Nuk
ხორბლის მიმართ ალერგია

თარიღი: 22 მაისი, 2020

რა უნდა ვიცოდეთ
შედის ყველაზე ალერგიული პროდუქტების დიდ რვიანში!
(რძე,  კვერცხი, თევზი, სოიო, ხორბალი, კიბორჩხალები და მოლუსკები (Shellfish), არაქისი, თხილეული) ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული ბავშვთა კვების ალერგიაა, მაგრამ შეიძლება მოზრდილებშიც გამოვლინდეს

ხორბლის ალერგიის სიპტომები შეიძლება იყოს:
- სუნთქვის გაძნელება,
- ცხვირიდან გამონადენი ან გაჭედილობა
- ჭინჭრის ციება ან/და კვინკეს შეშუპება
- ატოპიური დერმატიტი,
- მუცლის შებერილობა და  გულისრევა
იშვიათ შემთხვევაში ანაფლიაქსიით (სიცოცხლისთვის საშიში რეაქციით)!

ხორბლის მიმართ ალერგიის მქონე პაციენებში, შესაძლოა შეგვხდეს:
- მცხობელთა ასთმა (განმეორებითი ხორბლის ფქვილის შესუნთქვის დროს გამოვლენილი მსტვინავი ხიხინი)
- ფიზიკურ დატვირთვასთან ასოცირებული ხორბლის ალერგია (სიმპტომები ვლინდება მხოლოდ მაშინ, თუკი პაციენტმა მიირთვა ხორბლისაგან დამზადებული პროდუქტები და შემდეგ დაიტვირთა ფიზიკურად)
- ხორბლის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტს, როგორც წესი არ აღენიშნებათ რეაქცია სხვა მარცვლეულზე, მაგ. ჭვავი, შვრია, ქერი, სიმინდი.
- ხორბლის ცილების შესაძლო წყარო, შეიძლება იყოს შემდეგი საკვები პროდუქტები (რეკომენდებულია მათი თავიდან აცილება):
გამომცხვარი პროდუქტები, მათ შორის, ნამცხვრები, კრეკერები, დონატები, მაფინები, კრეკერი, საცობები, ვაფლები და პური,ხინკალი;
- საუზმის მარცვლეული;
- ლუდი, ალაო;
- ყავის შემცვლელები, მდნარი რძე და შოკოლადის სასმელის დაუყოვნებელი მიქსები
- სოუსები, სოიოს სოუსი;
- მაკარონი, ნუდლსები, რომლებიც მზადდება ხორბლისაგან;-
- ჟელატინიზირებული სახამებლების შემცველი პროდუქტები;
- ჰიდროლიზებული ცილები, დამუშვებული ხორცი, ჰოტდოგები, ხორცისა და კრევეტების შემცვლელები;
- მონოსოდიუმის გლუტამატი;
- ბუნებრივი არომატიზატორები;

გლუტეინი არის ცილა, რომელიც ისეთი მარცვლოვნების შემადგენლობაშია როგორებიცაა ხორბალი, ჭვავი, ალაო და ქერი.

გლუტეინის მიმართ რეაქცია შეიძება გამოვლინდეს სხვადასხვა დაავადებებით: ცელიაკია, გლუტეინის მიმართ ინტოლერანტობა, ხორბლის ალერგია და ისინი ყველა სხვადასხვა მდგომარეობებია.

წყარო: https://www.facebook.com/allergycentergeorgia/