Nuk
ტონზილექტომია დიოდის ლაზერით და ტონზილექტომიის შემდგომი სისხლდენის პრევენცია

თარიღი: 01 აგვისტო, 2019

ევროპის ოტო-რინო-ლარინგოლოგთა და თავ-კისერის ქირურგთა  რიგით მე-5 კონგრეზე ტოპ განსახილველ საკითხად  ტონზილექტომიის დიოდის ლაზერით ჩატარება და ტონზილექტომიის შემდგომი სისხლდენის პრევენცია იქცა. რატომ გახდა ერთი შეხედვით „მარტივი „ ოპერაციული ჩარევა  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად. საქმე იმაშია,  რომ მთელ მსოფლიოში ტონზილექტომია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ქირურგიულ ჩარევად...

ტონზილექტომია მოსახლებისთვის  ერთ-ერთ მარტივ ოპერაციად ითვლება.,  სამწუხაროდ მოსახლეობა არ აღიქვამს თავად ოპერაციას და მით უმეტეს პოსტოპერაციულ პერიოდს სახიფათო და საყურადღებოდ. აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში ტონზილექტომია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ქირურგიულ ჩარევად, საიდანაც  ჩატარებული ოპერაციების  10 % პოსტოპერაციული სისხლდენით რთულდება, რაც ყოველ 20000 პაციენტში ერთ პაციენტს  ლეტალური შედეგით უმთავრდება. სწორედ ამიტომ, 2019 წლის ივნისში, ბრიუსელში ჩატარებულ ევროპის ოტო-რინო-ლარინგოლოგთა და თავ-კისერის ქირურგთა ერთობლივ კონგრესზე, ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად განიხილებოდა უსაფრთხო ქირურგიული ჩარევა
ტონზილექტომიის დროს და  პოსტოპერაციული სისხლდენის პრევენცია. აღინიშნა, რომ დღეისათვის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ ქირურგიულ ჩარევად- ტონზილექტომია ლაზერის მეთოდით ითვლება.

რატომ ოპერაციული ჩარევის სწორედ ეს მეთოდი?

დიოდის ლაზერი ნაკლებად აზიანებს ქსოვილებს და შესაბამისად სისძარღვებს ტონზილექტომიის დროს. აღნიშნულის საფუძველზე ნაკლებია პოსტოპერაციულად სისხლდენის განვითარების ალბათობა. ახალი მეთოდებით ტონზილექტომიის დროს სასის ტონზილების მოცილება ხდება კაფსულის ფარგლებში, რომელიც განაცალკევებს სასის ტონზილებს ქსოვილებისგან და არ ხდება კაფსულის მიღმა ქსოვილების დაზიანება. შესაბამისად თუ პოსტოპერაციულად პაციენტი დაიცავს პოსტოპერაციულ დიეტას და რეჟიმს, ტონზილექტომიის შემდგომი სისხლდენის განვითარების ალბათობა მინიმუმამდე დადის . დიოდის ლაზერი არამარტო მინიმუმამდე ამცირებს სისხლდენის რისკს, ასევე საშუალებას იძლევა აღნიშნული ოპერაცია აქტიურად ჩატარდეს  ზაფხულის ცხელ დღეებშიც, მაშინ როდესაც ძველი მეთოდები იზღუდება სისხლდენის მაღალი რისკის გამო.

ამავდროულად, დიოდის ლაზერით ტონზილექტომია არის უსისხლო, ქირურგიული მიკროსკოპისქვეშ სამუშაო პროცესი,რომელიც მოითხოვს კვალიფიციური ქირურგის  სწორ და დამზოგველ მუშაობას.

რეკომენდაციები, რომლებიც კონგრესზე განიხილეს და სისხლდენის პრევენციისათვის გახდა გასათვალისწინებელი:

1. ტონზილექტომია ჩატარდეს დიოდის ლაზერით

2. მკაცრად დავიცვათ პოსტოპერაციული დიეტა, რომელსაც თავის მხრივ რეკომენდაციას გაუწევს მკურნალი ექიმი და დეტალურად დააკვალიანებს პაციენტს და მის ახლობლებს

3. მკაცრად დავიცვათ პოსტოპერაციული რეჟიმი

4. ჩავიტაროთ პოსტოპერაციული მედიკამენტოზური მკურნალობა,რომელსაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი

 

p.s გვახსოვდეს, რომ ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის დიაგნოზის დასმისთანავე აუცილებელი პირობაა დროულად გადავწყვიტოთ ტონზილექტომიის გაკეთება, ვინაიდან სასის ტონზილები დეკომპენსაციის პერიოდში აზიანებენ კაფსულის მთლიანობას,რის საფუძველზეც ვითარდება შეხორცებითი პროცესი ღრმად მდებარე ქსოვილებთან,ეს კი თავის მხრივ ზრდის პოსტოპერაციული სისხლდენის რისკს. ტონზილექტომია არასოდეს არ არის სასწრაფო ,მაგრამ რაც მალე ჩაიტარებთ დეკომპენსირებულ პერიოდში არნიშნულ ქირურგიულ ჩარევას,მით დავიცავთ თავს არასასურველი პოსტოპერაციული გართულებებისგან.

 

ხათუნა ჩიტაძე - ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი