითხეში. იგი ნერვულ ქსოვილში გროვდება უფრო ექსტენსიურად, ვიდრე ვიტამინის B12 ნებისმიერი სხვა ჰომოლოგი. მეკობალამინს გააჩნია დიდი მნიშვნელობა  ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის. მეკობალამინი  -არის ვიტ. B12  ერთადერთი ნეიროაქტიური ფორმა, რომელიც  130-150 ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ციანკობალამინი. მიელინის გარსის ფორმირებაში, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. მეკობალამინს გააჩნია   ნოოტროპული მოქმედება, ხელს   უწყობს თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციის აცილებას. პრეპარატი დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე ტოქსიური ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის, პანკრეატიტის დროს. ახდენს ანაბოლურ მოქმედებას,ზრდის ფიზიკურ ქმედითუნარიანობას.

ჩვენებები: ჰიპოტროფია(ახდენს ანაბოლურ მოქმედებას). დიაბეტური ნეიროპათია. პერიფერიული ნეიროპათია.  გლაუკომასთან დაკავშირებული ჩივილების შემსუბუქება და მხედველობის  გასაუმჯობესებლად. მხედველობის ნერვის ატროფია. დეპრესია, სტრესი და ძილის დარღვევა, შაკიკი. გაფანტული სკლეროზი, გვერდითი სკლეროზი. პერნიციოზული ანემია, მეგალობლასტური ანემია. პერიფერიული ნევრიტები: ზურგის ტვინში დეგენერაციული ხასიათის ქვემწვავე კომპლექსური ცვლილებები. სამწვერა ნერვის ნევრალგიები, ნეკნთაშუა ნევრალგია, ლუმბაგო. კუნთოვანი სისუსტე, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ნერვული ღეროების მექანიკური და ტოქსიკური დაზიანება. ტკივილის სინდრომი პერიფერიული და ნერვული სისტემის დაავადებებისას. კარდიალგია, სიკვდილის შიში და ინსულტის შემდგომი მდგომარეობა. კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტება, მადის დაქვეითება, ტოქსიური ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი. კანის დაავადებები; (ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, მეიროდერმიტები, ჰერპეტიფორმული დერმატიტი). ოლიგოსპერმია, იმპოტენცია, ფიზიკური გამოფიტვა.

მიღების წესი და დოზირება: 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

შენახვის პირობები: ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას  25 С ტემპერატურაზე.