დერმატოლოგიის თანამედროვე მეთოდები: პუვათერაპია

თარიღი: 27 აპრილი, 2018

დღეისათვის მედიცინის წარმატებები მხოლოდ სხვადასხვა დარგის მკვლევართა ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა. ერთ-ერთი ბოლო წარმატება, დერმატოლოგიაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ დანერგილი მკურნალობის ხერხი, რომელიც პუვათერაპიის სახელწოდებითაა ცნობილი, სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით სულ სხვადასხვა დარგის მეცნიერთა - ფარმაკოლოგებისა და ფიზიკოსების წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. მეთოდი მედიკამენტისა და სინათლის ერთობლივ ზემოქმედებას ემყარება და განსაკუთრებული როლი მან ისეთი სერიოზული პათოლოგიის მკურნალობაში ითამაშა, როგორიცაა ფსორიაზი.

ამ პათოლოგიასთან ბრძოლის ამბავი ისეთივე ძველია, როგორც თავად მედიცინის განვითარების ისტორია. ათასწლეულები გვაშორებს იმ დროს, როდესაც ტერმინი „ფსორიაზი“ პირველად იქნა გამოყენებული ძველ საბერძნეთში, მას შემდეგ კი მედიცინა თავისი განვითარების ყოველ ეტაპზე რაღაც ახალს მატებდა კანის ამ მძიმე დაავადებასთან ბრძოლის არსენალს, თუმცა საბოლოო გამარჯვებამდე ისევ შორია და ფსორიაზიც კვლავ უცვლელად იკავებს საპატიო ადგილს მედიცინის ჯერაც გადაუჭრელი პრობლემების ნუსხაში.

ბრძოლა გრძელდება. ადგილზე არც მედიცინა დგას და არც, საზოგადოდ, მეცნიერება. დაავადებებთან ბრძოლაში სულ სხვადასხვა ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ა.შ. მეთოდები და მათი ნაირგვარი კომბინაციების გამოცდა ხდება. რიგ შემთხვევაში ეს მცდელობები საკმაოდ წარმატებულია და სწორედ ერთ-ერთ ამგვარ წარმატებულ კომბინაციზე გვინდა გიამბოთ, რომელმაც ფსორიაზთან ბრძოლაში ახალი, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიტანა. მცენარეული პრეპარატისა და ულტრაიისფერი სხივების ერთობლივი მოქმედება კანის დაავადებებთან ბრძოლაში დიდად ეფექტური აღმოჩნდა, პუვათერაპიის სახელით გახდა ცნობილი და ფსორიაზის საბოლოო განკურნებისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა.

პუვათერაპიის, როგორც ფსორიაზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდის შესახებ, ავერსის კლინიკის დერმატოლოგს და დარგის კოორდინატორს ნინო ლომსაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც დარგის უამრავი სიახლე გაგვიზიარა და ამომწურავად უპასუხა ჩვენს შეკითხვებს.

 

- რას ნიშნავს ტერმინი „პუვათერაპია“?

- „PUVA“ აკრონომია. P-ფსორალენს აღნიშნავს, ანუ მცენარეული წარმოშობის ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც ულტრაიისფერი სხივების შთანთქმის შედეგად გააქტიურების, დნმ-ზე ზემოქმედების და უჯრედთა დაყოფის შეფერხების უნარი გააჩნია, UV - ულტრაიისფერს ნიშნავს, A კი მზის გამოსხივების 320-დან 420 ნანომეტრამდე სიხშირის დიაპაზონს. ამ მეთოდით პირველად ფსიორიაზს უმკურნალეს და ამიტომაც შემორჩა ამ დასახელებით, თორემ დღეისათვის დერმატოლოგები მას სხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაშიც ეფექტურად იყენებენ.

 

- რაპროცედურებსგულისხმობსპუვათერაპიადარამდენადეფექტურიაიგი?

- როგორც მოგახსენეთ, პუვათერაპია წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის სამკურნალო ნივთიერებებისა და ულტრაიისფერი სხივების ერთობლივ სამკურნალო ზემოქმედებას. პროცედურის დროს პაციენტი პერორალურად იღებს ან კანში შეიზელს პრეპარატს, ხოლო 2-3 საათის შემდგომ ხდება ულტრაიისფერი სხივებით ლოკალური ან მთელი სხეულის დასხივება 1-2 წუთიდან 15 წუთამდე დროის განმავლობაში. ეს არის და ეს, თუმცა პროცედურის ერთი შეხედვით სიმარტივის უკან ურთულესი ფიზიოლოგიური პროცესები დგას და სწორედ მათი ერთობლიობა განაპირობებს პათოლოგიურ უბანზე ეფექტურ ზემოქმედებას და მდგომარეობის უკეთესობისკენ ცვლილებას.

 

სამკურნალო საშუალებისა და ულტრაიისფერი სხივების ერთობლივი ზემოქმედების შდეგიანობა უკვე რამდენიმე პროცედურის შემდეგ გამოჩნდება ხოლმე - გამონაყარი მცირდება, იკლებს ქავილი და კანის აქერცვლა, კანის საფარი კი ნორმას უბრუნდება. ეს, ცხადია, პაციენტის ზოგად მდგომარეობაზეც აისახება, ხოლო ემოციური ფონის მოწესრიგება, თავისთავად, გაჯანსაღების პროცესს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. მთავარია, პაციენტი ზუსტად მიჰყვეს ექიმის რეკომენდაციებს და არ დაარღვიოს მკურნალობის გრაფიკი.

 

- რახანგრძლივობისაამკურნალობისკურსი?

- ყველაფერი პროცესის სიმძიმეზეა დამოკიდებული და შედეგის მიღწევას 10-დან 30 სეანსამდე სჭირდება. პროცედურები ამბულატორიულად ტარდება და თითოეული მათგანი რამდენიმე საათს იკავებს.

 

- რამდენადაპრობირებულიამეთოდიდარამდენიხანია, რაციგიკლინიკურპრაქტიკაშიგამოიყენება?

- თანამედროვე მედიცინაში სიახლეთა უმრავლესობა სხვადასხვა დარგის მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევის შeდეგს წარმოადგენს. მედიკოსებისა და ფიზიკოსების ერთობლივი კვლევის შედეგად პუვათერაპია მეოთხედი საუკუნუს წინ დაიბადა. დღეისათვის დარგის სპეციალისტების მიერ ამ მეთოდის გამოყენების საკმაო გამოცდილებაა დაგროვილი და მის ეფექტურობაში ეჭვი აღარავის ეპარება. კვლევები უჩვენებენ, რომ კანის მნიშვნელოვანი გაჯანსაღება შემთხვევათა 85%-ში ვლინდება. აღსანიშნავია, რომ შედეგის დადგომა ხშირად 4-6 პროცედურის შემდეგაც კი ხდება, ხოლო რემისია ექვსი თვიდან რამდენიმე წლამდე გრძელდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეთოდს უკუჩვენებები პრაქტიკულად არ გააჩნია და პაციენტთა უმრავლესობას იგი ძალიან ადვილად გადააქვს.

 

- იმდენად, რამდენადაც ჩვენი ინტერესი პუვათერაპიის მთავარი სამიზნე ფსორიაზით დაავაებულები არიან, ჩვენც უფრო დაწვრილებით გვინდა ამ პათოლოგიაზე შევჩერდეთ. რაპროცესებივითარდებაფსორიაზისდროსდარატომააიგიმიჩნეულიმძიმე, შემაწუხებელდაძლიერისტრესისგამომწვევდაავადებად?

- ფსორიაზის არსის გასაგებად ადამიანის კანის ანატომიური შენება უნდა გავიხსენოთ. იგი რამდენიმე შრიანი წარმონაქმნია და მისი გარეთა შრე მუდმივ განახლებას განიცდის: დაბერებული შრე კი რქოვანდება, თანდათან იქერცლება და კანს შორდება. ნორმაში კანის გარეთა შრის უჯრედების სრულ განახლებას და ახლით შეცვლას ერთი თვე სჭირდება. ფსორიაზის დროს ეს პროცესი მრავალჯერაა დაჩქარებული, კანის გარეთა შრე დიდი სისწრაფით განიცდის გამრავლებას, გარქოვანებული ფენა აქერცვლას ვერ ასწრებს, სქელდება და ფუფხებს წარმოქმნის, რაც მნიშვნელოვანი დისკომფორტის წყარო ხდება.

 

- კიდევ რა კლინიკური გამოვლინებები ახასიათებს ფსორიაზს?

- ფსორიაზისთვის, როგორც ქრონიკული დაავადებისთვის, დამახასიათებელია პერიოდული გამწვავებების და რემისიების მონაცვცლეობა. რემისია შესაძლოა რამდენიმე წელიწადსაც გაგრძელდეს.

ფსორიაზს რამდენიმე კლინიკური ფორმა გააჩნია. ყველაზე ხშირად პროცესი კანსა და ფრჩხილებს მოიცავს. გამონაყარი უპირატესად იდაყვებზე, მუხლებზე და თავის თმიან მიდამოზე იჩენს თავს, თუმცა არსებობს გენერალიზებული ფორმებიც, როდესაც გამონაყარი მთელ სხეულს ედება. ზოგჯერ დაავადება სახსრებსაც აზიანებს და მისმა პროგრესირებამ შეიძლება მოძრაობის შეზღუდვაც კი გამოიწვიოს.

საბედნიეროდ, ასეთი ფორმები იშვიათია და უმრავლეს შემთხვევაში კანის ფორმით შემოიფარგლება.

 

– რა დროს მწვავდება ფსორიაზი? რა უწყობს ხელს მის გამწვავებას?

– მთავარი ფაქტორი უხშირესად სტრესია, თუმცა იგი შეიძლება მედიკამენტმაც გამოიწვიოს, ალკოჰოლმა, ან სულაც თამბაქომ. მზის სხივები მდგომარეობას ძირითადად აუმჯობესებს, თუმცა შეიძლება ხანდახან პირიქითაც მოხდეს.

 

- მოსახლეობისრომელჯგუფებსემართებაფსორიაზიუფროხშირად?

- ასეთი ცალსახა სტატისტიკა არ არსებობს. ცნობილია, რომ ფსორიაზით უპირატესად ევროპული რასა ავადდება, აზიაში და აფრიკაში იგი დიდი იშვიათობაა. დღეისათვის ყველაზე მეტად იგი ამრიკის კონტინენტზეა გავრცელებული, ხოლო ევროპაში მის მთავარ კერას საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი და ნორვეგია წარმოადგენენ. დაავადების გავრცელება მსოფლიოში სხვადასხვა კვლევის მიხედვით მოსახლეობის 1 - 7% -ში გვხვდება. დაახლოებით იგივე სტატისტიკაა ჩვენთან. დაავადება ძირითადად ორ ასაკობრივ ჯგუფში ვლინდება - 20-30 წ. და 50 წ., თუმცა ამ ბოლო ხანებში დაავადება გაახალგაზრდავების ტენდენციას ამჟღავნებს და ბავშვთა ასაკშიც კი გვხვდება. აქვე უნდა ითქვას, რომ ქალებს და კაცებს იგი პრაქტიკულად თანაბარი სიხშირით ემართებათ.

 

- ხშირადგვსმენია, რომფსორიაზიმემკვიდრულადგადაეცემადათუმშობლებიდანერთ-ერთსმაინცაწუხებს, ბავშვისდაავადებისალბათობაცდიდია?

- მე მოვერიდებოდი ასეთ კატეგორიულ მტკიცებას. მემკვიდრული ფაქტორი მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა პათოლოგიისთვის მნიშვნელოვანია და არც ფსორიაზია გამონაკლისი. მართალია, აღწერილია ამ დაავადების ჯგუფური შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრთა უმრავლესობას აღენიშნებოდა ფსორიაზის სიმპტომები, მაგრამ მედიცინამ ისეთი შემთხვევბიც იცის, როდესაც ერთ კვერცხუჯრედიან ტყუებში ერთი ფსორიაზის მძიმე ფორმით ყოფილა დაავადებული, მეორე კი - სრულიად ჯანმრთელი იყო. ასე, რომ მემკვიდრეობითობას ვერაფრით მივაკუთვნებთ ფსორიაზის მთავარი ეტიოლოგიური ფაქტორის როლს.

 

- მაშროგორჩნდებაფსორიაზიდარამდენადააიგიდღეისათვისგავრცელებული?

- ფსორიაზის ეტიოლოგია დღეისათვის დადგენილი არ არის და, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მისი წარმოშობის ასახსნელად მრავალი თეორიაა მოწოდებული. ზოგი მკვლევარი, როგორც აღნიშნეთ, მის განვითარებაში მემკვიდრული ფაქტორის როლზე ამახვილებს ყურადღებას, ზოგი - იმუნური სისტემის გაუმართაობაზე მსჯელობს, ზოგი კი - სტრესული ფაქტორებს ანიჭებს მთავარ როლს. მიუხედავად ამისა, საერთო აზრი ფსორიაზის წარმოშობისა და განვითარების შესახებ ჯერაც არაა ჩამოყალიბებული.

 

- რამდენადაცჩვენთვისცნობილია, ფსორიაზიარარისერთადერთიდაავადება, რომელსაცპუვათერაპიისმეშვეობითმკურნალობთ. კიდევრადაავადებებიიკურნება თქვენთანამმეთოდით?

- პუვათერაპიით უამრავ დაავადებას მკურნალობენ. მართალია, მათი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ საკითხის აქტუალობიდან და კანის პათოლოგიით დაავადებული პაციენტების სიმრავლიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველა მათგანის დასახელებაა საჭირო: ვულგარული ფსორიაზი (როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმე მიმდინარეობისა), გენერალიზებული ფსორიაზი, ბალთოვანი პარაფსორიაზი, ხელისგულებისა და ფეხისგულების პუსტულოზური ფსორიაზი, მძიმედ მიმდინარე ატოპიური დერმატიტი, მასტოციტოზი, შემოფარგლული სკლეროდერმია, წითელი ბრტყელი ლიქენი, ლიმფომატოიდური პაპულოზი, მზისმიერი ჭინჭრის ციება, ქრონიკული აქტინიური დერმატიტი, აქტინიური პრურიგო, ბუდობრივი ალოპეციის ყველა ფორმა, დისკერატოზები(დარიესა და დევერჟის დერმატიტიები), დისგიდროზური დერმატიტი, ვიტილიგო, T-უჯრედოვანი ლიმფომა( საწყისი სტადია), ლიმფომატოიდური პაპულოზი, ეოზინოფილური პუსტულოზი, ბეჭდისებური გრანულომა, პრურიგო, ქრონიკული ლიქენოიდური კერატოზი და სებორეული დერმატიტი. ვფიქრობ, არაფერი გამომრჩენია.

 

- მეთოდის უკუჩვენებებზე და გართულებებზე რას გვეტყვით?

- უკუჩვენებებისა და გართულებების გარეშე, სამწუხაროდ, მკურნალობა არ არსებობს. ყოველი შემთხვევა თავისებურია და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, ამიტომაც მკურნალობის დაწყებამდე ხდება პაციენტის ღრმა შესწავლა, ლაბორატორიული კვლევა, ანამნეზური მონაცემების სრული ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ ირჩევა მკურნალობის ტაქტიკა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავერსის კლინიკის არსენალში პუვათერაპიასთან ერთად მკურნალობის ტრადიციული მეთოდებიც მრავლადაა.

ერთი სიტყვით, დერმატოლოგიური ხასიათის ნებისმიერი პრობლემების არსებობისას თამამად შეგიძლიათ მოგვმართოთ - ჩვენ კანის დაავადებებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება და საშუალებათა ფართო არსენალი გვაქვს, ხოლო იმ პაციენტებისთვის, რომლებიც პუვათერაპიას მიანიჭებენ უპირატესობას და მკურნალობის ამ მეთოდს აირჩევენ, კიდევ ერთი კარგი ამბავი გვაქვს: როგორც წესი, მკურნალობის დასრულების შემდეგ ისინი ჩვეულ ყოველდღიურობას ლამაზად გარუჯულები უბრუნდებიან.

წყარო: aversi.ge