ოსტეოპოროზი და დენსიტომეტრია
ოსტეოპოროზი ჩონჩხის სისტემური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძვლოვანი ქსოვილის მასისა და სიმკვრივის შემცირებით
ოსტეოპოროზი და დენსიტომეტრია
ოსტეოპოროზი ჩონჩხის სისტემური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძვლოვანი ქსოვილის მასისა და სიმკვრივის შემცირებით. დაავადება ვითარდება თანდათანობით და გამოვლინდება ხერხემლის, მენჯის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობით. ოსტეოპოროზს ჩუმ ეპიდემიასაც უწოდებენ.
ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში, განსაკუთრებით კი სქესობრივი მომწიფების პერიოდში ძვლის ქსოვილის მასა ინტენსიურად იზრდება. 25–35 წლიდან კი იწყება ძვლოვანი მასის კარგვის პერიოდი. თავდაპირველად კარგვა ბალანსირებულია, შემდგომში კი ეს პროცესი ჩქარდება.
ოსტეოპოროზის განვითარების რისკ–ფაქტორად მიჩნეულია ევროპული და აზიური რასა, მემკვიდრეობა, ჰორმონული დარღვევები, Ca, D ვიტამინის, ცილების დეფიციტი, ცხოვრების არასწორი რეჟიმი, ჰიპოდინამია (უმოძრაობა), სხვადასხვა დაავადებები (ენდოკრინული, რევმატული, საჭმლის მონელების სისტემის, თირკმლის), ზოგიერთი წამლის მაგ. კორტიკოსტეროიდების (პრედნიზოლონი), შარდმდენების (ფუროსემიდი) ხანგრძლივი მიღება.
ოსტეოპოროზით უპირატესად ავადებიან ქალები, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ პერიოდში, როცა ორგანიზმში ეცემა ესტროგენების დონე. არანაკლებ საყურადღებოა მამაკაცები რომლებსაც ტესტოსტერონის დაბალი დონე აქვთ.
დენსიტომეტრია არის კვლევა, რომელიც გარკვეული სიზუსტით განსაზღვრავს ადამიანის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს და ავლენს მოტეხილობის რისკს.
ოსტეოდენსიტომეტრის განვითარებამ შესაძლებელი გახადა ძვლის სიმკვირივის შემცირების ადრეულ ეტაპებზე დიაგნოსტირება, რაც მოტეხილობების პროფილაქტიკის წინაპირობაა.
დენსიტომეტრული კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ 50 წელს გადაცილებილი ყოველი მე–3 ქალი და 60 წელს გადაცილებული ყოველი მე–5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით.
ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს და გართულებებს (ტკივილი,მოტეხილობა, ინვალიდობა, ლეტალური გამოსავალი).
ულტრაბგერითი დენსიტომეტრია არის სრულიად უსაფრთხო, ინოვაციური და ხელმისაწვდომი გამოკვლევა, რომლის ჩატარებაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ასაკოვან ქალებში და მამკაცებში, არამედ ბავშვებსა და ორსულებში, ფარისებური დაავადებების დროს, ჰორმონოთერაპიის ფონზე.
ქეთევან ჯაფარიძე, ექიმი თერაპევტი
კლინიკა
პროფ. ჟორდანიას და პროფ. არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი
ბოლო სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - „7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება“
110
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები : მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
120
როგორ დავადგინოთ ზაფხულის ალერგია?
269
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
209
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
336