ატოპიური დერმატიტი — როგორ მოვუაროთ კანს და შევამციროთ გამწვავების რისკი?
ატოპიური დერმატიტის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კანის ყოველდღიური და სწორი მოვლა.
კანის დამცავი ბარიერის მხარდაჭერა ხელს უწყობს სიმშრალის შემცირებას და სიმპტომების უკეთ მართვას.
რეგულარულად დაიტენიანეთ კანი
გამოიყენეთ თქვენი კანისთვის შესაფერისი დამატენიანებელი საშუალება რეგულარულად, განსაკუთრებით დაბანის შემდეგ.
მიიღეთ ხანმოკლე აბაზანა ან შხაპი
შეზღუდეთ დაბანის ხანგრძლივობა დაახლოებით 10–15 წუთამდე და გამოიყენეთ თბილი და არა ცხელი წყალი.
შეარჩიეთ ნაზი დასაბანი საშუალებები
უპირატესობა მიანიჭეთ მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილ საშუალებებს. მოერიდეთ პროდუქტებს, რომლებიც თქვენს კანს აღიზიანებს.
ნაზად შეიმშრალეთ კანი
დაბანის შემდეგ კანი რბილი პირსახოცით ფრთხილად შეიმშრალეთ — არ გაიხეხოთ. წაისვით დამატენიანებელი საშუალება, სანამ კანი ჯერ კიდევ ნოტიოა.
ამოიცანით და მოერიდეთ თქვენს ტრიგერებს
ოფლიანობამ, გარკვეულმა ქსოვილებმა, საპნებმა, სარეცხმა საშუალებებმა, მტვერმა და კლიმატურმა პირობებმა შესაძლოა სიმპტომები გაამწვავოს.
კვებითი ფაქტორები ბავშვებში
ზოგიერთ ჩვილსა და ბავშვში ატოპიური დერმატიტის გამწვავებას შესაძლოა გარკვეული საკვები უკავშირდებოდეს, მათ შორის — კვერცხი, რძე, სოიო და ხორბალი. საკვების რაციონიდან ამოღება რეკომენდებულია მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციის საფუძველზე.
გახსოვდეთ:
ატოპიური დერმატიტის მოვლა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. თუ სიმპტომები გრძელდება, ძლიერდება ან ხშირად მეორდება, მნიშვნელოვანია სპეციალისტის კონსულტაცია და სწორად შერჩეული მკურნალობა.
კონსულტაციისთვის დარეკეთ ნომერზე: (+995 32) 2 52 05 33 გივი ჟვანიას ქ. #2
კლინიკა
გოთუას სამედიცინო ცენტრი
ბოლო სიახლეები
ალერგია ბავშვთა ასაკში,თანამედროვე მიდგომები პრევენცია და მკურნალობა
136
ულტრაბიოტიკი - აღიდგინე ჰარმონიულობა
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - რა უნდა ვიცოდეთ
334
ატოპიური დერმატიტი
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
170