11-12 თვის (ერთი წლის) ბავშვის განვითარება
11-12 თვის (ერთი წლის) ბავშვის განვითარება
ბავშვის განვითარების ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჰორიზონტალური მდგომარეობიდან გადადის ვერტიკალურში. ის დგება ფეხზე და თავისი სიმაღლიდან გადაჰყურებს საკუთარ მიკროსამყაროს. მისი ცნობიერებაც იცვლება - ის უკვე პიროვნებაა, დამოუკიდებელი ინდივიდუალური ადამიანი, აქვს საკუთარი სურვილები, მოთხოვნები. მისწრაფებები
ბავშვს ესმის თითქმის ყველაფერი
ერთი წლის ბავშვი უკვე დამოუკიდებლად დგება. ადგომის პროცესი არის ნელი, ფრთხილი - მჯდომარე მდგომარეობიდან ნელ-ნელა წევს ზევით ,,ტაკოს“, ეყრდნობა ხელებს, განზე დგამს ფეხებს და წელში სწორდება. ეს არის სერიოზული წარმატება. ბავშვს აქვს გაბადრული სახე და ბედნიერია. მან თავისი განვითარების გზაზე სერიოზული ნაბიჯი გადადგა. სულ მალე, როდესაც დგომისას გაამყარებს მუხლს, გაბედავს ერთი ნაბიჯის გადადგმასაც, რომელსაც მეორე და მესამე ნაბიჯები მოჰყვება. ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, მალევე სწავლობს გაჩერებას, მოტრიალებას, ისე რომ არ წაიქცეს. მიხედავად ამისა, რომ ბავშვმა ისწავლა სიარული, სასურველ მიზნამდე გადაადგილების მეთოდად ჯერ კიდევ ხოხვას ამჯობინებს, რადგან სწრაფი და უსაფრთხოა.
წონაში მატების ტემპი ამ პერიოდ
ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
107
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
118
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
264
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
208
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
334