აივ სტატისტიკა 2020 წლის 31 იანვრის მონაცემებით

თარიღი: 04 თებერვალი, 2020

აივ სტატისტიკა
2020 წლის 31 იანვრის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის აღნიშნულ პერიოდში 41 შეთხვევა დაფიქსირდა.
სულ საქართველოსი რეგისტრირებულია 8150 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6081 მამაკაცია და   2069   ქალი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4271 პაციენტს განუვითარდა, 1645 გარდაიცვალა.


რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

 

38.0 %   (3093) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  48.4 %  (3942) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 %  (914) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.3 %   (110) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %   (38) - სისხლის რეციპიენტია;  0.7 %   (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3007 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1132; შემდეგ იმერეთში 982; აჭარაში 918; აფხაზეთში (525); კახეთში (402) ქვემო ქართლში (468); შიდა ქართლში (302); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (109) და .

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა.  27   გარდაიცვალა.   3   გავიდა ქვეყნიდან.
განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4. დაუდგენელი – 2.