Nuk
საქართველოში აეროალერგენების დათვლისა და პროგნოზირების სამსახურის პრეზენტაცია
საქართველოში აეროალერგენების დათვლისა და პროგნოზირების სამსახურის პრეზენტაცია

მისამართი: თბილისი, მ. ასათიანის ქუჩა 9
თარიღი: 24/04/2018

2018 წლის 24 აპრილს 17:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და  ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ორგანიზებით, ალერგიის მსოფლიო კვირეულის (WORLD ALLERGY WEEK 22-28. 04.2018) ფარგლებში, გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე:

საქართველოში აეროალერგენების დათვლისა და პროგნოზირების სამსახურის პრეზენტაცია

პრესკონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, დარგის ექსპერტები.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში თანამედროვე, დასავლური ტიპის ალერგოლოგიური პროფილის აერობიოლოგიური სამსახურის ანგარიში.

პირველად საქართველოში ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრმა: 

- დააარსა აეროალერგენების დათვლის 3 სადგური (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი)

- შექმნა თბილისის აეროალერგენების 5 წლიანი მონიტორინგის კალენდარი

- დაიწყო აეროალერგენების გავრცელების ყოველკვირეული პროგნოზირება  

- საქართველო გახდა ევროპის აეროალერგენების დათვლის პროექტის კოლაბორატორი

სამყაროში გლობალურ დათბობასთან და კლიმატის სერიოზულ ცვლილებებთან ერთად მოხდა დედამიწის მოსახლეობის გლობალური ალერგიზაცია.

დადგენილია მსოფლიოში ის მცენარეები, რომლებსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ. ასევე, მათ მიერ ალერგიის გამოწვევის ინტენსიურობა. თითოეულ ქალაქს მისთვის დამახასიათებელი ფლორა აქვს. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უკვე წლებია, რაც განსაზღვრულია, თუ წლის რომელ პერიოდში რომელი მცენარე ყვავილობს. მიღებული ინფორმაციით ქალაქების მიხედვით შექმნილია ჰაერში აეროალერგენების გავრცელების კალენდარი. 

დღეისთვის მცენარეთა ინტენსიურ ყვავილობასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა ამინდის ალერგოლოგიური პროგნოზით სარგებლობა. ცივილიზებული სამყარო ამ სერვისს უკვე წლებია აქტიურად იყენებს და მას Pollen count forecast უწოდებს.

სამუშაო შეხვედრა გაიმართება ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.

ვებ გვერდი - www.allergy.ge

ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),

მისამართი: თბილისი, მ. ასათიანის ქუჩა 9

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, მაია კოტიშაძე 593 998 744